კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ბრძნული აზრები

პლატონი: პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებას.
ჰიუგო: მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული.
ლაბრიუერი: ადამიანს საკუთარ სიცოცხლეს სახელი ურჩევნია, თუმცა სახელი მის შესახებ შექმნილი აზრია ათასობით ადამიანის მიერ, რომელიც არც იცნობს და არც არაფრად აგდებს.
ოშო: მარტო სუსტები ცხოვრობენ მხოლოდ გონების კარნახით. მათ ეშინიათ და გარშემო დამცავ, ლოგიკურ ბარიერებს ქმნიან.
ლაო ძი: მეგობრისთვის სიცოცხლის გაწირვაში კი არაა პრობლემა, პრობლემა ისეთი მეგობრის პოვნაა, რომლისთვისაც ღირს სიკვდილი.
კონფუცი: სიკეთე ენაა, რომელიც ყრუს ესმის და ბრმა ხედავს.
ეჟი ლეცი: თუ მშიერ ძაღლს დააპურებთ, ის აღარ გიკბენთ. აი, ესაა პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ძაღლს შორის.
აკაკი: ჭირნახულობა არის კაცის სიმტკიცე და გვირგვინი. თუ კაცი სულ ბედნიერებაში და ფუფუნებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა და პირუტყვივით გადაყოლია თავის მძორს.
ტოლსტოი: ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს, აოცებს საშუალოს და აფუჭებს პატარა ადამიანს.
დოჩანაშვილი: თუ გინდა, ამოიყვანო ლაფში და სიბინძურეში ჩაფლული ადამიანი, ნუ გგონია, რომ ხელის გაწვდენა იყოს საკმარისი. შენც უნდა ჩახვიდე მასთან ლაფში და სიბინძურეში, იქ მაგრად შემოაჭდო ხელები და შენ თავთან ერთად ამოათრიო სინათლისკენ.
სოკრატე: თუ შენს საქციელს დუმილით შეხვდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ გიპასუხეს.
თაგორი: მთავარი ის კი არ არის, ვინ არის შენი მოწინააღმდეგე, მთავარია, გვერდში ვინ გიდგას.
ეზოპე: იმაში ვცოდავთ, რომ გარეგანი სამართლიანობა გვსურს, ის ხომ არ არსებობს. უნდა ვიმყოფინოთ ის სამართლიანობა, რომელიც ჩვენშია.
ვოვენარგი: სიკვდილი – ის არის, როდესაც ადამიანი ყველაფერზე თვალებს ხუჭავს.
მეტერლანკი: ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას.
კოელიო: ქალები კარიერას უფრო ძნელად იკეთებენ, მათ ხომ ცოლები არ ჰყავთ, რომლებიც წინ უბიძგებენ.
შანელი: კაცის ცხოვრებაში ორი პერიოდია, როცა ის საერთოდ ვერ უგებს ქალს – ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ.
скачать dle 11.3