კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 რა უნდა ვიცოდეთ ყურის ტკივილის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ყურის ტკივილი ხშირად ევსტაქის მილის (მილი, რომელიც შუა ყურს ცხვირ-ხახასთან აკავშირებს) დახშობითაა განპირობებული, რაც ალერგიამ, გაციებამ ან ცხვირხახაში ადენოიდური წანაზარდების ჰიპერტროფიამ შეიძლება, გამოიწვიოს. ამას მოჰყვება შუა ყურში ვენტილაციის მოშლა, რის შედეგადაც ხორციელდება იქ მყოფი ჟანგბადის აბსორბცია. ყურის ტკივილები შესაძლოა, გამოიწვიოს ინფექციებმაც. ყურის მწვავე ინფექციური ანთება მკურნალობით, ჩვეულებრივ, 3-5 დღეში ალაგდება.
  ნივრის წვენი  საუკეთესო ანტიბიოტიკია, რომლის დამზადებაც სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ. აიღეთ ორი ცალი ნიორი, გაფცქვენით, მოათავსეთ ბლენდერში და დაამუშავეთ იქამდე, სანამ წვენს არ გამოუშვებს. გადმოიღეთ ჭურჭელში და კოვზის დახმარებით კიდევ უფრო დაჭყლიტეთ. მარლის დახმარებით გამოწურეთ წვენი, შემდეგ ჩაასხით სპეციალურ შუშის ქილაში. რამდენიმე წვეთი ნივრის წვენი ჩაისხით იმ ყურში, რომელიც აგტკივდებათ.
  ხახვის წვენი – ყურის ტკივილების სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება ხახვის წვენი, რომელიც უძველეს სამკურნალო საშუალებად არის ცნობილი. ხახვიც, ნივრის მსგავსად, ბლენდერში დაამუშავეთ. როდესაც საკმაოდ რაოდენობით წვენს გამოუშვებს, ჩაასხით მინის ქილაში. ნივრის წვენისგან განსხვავებით, ხახვის წვენის ყურში ჩასხმა რეკომენდებული არ არის! ხახვის წვენში ჩაყავით ორი თითი და ყურის გარშემო, ძირებსა და შიდა მხარეს მსუბუქი მასაჟები გაიკეთეთ. თუ ამ მეთოდს 1 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, ძილის წინ გამოიყენებთ, შვებას ნამდილად იგრძნობთ.
  ყურზე უნდა მიიდოთ თბილი ქსოვილი, სითბოს შეუძლია ტკივილი მალევე შეამციროს. მეორე ალტერნატივა ასეთია: აიღეთ ყინული და 15 წუთით ყურზე მიიდეთ, შემდეგ ყინული თბილი კომპრესებით შეცვალეთ, ასევე, 15 წუთით, პროცედურა 2-3 ჯერ გაიმეორეთ.
  ზეითუნის ზეთი შეათბეთ და რამდენიმე წვეთი ყურში ჩაიწვეთეთ. მისი შეთბობა შესაძლოა ასეც – აიღეთ თბილწყლიანი  ჯამი და ზეთუნის ზეთის ბოთლი იქ მოათავსეთ.
  ყურის წვეთების ან ზეითუნის ზეთის წვეთების გამოყენება არ შეიძლება, თუ დაფის აპკი გახეთქილია. ეს საშუალებები ყურის ინფექციის განკურნებაში ვერ დაგეხმარებიან.
  წებოვანი ყური, ასევე ცნობილი, როგორც შუა ოტიტი ეფუზიით, ყურში სითხის დაგროვებაა, რაც ხშირად სმენის დროებით დაქვეითებას იწვევს. ის, ძირითადად, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, თუმცა, სითხისგან გამოწვეულ წნევას ზოგჯერ ტკივილიც ახლავს. წებოვანი ყური თავისით გაივლის, თუმცა ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. თუ პრობლემა განსაკუთრებით დიდხანს გაგრძელდა, რეკომენდებულია სითხის დრენირების პროცედურა, რისთვისაც ყურში მცირე ზომის მილს ათავსებენ.
  ზოგჯერ ყურის ტკივილს ყურში გოგირდის ან რაიმე მცირე ზომის ნივთის გაჭედვა იწვევს. ასეთ დროს ნუ ეცდებით, თვითონ გაითავისუფლოთ ყური, რადგან ამან შესაძლოა, მისი უფრო ღრმად შეწევა და დაფის აპკის დაზიანება გამოიწვიოს.
  გოგირდის დასარბილებლად ფარმაცევტმა შესაძლოა, ყურის წვეთები გირჩიოთ, რომლის გამოყენების შემდეგ საცობი ბუნებრივად ამოვარდება. თუ ყურში  მცირე ზომის საგანია გაჭედილი,  მის ამოსაღებად აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
скачать dle 11.3