კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რა ასაკიდან დაიწყო სულებთან კონტაქტი მარიამ ციმინტიამ და საიდან ჩასახლდა მის სახლში ბოროტი სული

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალს, მსახიობს, მერლინ მონროს ქართველ ორეულად აღიარებულ მარიამ ციმინტიას, ბავშვობიდან უცნაური ნიჭი აქვს, რომელიც სააშკარაოზე არ გამოჰქონდა. ეს უბრალო მიზეზის გამო ხდებოდა – არ უნდოდა, შეურაცხადად გამოეცხადებინათ. თუმცა, მაინც გადაწყვიტა, მოსკოვში, საკმაოდ პოპულარულ შოუში – „ექსტრასენსთა ბრძოლაში“ – მიეღო მინაწილეობა და დაძაბულ და ძლიერ მეტოქეებთან უთანასწორო ბრძოლაში გაიმარჯვა კიდეც. ამბობს, რომ მისმა სლავურ-ებრაულ-ქართულმა გენეტიკამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და მის ამოუცნობ ნიჭსაც, სწორედ, ამას მიაწერს.
  მარიამ ციმინტია: ძალიან უცნაური და ემოციური ბავშვი ვიყავი. ვხატავდი, ვწერდი ლექსებს, ხშირად ვწინასწარმეტყველებდი. 4 წლიდან უცნაური შეგრძნებები დამეწყო – ღამღამობით ვიღვიძებდი და რაღაცებს ვლაპარაკობდი. დედას ეგონა, ვბოდავდი, ეს ემოციურობის ბრალი იყო და გარდატეხის ასაკში გამივლიდა. თუმცა, ეს შეგრძნებები ასაკის მატებასთან ერთად გამიმძაფრდა. ფაქტია, ხშირად ჩემი წინასწარმეტყველება ხდებოდა. მახსოვს, ერთხელ დედას ვუთხარი, სამსახურში პრობლემა გექნება და ამა და ამ ადამიანებს არ ენდო-მეთქი. სულ მალე იმდენად ზუსტად აუხდა ჩემი ნათქვამი, შოკში ჩავარდა. ბავშვობიდან სულებსაც ვხედავდი. დედაჩემმა და მისმა დაქალმა თეფში დაატრიალეს. მამა ადრე დაბრუნდა სახლში. მას არ უყვარდა ასეთი რამეები. ქალებმა იფიქრეს, არ დაგვინახოს, რასაც ვაკეთებთო, გამოძახებული სული უკან არ გაუშვეს და თეფში დამალეს. კარგად მახსოვს, 5 წლის ბავშვს, ღამით, ეშმაკისეული შავი სილუეტი როგორ გამოდიოდა ფარდიდან, მოდიოდა ჩემთან და მაშინებდა. ეს ის დაუბრუნებელი სული იყო.
– ვინმეს თუ გაუმხილე ამის შესახებ და თუ დაგიჯერეს?
– დიდი ხანი ვმალავდი და მერე, დედას გავუმხილე, ვიღაც კაცი მოდის ღამით და მაწუხებს, მახრჩობს-მეთქი. შოკი მიიღო. თურმე, დედასაც ეცხადებოდა, აწუხებდა და დილით სხეულზე დალურჯებებით იღვიძებდა, რომელსაც ის სული აყენებდა. როცა ზღვარს გადავიდა და სახლში ყოფნა შეუძლებელი გახდა, მღვდელი მოიყვანეს და ბინა აკურთხეს. ვიღაც ქალბატონს რიტუალიც ჩაატარებინეს. სწორედ, ამ ქალმა უთხრა ჩემს მშობლებს: ეს ბავშვი სულებთან კონტაქტში შედისო. პარალელური სამყაროდან მართლა ვხედავდი არსებებს. თუმცა, ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში ერთი უცნაურად ჩაცმული, ლამაზი, მაღალი ქალი მოვიდა  ჩემთან და მითხრა: მომავალში ბევრს გაიგებ, პარალელური სამყაროდან სულები გებრძვიან და დედას უთხარი, სასწრაფოდ მოგნათლოსო. ახლაც არ ვიცი, ვინ იყო ის ქალი, თუმცა, ჩემი მომავალი მიწინასწარმეტყველა. იმ ქალთან შეხვედრის მერე, სიზმარში ხშირად მოდიოდნენ სულები, მეუბნებოდნენ რა უნდა გამეკეთებინა და გაღვიებული უცნაურ ლექსებს ვწერდი, უფრო სწორად, პარალელური სამყაროდან მაწერინებდნენ, ხმები მესმოდა. ჩემს მშობლებს ეგონათ, ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა და ხშირად მამოწმებდნენ ფსიქიატრთან. დასკვნა ერთი იყო – ემოციური ვიყავი და მსგავსი მოვლენები ამის ფონზე მჭირდა. მოკლედ, ჩემი უცნაური ამბების გადამკიდე, სასწაულებრივად გადავრჩი ფსიქიატრიულში დაწვენას (იცინის).
– ვიცი, შენი ნათქვამი ხშირად უხდებათ ადამიანებს, მაგრამ საკუთარი მომავლის დანახვა და ფაქტების წინასწარ განჭვრეტა თუ შეგიძლია?
– რასაკვირველია და ხშირად, ჩემი წინასწარმეტყველებით საფრთხეც ამიცილებია.  ზუსტად ვიცი, დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, მაგრამ არ მინდა, გავიგო, ზუსტად როდის გარდავიცვლები. ამას ნუმეროლოგიით ვითვლი. ხანდახან ძალიან ვიღლები ინფორმაციის წინასწარ ცოდნით  და აღარ მინდა. ეს ნიჭი ყველა ადამიანშია, უბრალოდ, ზოგს მძაფრად აქვს განვითარებული. ხელოვან ადამიანს ყველას აქვს წინასწარმეტყველური შეგრძნებები, ამიტომ ვთვლი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არა – არაჩვეულებრივი. მაგალითად, ზუსტად ვიცოდი, რა ასაკში გავთხოვდებოდი, ვინ იქნებოდა ჩემი მეორე ნახევარი და მალევე რომ გავშორდებოდი. სიზმარში ვნახე და რომ გავიღვიძე, უკვე შეყვარებული ვიყავი. მინდოდა, სხვა სფეროზე გადამეტანა ყურადღება, თუმცა ეზოთერიკას უფრო მეცნიერულად ჩავუღრმავდი. კვანტური ფიზიკითაც დავინტერესდი, ვწერდი ჩემს შთაბეჭდილებებს და აზრებს, როგორ შეიქმნა სამყარო
და რა სისტემით მუშაობს. ვიღებდი ინფორმაციას, ვამუშავებდი ჩემს ტვინში და მერე ეს ყველაფერი ფურცელზე გადამქონდა. მართალია, მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ბუდიზმითაც დავინტერესდი და მედიტაციამ გამიტაცა.
– მართალია, რომ ადამიანის გარდაცვალებას წინასწარ ხვდები?
– დიახ, ბევრჯერ მივხვდი, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს წინ იდგა, მალე დატოვებდა დედამიწას და სხვა სამყაროში გადაინაცვლებდა. 13 წლისამ სრულიად ჯანმრთელი ბაბუის გარდაცვალება წინასწარ ვიცოდი. ვიჯექი მის კაბინეტში და უცებ, ფანჯარა გაიღო, იქიდან ორი მამაკაცის სილუეტი შემოვიდა და ხმა რომ არ ამოუღიათ, ისე, ქვეცნობიერად დაამყარეს ჩემთან კონტაქტი. მითხრეს: ბაბუაშენის წასაყვანად მოვედით, ერთ კვირას გაძლევთ დასამშვიდობებლადო. ტირილი დავიწყე და ეს ამბავი დედას მოვუყევი.  თურმე, ბაბუას თავის ტვინის სიმსივნე ჰქონია, სამ დღეში დაბრმავდა. ამის მერე, ზუსტად ოთხი დღე იცოცხალა და გარდაიცვალა. ამის  მერე, ბებიის გარდაცვალებაც წინასწარ ვნახე სიზმარში. ახლაც, ქუჩაში როცა დავდივარ, უცხო ადამიანს რომ შევხედავ და მას უცნაური ნაცრისფერი აურა აკრავს, ვხვდები, მალე მოკვდება. მათგან უცნაურ სუნსაც ვგრძნობ და ფორიაქი მეწყება.  
– ერთი პერიოდი, მერლინ მონროს იმიჯი რომ მოირგე, ესეც ერთგვარად მის სულთან მისტიკური დაკავშირება ხომ არ იყო?
– რასაკვირველია, იყო მის სულთან კავშირი და გათვლაც. ადრე ბენდში ვმღეროდი და ყველა მეუბნებოდა, მერლინ მონროს ჰგავხარო. ხშირად მხვდებოდა მისი ფოტო თვალში და ვხვდებოდი, ეს შემთხვევით არ იყო, მინიშნებას ჰგავდა. სიმართლე გითხრათ, მერლინის ტიპაჟის ქალები არ მომწონდა, უფრო სხვა, რეტრო სტილის ქალებს ვანიჭებდი უპირატესობას, მაგალითად, მონიკა ბელუჩის, სოფი ლორენს. დამესიზმრა მერლინ მონრო და მითხრა: ჩემი იმიჯი წარმატებას მოგიტანს, მე დაგეხმარებიო. რომ გავიღვიძე, მივხვდი, მასთან შეხვედრით გარკვეული ენერგია მივიღე და მისი იმიჯით, მეტად წარმატებული გავხდებოდი. თუმცა, ისიც ვიცოდი, თუ შევტოპავდი, ჩავიძირებოდი. ჰოდა, „შევტოპე“, „ჩავიძირე“, ჩემი თავი დავკარგე და ამას რომ მივხვდი, სასწრაფოდ შევიცვალე სტილი. თუმცა, პოპულარული მისი იმიჯით გავხდი, ეს წინასწარ ვიცოდი და სწორედ, ეს იყო ჩემი ერთგვარი „ფიშკა“. მოკლედ, მერლინის იმიჯმა „ჩამითრია“ და „ჩამძირა“,  ჩემი თავი მომენატრა და ახლა ჩემი სტილი ვიპოვე.
– ახლახან მოსკოვში ჩატარდა შოუ – „ექსტრასენსთა ბრძოლა“, სადაც უამრავი ეზოთერიკ-ექსტრასენსი იღებდა მონაწილეობას, საკმაოდ რთულ დავალებებს გაართვეს თავი და საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ქართველმა მარიამ ციმინტიამ ყველას აჯობა. ამბობენ, პირველი ადგილი მხოლოდ იმის გამო არ მოგანიჭეს, რომ საქართველოდან იყავი. ასეა?
– დღეს, მოსკოვის ქუჩებში ყველა მცნობს და ეს „ექსტრასენსთა ბრძოლის“ შოუს დამსახურებაა. დიდი ხანია, ეს შოუ არსებობს და სულ ვადევნებდი თვალ-ყურს. ყოველთვის მინდოდა მონაწილეობის მიღება. ვფიქრობდი, სათანადოდ ძლიერი არ ვიყავი და თავს ვიკავებდი. თუმცა, მაინც გადავწყვიტე, გავიარე პრე-ქასთინგი, შემდეგ, რთული ტურები. ათი ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათგან ცამეტი აირჩიეს და საბოლოოდ, მეორე ადგილი ავიღე. საკმაოდ რთული დავალებები გვქონდა და ჩემი თავის მიკვირდა, იმდენად ადვილად ვამყარებდი სულებთან კონტაქტს (იცინის). ეს ყველაფერი ვიდეოზეა აღბეჭდილი. სხვათა შორის, ყველა მეუბნებოდა, ამ შოუს გამარჯვებული ხარ, უბრალოდ, ქართველი რადგან ხარ, არავინ გაგიყვანდა პირველ ადგილზეო. მე ზუსტად ვიცოდი, რომ პირველზე ბიჭს გაიყვანდნენ და მე მეორე ადგილს მომანიჭებდნენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი ვარ. ხშირად მომდიოდა შეტყობინება: დაგიჭერ, მოგკლავ... პოლიციაშიც განვაცხადე ამის შესახებ, პროკურატურაშიც დავწერე განაცხადი.
–  კი მაგრამ, ვის უნდოდა შენი დაჭერა და მოკვლა?
– ეს ჩვეულებრივი ინტრიგა იყო მონაწილეების მხრიდან, რომ წყობიდან გამოვეყვანე, თუმცა ვერ შეძლეს. მოკლედ, ბოლოს რეიტინგი გააყალბეს, თუმცა, რუსეთში მაღიარეს და ბევრმა ცნობილმა ექსტრასენსმა გამიკეთა საჩუქარი. სხვათა შორის, სლავური, ებრაული, მეგრული სისხლი მაქვს და ამ გენეტიკის აღრევამ, ნამდვილად იმოქმედა ჩემზე – ებრაული გენეტიკა მაძლევს სიბრძნეს, პოლონური – ვიზუალურ შტრიხებს, მეგრული კი – ემოციურობას (იცინის).

скачать dle 11.3