კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 ექიმის რჩევები

კითხვა: ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია თუ არა ძუნძულით სირბილი?
პასუხი: ორსულობის დროს სირბილი სახიფათოა.
კითხვა: სტენტირების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება სქესობრივი ურთიერთობა?
პასუხი: ამის შესახებ თქვენმა კარდიოლოგმა უნდა მოგცეთ რეკომენდაცია. გააჩნია, რამდენი სტენტი გაქვთ, რომელი სისხლძარღვები იყო დაზიანებული, სტენტირების შემდეგ რა მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია ჰემოდინამიკური მონაცემები. ასე რომ, დისტანციურად ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება.
კითხვა: ვარ 19 წლის ბიჭი. დაახლოებით, 3 წელია, ვეწევი. ბოლო სამი კვირაა, მაწუხებს გულის რევის შეგრძნება, რამდენჯერმე ვაღებინე. ზოგჯერ ამას თან ერთვის თავის ტკივილები და შეგრძნება, რომ  ყელში რაღაც მაქვს გაჩხერილი. ეს ყველაფერი მოწევისგან მეგონა, მაგრამ ადრე ნაღვლის ბუშტში მყოლია ჭიები და მკურნალობა არ დამისრულებია, რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: პირველ რიგში, საჭიროა ღვიძლისა და სანაღვლე გზების გამოკვლევა. თუ ინტენსიურად ეწევით, შესაძლებელია, ამასთანაც იყოს დაკავშირებული. თუმცა, დიაგნოზის დასაზუსტებლად გაიკეთეთ მუცლის ღრუს ექოსკოპიური გამოკვლევა და გაიარეთ გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.
კითხვა: სასარგებლოა თუ არა ასკილის ნაყენი თუ  თირკმელებში კენჭებია?
პასუხი: ასკილის ნაყენი კარგია თირკმელებში კენჭების დასაშლელად, თუმცა მიღებას თავისი წესი აქვს: დღეში 2 ჭიქა – არაუმეტეს 3 კვირისა.
კითხვა: სალონში ფრჩხილების გაკეთების დროს თითი  გამეჭრა და სისხლი წამომივიდა. როცა ვიკითხე, მანახვეს სითხიანი კონტეინერი და რაღაც აპარატი. ხომ არ იცით რამდენად სანდოა? იცავს თუ არა შიდსისგან და C ჰეპატიტისგან ?
პასუხი: სალონში გამოყენებული ინსტრუმენტები ჯერ ირეცხება, შემდეგ გარკვეული ხნით თავსდება სპეციალურ ხსნარში (სავარაუდოდ, ლიზოფორმინში). ზოგ სალონში მანიკურის იარაღების სტერილიზაციას კვარცის აპარატით ან სასტერილიზაციოთი ახდენენ. თუ იმ სალონშიც, სადაც თქვენ იყავით, ამგვარად ასტერილებენ, არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ. სავსებით საკმარისია სტერილიზაციისთვის. იცავს შიდსისგანაც და ჰეპატიტის ვირუსისგანაც.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ მართვის მოწმობა და მართავდნენ ავტომობილებს?
პასუხი: ფსიქიკურად არასტაბილური მდგომარეობა დამაბრკოლებელი გარემოებაა ტრანსპორტის მართვისთვის.
კითხვა: თვალებში „მფრინავი ბუზები“ მაქვს, ასევე, ხანდახან – ძლიერი ხმაური ყურებში და თავბრუ. რისი ბრლი შეიძლება იყოს?
პასუხი: უპირველესად, გააკონტროლეთ არტერიული წნევა, ასევე, საჭიროა ოფთალმოლოგის და/ან ნევროპათოლოგის კონსულტაცია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3