კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№4 მუცლის შებერილობა და მისი მიზეზები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მეტეორიზმი ჩივილია და არა დაავადება. ის მხოლოდ დაავადების დაწყების ნიშანია და აქედან გამომდინარე, მისმა უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზულ დაავადებებამდე მიგვიყვანოს. მოგეხსენებათ, დღეს ბევრ ადამიანს არ აქვს სწორი კვების რეჟიმი, რაც თავისთავად იწვევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას. ეს დარღვევა კი, ძირითადად, ფერმენტების ნაკლებობით, საკვების ათვისების გაძნელებითა და დისბაქტერიოზით (ფაღარათით ან შეკრულობით) ვლინდება.
  მეტეორიზმი ხშირად ტვინის ფუნქციური უკმარისობის (ნევროზის) თანმხლები მოვლენაა, რაც აიხსნება ნაწლავების მუსკულატურის სპაზმით. მეტეორიზმს ისეთი სერიოზული და საშიში მიზეზებიც შეიძლება ჰქონდეს, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები.
  ხშირია შემთხვევები, როდესაც მეტეორიზმის გამო უსიამოვნო შეგრძნებები არა მარტო მუცელში აღმოცენდება, არამედ გულის მიდამოშიც და იწვევს ისეთ სიმპტომურ გამოვლინებებს, რაც პაციენტმა, შეცდომით, შესაძლოა, სტენოკარდიად ან მიოკარდიუმის ინფარქტად აღიქვას.
  მეტეორიზმის მკურნალობა შედეგიანია იმ შემთხვევაში, როცა ექიმი მეტეორიზმის ნამდვილ მიზეზს დაადგენს. დღეისათვის არსებობს მრავალი კლინიკურად და ლაბორატორიულად გამოცდილი პრეპარატი, რომელთა გარეშეც, მხოლოდ ხალხური საშუალებებით, ვერაფერს გავხდებით. ამართლებს თუ არა პროფილაქტიკა? რა თქმა უნდა, ამართლებს და ის გულისხმობს ბალანსირებულ და ხშირ კვებას, აქტიურ მოძრაობას, ვინაიდან თუ ადამიანი უმოძრაოდაა, მისი შინაგანი ორგანოების ყველა კუნთი მოდუნებულია, რაც ნაწლავებში აირების დაგროვებას იწვევს.
  მეტეორიზმის სამკურნალო ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა კამის თესლი. 1 სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი და 3 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. კამის თესლიგან ნაყენის მომზადების მეორე ხერხიც არსებობს: 1 ჩაის კოვზ კამის თესლს დასხით 250 მილილიტრი მდუღარე წყალი და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამამდე.
  მეტეორიზმის მკურნალობაში შავი მარილიც დაგეხმარებათ. მისი მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. ჩვეულებრივ სუფრის მარილს დაყრით თეფშზე და ზემოდან წვრილად დაფშვნილ ჭვავის პურს მოაყრით. ამ ნარევს ასხამენ წყალს და რამდენიმე წუთით დგამენ ღუმელში, რათა ერთგვარი მასა მიიღონ. სწორედ ამ მიღებულ მასას ეძახიან „შავ მარილს“. გამოიყენეთ ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად და სამუდამოდ დაივიწყებთ აირების დაგროვებას.
  საკვები კარგად დაღეჭეთ. ეცადეთ, არ ჭამოთ სწრაფად და ფაციფუცით. ნუ გადაყლაპავთ მთელ-მთელ ლუკმებს. ჭამის დროს არ ისაუბროთ. ნუ შეჭამთ ფეხზე მდგომი. ნუ მიირთმევთ მეტისმეტად ცივ ან ცხელ საკვებს და სასმელს. ჭამის შემდეგ გაისეირნეთ.სუფთა ჰაერზე. ჩაი და ყავა მცენარეული ნაყენებით ჩაანაცვლეთ, მაგალითად, პიტნის ან გვირილის ჩაით. მოერიდეთ შოკოლადსა და ცხიმიან საკვებს. ცილოვან პროდუქტზე უფრო მეტად კარტოფილი და ბრინჯი გამოიყენეთ. უარი თქვით საღეჭ რეზინსა და გაზიან სასმელებზე.
скачать dle 11.3