კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რამ მიიყვანა სუიციდზე ფიქრამდე თათა გიორგობიანი და როდის ეგონა მას სამყარო არასწორად მოწყობილი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  თათა გიორგობიანი საზოგადოებამ „გიორგი გაბუნიას შოუდან“ გაიცნო, მოუსმინა და შეიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ღიღინებს და საკმაოდ მხიარული გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებს, გულჩათხრობილი ადამიანია, თავის სამყარო აქვს და განვითარებული ინტუიციური აღქმით გაცილებით ბევრ ფერს ხედავს. ალბათ, ბევრს გაუკვირდება, რომ თათა ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო და სუიციდზეც დაფიქრებულა. თუმცა, ახლა მოზარდებს ურჩევს, პრობლემებსა და სამყაროს კი არ უნდა გაექცნენ, არამედ, სწორად აზროვნება ისწავლონ და თავის გარშემო ისეთი გარემო შექმნან, სადაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობენ.
  თათა გიორგობიანი: უცნაური, რბილი ხასიათის, ჩუმი, ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. სულ ჩემთვის ვიჯექი და მარტო ვთამაშობდი. ბევრი მეგობარი მყავდა, მაგრამ არავისთან ვყოფილვარ განსაკუთრებულად ახლოს. ყოველთვის ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი – ვუკრავდი ფორტეპიანოზე, დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, თეატრალურ სტუდია „ბერიკებში“, სკოლაშიც ძალიან კარგად ვსწავლობდი. მართალია, ბავშვობის ასაკს დიდი ხანია გავცდი, მაგრამ ახლაც ჩაკეტილი ვარ გულის სიღრმეში და რთულად ვუახლოვდები ადამიანებს. სხვათა შორის, ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. განსაკუთრებით თეატრალურ სტუდიაში, აქტიური, გათამამებული ბავშვები დადიოდნენ და ფიზიკური შეხების ფაქტებიც კი იყო. რამდენიმე ბიჭმა ამომიჩემა, ვერ ვხვდებოდი, მოვწონდი თუ ვეზიზღებოდი და წამომითაქებდნენ  ხოლმე. მიამიტი ვიყავი და ვფიქრობდი, რატომ აკეთებენ ასე, მე ხომ არ დავუშავე ან ვაწყენინე რამე-მეთქი.
– ახლა, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობ?
– ახლა ვფიქრობ, ალბათ, მოვწონდი და ფიზიკური ბულინგის მსხვერპლი ამიტომაც ვიყავი. სხვა რა მოტივი უნდა ჰქონოდათ, უბრალოდ, არ მესმის. უკონფლიქტო ვარ და ხანდახან, დღესაც მიჭირს თავის დაცვა. მაქსიმალურად ვერიდები კონფლიქტებს და თუ რამე  ცუდი უნდა ვთქვა ადამიანზე, მირჩევნია, საერთოდ არ ვთქვა და უბრალოდ, გავერიდო. რასაკვირველია, ახლა, ბავშვობასთან შედარებით, ვისწავლე თავის დაცვა, მაგრამ ბოლომდე ვერა (იცინის).
– ამბობენ, ძალიან კარგად ცეკვავდი და სოლისტიც იყავი. თუმცა, ცეკვას სიმღერა ამჯობინე. რატომ?
– გეთანხმებით, კარგად ვცეკვავდი და სოლისტიც ვიყავი, ფსიქოლოგიაც მიტაცებდა და ახლაც ტრენინგებს გავდივარ, სერტიფიკატებიც მაქვს, არ ვეშვები, როგორც ჰობს და ალბათ, უფრო მეტ დროს დავუთმობდი, მომღერალი რომ არ ვიყო. დიდი ხანია, მინდა „ჰიპ-ჰოპზე“ შევიდე, მაგრამ ვოკალზე დავდივარ, რომ ხმა ფორმაში მქონდეს და დიდი დრო მიაქვს. არ ვფიქრობ, რომ რაიმეს შესწავლა გვიანია, პირიქით, ადამიანმა სულ უნდა იფიქროს თავის განვითარებაზე. როგორც კი ვწყვეტთ საკუთარი თავის კრიტიკულ ხედვას, მაშინვე სხვებში ვიწყებთ ბრალეულობის ძიებას. ამიტომ, არასდროს შევწყვიტოთ
განვითარება და ისეთი კრიტიკულები უნდა ვიყოთ ჩვენი თავის მიმართ, როგორიც სხვების მიმართ ვართ. ამიტომ მინდა, ცეკვაზეც შევიდე, ფსიქოლოგიაშიც გავიღრმავო ცოდნა, ვიმღერო, ავიხდინო ოცნებები... ისიც მინდა, ესეც და ვარ გაწამაწიაში (იცინის).
– ვიცი, კოსმონავტობაზეც ოცნებობდი და ახლა არ თქვა, ეს ოცნებაც უნდა ავიხდინო და კოსმოსში გავფრინდეო.
– (იცინის) კი, კოსმონავტობაც მინდოდა და დღესაც მიყვარს ვირტუალურ სივრცეებში მოგზაურობა. ზოგადად, მიყვარს ექსტრემალური სიტუაციები.
– თათა, საკუთარ შეცდომებზე თუ გისწავლია?
– რა თქმა უნდა, ეს პირველი თვისებაა, რასაც ადამიანში ვაფასებ. ჩვენი სოციუმიც და სამყაროც ისეა მოწყობილი, თუ შეცდომა არ დაუშვი, სხვის შეცდომაზე ვერ სწავლობ. სხვის მძაფრ ემოციას, ისე ვერ აღიქვამ, თუ შენს ტყავზე არ გამოსცდი. უშეცდომო არავინაა და სულ ვამბობ: ნუ შეგვეშინდება შეცდომების დაშვების, ოღონდ ამ შეცდომის შედეგებზე პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც უნდა შეგვეძლოს. ეს გვაიძულებს, სხვანაირი თვალით შევხედოთ მოვლენებს,  მომავალში უფრო ფრთხილად ვიყოთ და წინასწარ განვსაზღვროთ ყველაფერი და ვიფიქროთ იმ განვითარებასა და მოვლენებზე, რაც ამას მოჰყვება. სამწუხაროდ, ადამიანს სიხარულზე მეტად ტკივილი ზრდის.
– თქვი, თუ საკუთარ ტყავზე არ გამოსცადე, ისე ვერ განვითრდებიო. რამდენჯერ გამოსცადე საკუთარ ტყავზე ტკივილი, განცდა და მძაფრი ემოცია?
– ვერ ვიტყვი, რთული ცხოვრება მაქვს-მეთქი. თუმცა, მქონდა დეპრესიული მომენტები, მოზარდობის ასაკში დებილური აზრები, სუიციდზეც მიფიქრია. მინდოდა, სამყაროში ყველაფერი კარგად ყოფილიყო და განვიცდიდი, რომ სადღაც, მსოფლიოში ბავშვები შიმშილობენ, კვდებიან დაავადებებით და წამალი არ აქვთ, სადღაც კი ოქროს უნიტაზები უდგათ. ამ განსხვავებებმა სუიციდზე დამაფიქრა. ზოგადად, ამდენ უსამართლობას რომ ვხედავდი ჩემ ირგვლივ, პროტესტი გამიჩნდა სამყაროს მიმართ. თან, იმ პერიოდში, ნათესავის ბავშვი დაიღუპა ავტოკატასტროფაში, პირადულშიც ვერ დავალაგე და ვფიქრობდი, არასწორად იყო სამყარო მოწყობილი და აქედან გაქცევა მინდოდა. თუმცა, ეს არასწორი მიდგომა იყო და ვცდებოდი. ჩვენ ვქმნით გარემოს, რაშიც ერთმანეთს ვაიძულებთ, ვიცხოვროთ. ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ და გავაუმჯობესეთ ყოფა საკუთარი თავისთვისა და ერთმანეთისთვის, ვერ განვვითარდებით და კიდევ უფრო დიდ ტრაგედიაში აღმოვჩნდებით. ბოლო დროს სუიციდის ბევრი შემთხვევა იყო. მინდა, მოზარდებმა იცოდნენ, რომ ამ ცხოვრებას უნდა მოვუგოთ ერთად და არა გავეცალოთ. მეტი პოზიტივი დავანახვოთ ერთმანეთს, არ შევიძულოთ ერთმანეთი, მივიღოთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან – ღარიბები, მახინჯები, ლამაზები, საცოდავები, იღბლიანები და უიღბლოები. არ დავჩაგროთ სუსტი და ვეცადოთ, საკუთარი ბედნიერება სხვებს გადავდოთ და სხვისი ბედნიერებითაც გავიხაროთ... უნდა გაიხარჯო, იშრომო, იბრძოლო და შედეგით მიხვდე, რომ მცხოვრება ღირს. ხშირად გვავიწყდება და მიზანზე ვართ ორიენტირებული და არა პროცესზე. ამ წუთას რასაც ვაკეთებთ, იმაში ვერ ვპოულობთ ბედნიერებას. შესაძლოა, მიზანს ვერასდროს მივაღწიოთ, ამიტომ, თითოეული წამის დაფასება უნდა დავიწყოთ. კრიზისულ სიტუაციაში უნდა ვიფიქროთ იმაზე, ამას რომ გადავლახავ, რა მაგარი ვიქნებიო. ჩემი მეგობრები რომ მეწუწუნებიან: ვაი, ეს რა დაგვემართაო, მე ვპასუხობ: არა უშავს, რაც მეტი დაგემართება, მით მეტად ძლიერი იქნები, მით მეტს ისწავლი და უფრო მაგარი ტიპი იქნები-მეთქი.
– ამბობენ, რომ მეზობლები ჩივილს გიპირებენ და რაშია საქმე, რითი აწუხებ?
– (იცინის) ჩემი სახლიდან სულ ჩემი სიმღერის ხმა ისმის და მგონი, მეზობლები ფიქრობენ, ეს გოგო აფრენსო. თუმცა, ზოგი მეზობელი მეუბნება, კარგი გოგო ხარ, დილიდან გვართობო. ასე რომ, გადავურჩები დაჭერას (იცინის).
– მართალია, რომ მისტიკური სიზმრები და წინასწარმეტყველური განცდები გაქვს?
– არ ვარ ჩაციკლული, მაგრამ ისეთ სიზმრებს ვხედავ, რომელიც მანიშნებს ცხოვრების რთულ სიტუაციაზე და მერე ეს ხდება. თუმცა, ეს იმდენად პირადული და მისტიკურია, ალბათ, საუბარიც არ ღირს. ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ვთქვა, მესამე თვალით ვუყურებ სამყაროს-მეთქი. არ მიყვარს ემოციების საჯაროდ გამოხატვა, ამიტომ, ისეთი გაწონასწორებული, მშვიდი და წყნარი გოგოს იმიჯი მაქვს, ვერავინ ვერაფერს მატყობს. ხშირადაც არ ვტირი, თუმცა, შეიძლება, მულტფილმს ვუყურო და ვიტირო (იცინის). სხვათა შორის, მიხარია, ემოციური რომ ვარ. მგონია, რაც მეტად ემოციური ხარ, სამყაროში მით მეტ ფერს ამჩნევ და შენი ცხოვრებაც უფრო ფერადია. თან, მე ხომ ჩემი სამყარო მაქვს, ჩანახატებსაც ვწერ ამ ფერად სამყაროზე და ჩემი ემოცია მუსიკაშიც მეხმარება.
– ის თუ არის მართლი, რომ გელა გნოლაძემ ქორწილში გნახა და ასე, პირდაპირ ქორწილიდან მოხვდი „გიორგი გაბუნიას შოუში“?
– კი, ნამდვილად ასე იყო, ქორწილში ვმღეროდი ჩემს ბენდთან ერთად. გელა დაპატიჟებული იყო და იქ მომისმინა. მოვიდა და მითხრა, ძალიან მომწონხარო. მომკიდა ხელი და გამომაქანა შოუში (იცინის). ასე რომ, ქორწილიდან პირდაპირ შოუში მოვხვდი.
– სასწაულ ფორმაში ხარ, სულ გამოპრანჭული და თამამად ჩაცმული. ასეთ დატვირთულ დღის რეჟიმში ამას როგორ ახერხებ?
– სულ რომ გამოპრანჭული და თამამად ჩაცმული ვარ, მამაჩემს უსკდება გული გერმანიაში (იცინის). სულ ვუხსნი: მამა, ამას სცენა მოითხოვს და ჩაცმა არ წყვეტს ადამიანის ხასიათს, ხომ იცი, როგორი გოგო ვარ-მეთქი და მერე მშვიდდება (იცინის). კი მენდობა, მაგრამ შორს არის და სულ ეშინია, ვინმემ რომ მაწყენინოს და ვერ დამიცვას. თუმცა, მისი ძმაკაცები მაკონტროლებენ (იცინის). ასე რომ, მამა არის ერთადერთი მამაკაცი, ვისი დაცვის იმედიც სულ მაქვს, ვის კრიტიკასაც სულ ავიტან და მივიღებ. რომ გითხრათ, ყველაფერში ვეთანხმები-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ მესმის მისი პოზიციების და გადამლაშება არ მწყინს.


скачать dle 11.3