კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რა წესრიგსა და კანონებს ექვემდებარება სამყაროს უსასრულო ქაოსი და რატომ არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, პატარა და დიდი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  არ გიფიქრიათ, რომ ურთიერთობებში, ბიზნესსა თუ ჯანმრთლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს რაღაც კანონების დაუცველობა იწვევს? რა თქმა უნდა, ასეა და ეს სამყაროს კანონებია, რის ცოდნაც ისევე აუცილებელია, როგორც ცხოვრების დანარჩენი კანონ-წესებისა. თუ მათ სიღრმესა და საიდუმლოს ჩაწვდებით და ამ წესების შესაბამისად იხელმძღვანელებთ, აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს. აქ ლაპარაკი არ არის ფიზიკისა თუ მათემატიკის კანონებზე, ეს ეხება სისტემას: ადამიანი და სამყარო, რის შესახებაც გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ბადრი.
– სამყაროს თავისი წესრიგი და კანონები აქვს, რაც ერთი შეხედვით, შეიძლება დაუსრულებელ ქაოსადაც კი მოგეჩვენოთ. მიუხედავად იმისა, რომ საგანთა ასეთი წესრიგი ადამიანის შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია, ის რეალურია და უდიდეს გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც კი სამყაროში არსებობს.
– გაგვაცნობთ სამყაროს კანონებს?
– 7 ძირითად კანონს, რომელთაგან პირველია ვიბრაციისა და მიზიდულობის – სამყაროში ყველაფერი ვიბრირებს და ჩვენ ვცხოვრობთ მოძრაობათა ოკეანეში, სადაც უდიდესი საიდუმლოა ჩაძირული. მოქმედება და მიზიდულობა – ვილტვით რაღაცისკენ და ისიც მოიწევს ჩვენკენ, ანუ ერთნაირ სიხშირეთა რხევა რეზონანს ახდენს ერთმანეთზე და ენერგია შესაფერის ენერგიას მიიზიდავს. ენერგია კი ყველაფერია, ჩვენი აზრების ჩათვლით. ფიქრი რხევაა, რომელსაც სამყაროს ვუგზავნით და როცა რაღაცის მიმართ ვიკრებთ აზრს, რხევები უფრო ძლიერი და ინტენსიური ხდება. ფიქრები დროსა და სივრცეში შეჭრილი ენერგიის კოსმიური ტალღებია. ამიტომ ფოკუსირდით იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათ. თუ თავს კარგად გრძნობთ, დაუგდეთ ყური მას, რაზეც ფიქრობთ და აუცილებლად წარმოიდგინეთ რაიმე სასიამოვნო.  
– შეიძლება, ფიქრმაც ფიზიკური ფორმა შეიძინოს?
– უსასრულო გარდაქმნის კანონის მიხედვით ენერგია გადადის ფიზიკურ ფორმაში და პირუკუ. ყველაფერი მიედინება, იცვლება და სამყარო წარმოადგენს ენერგიათა ერთ დიდ მბორგავ ოკეანეს, რომელიც საოცარ გარდაქმნათა უსასრულო ფერხულში ჩაბმულა. არაფერი დგას ერთ ადგილზე მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ არ იცვლებით – თქვენ ირგვლივ ყველაფერი გარდაიქმნება. თქვენი აზრები შემოქმედებითი ენერგიაა, რომელსაც შეუძლია, ფიზიკური ფორმა მიიღოს. შესაბამისად, რაც მეტს ფიქრობთ, შემოქმედებითი ძალაც პროპორციულად იზრდება და სამყარო თქვენი იდეის ორგანიზებას იწყებს. პრაქტიკულად, თუ ძალასა და ენერგიას, აზრებსა და ქმედებას ერთიანად სურვილისკენ მიმართავთ, აუცილებლად მიაღწევთ ამ ენერგიის ფიზიკურ გამოვლინებას. თუმცა, ყველაფერს თავისი ბუნებრივი ციკლი აქვს, რაც რიტმის კანონს ემორჩილება, ანუ, ყველაფერი მოქმედებს აქეთ-იქით, ირთვება-ითიშება, ირხევა წინ და უკან, მიიქცევ-მოიქცევა. ღამეს ცვლის დღე და ცხოვრება იფურჩქნება თავისთავად. ყველას უდგას კარგი და ცუდი დრო, არაფერია უცვლელი და ცვლილება ხდება მუდმივად, რასაც შესანიშნავად ხსნის უდიდესი სიბრძნე: „ყველაფერი გაივლის“. ეს კანონი აწესრიგებს პლანეტათა მოძრაობას ორბიტებზე; მოქმედებს მინერალებსა და მცენარეებზე; ქალისა და მამაკაცის ფსიქიკურ, ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. რიტმის კანონი უნივერსალურია, რომელსაც შეიძლება, დააკვირდეთ: მზის, მთვარის ჩასვლა-ამოსვლის, ზღვის მიქცევა-მოქცევის, წარსულისა და მომავალის მაგალითებზე. არავინ და არაფერია ყოველთვის კარგად და როცა ძალისა და განწყობის დაქვეითებას იგრძნობთ, როცა ხედავთ, რომ ყველაფერი გეგმის საწინააღმდეგოდ მიდის, გაიხსენეთ ეს კანონი და ირწმუნეთ: საქმეები წავა უკეთ, კარგი დრო აუცილებლად დადგება და იფიქრეთ ამაზე.
– ანუ, უმიზეზოდ არაფერი ხდება სამყაროში?
– მიზეზშედეგობრივი კანონი გვასწავლის, რომ ყველა მიზეზს თავისი შედეგი აქვს და ყველა შედეგს – თავისი მიზეზი. შემთხვევითობა გამორიცხულია და ყველაფერი კანონს ემორჩილება, რომელსაც ვერავინ გაექცევა. ყოველ ჩვენს ქმედებას აქვს მიზეზი და შედეგი და ასეა დაუსრულებლად – ჯამში, ვიღებთ მიზეზშედეგობრივი კავშირის მუდმივ, უსასრულო ციკლს, რასაც კანონთა კანონს უწოდებენ. ჯანმრთელობა, ურთიერთობები თუ შემოსავლები შეიძლება, იყოს მიზეზიც და შედეგიც, თუმცა მთელი ყურადღება მიზეზისკენ უნდა მიმართოთ და შედეგიც არ დააყოვნებს. ეს კანონი გვასწავლის, რომ მუდმივად ვიფიქროთ, ვიმოქმედოთ სურვილიდან გამომდინარე და რასაც სამყაროში გავგზავნით, უკანვე დაგვიბრუნდება. სხვას რომ კარგად, პატივისცემით მოეპყრობით, იგივე დაგიბრუნდებათ თქვენც. არასდროს იღელვოთ იმაზე, რის მიღებასაც ცდილობთ, უბრალოდ, მთელი გულისყური მიმართეთ იმისკენ, რის გაკეთებაც შეგიძლიათ. თუმცა, სამყარო ფარდობითობის კანონით გვასწავლის, რომ ყველაფერი შეფარდებითია. არ არსებობს: სიკეთე და ბოროტება, პატარა და დიდი, არაფერი მოძრაობს ნელა და ჩქარა, ყველაფერი შეიცნობა შეფარდებით. ხედვის წერტილს განსაზღვრავს ის, რასაც დამკვირვებელი მას უკავშირებს. რაიმეს ბუნება, ღირებულება თუ ხარისხი ფასდება მხოლოდ სხვა ობიექტთან შეფარდებით. უნდა გაიაზროთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაღაცას თქვენზე უკეთ აკეთებენ და თქვენ კი – სხვებზე უკეთ. ყველა სიტუაციაში გახსოვდეთ, რომ სხვა თქვენზე არასახარბიელო მდგომარეობაშია და მაშინვე უკეთ იგრძნობთ თავს იქ, სადაც ხართ. გამოიყენეთ ეს კანონი თვითშეფასების ასამაღლებლადაც.
– რაში დაგვეხმარება შემდეგი ორი კანონი?
– პოლარულობის კანონის მიხედვით, სამყაროში ყველაფერს თავისი მოწინააღმდეგე ჰყავს. არ არსებობს: ოთახის შიდა ნაწილი, გარე ნაწილის, სიცივე – სითბოს, სიბნელე – სინათლის, კარგი – ცუდის გარეშე. მიმართულება კი არის: მარჯვნივ და მარცხნივ, წინ და უკან და ასე შემდეგ. მაგრამ, ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარის გარდა, არსებობს: ტოლობა და მისი საპირისპირო. მაგალითად, თუ იატაკიდან რაფამდე სამი მეტრია, რაფიდან იატაკამდეც 3 მერტია. ამიტომ, როცა ცხოვრებაში ცუდი რამ ხდება, მასში რაღაც კარგიც უნდა იყოს. პიროვნებაშიც და სიტუაციაშიც ეძებეთ რაღაც კარგი და თუ შეამჩნევთ, კომპლიმენტით გამოხატეთ. ადამიანებს ეს უყვართ და სხვისი პოზიტიური განწყობა თქვენზეც გადმოვა. მეშვიდეა სქესთა კანონი, რაც ყველაფერში, როგორც ქალურ, ისე მამაკაცურ საწყისში ვლინდება და არეგულირებს შექმნას. თუმცა, სინამდვილეში არაფერი იქმნება: ყოველი სიახლე ერთი რამის სხვა რამედ გარდაქმნის შედეგია. სქესთა შორის, განსხვავება ვლინდება როგორც ცხოველთა, ისე მინერალებისა და მცენარეთა სამყაროშიც. დუალიზმის პრინციპის, ანუ ქალური და მამაკაცური საწყისის გარეშე, შეუძლებელია განსხვავება პოტენციალში, მოქმედების გაგრძელებასა და რეგენერაციაში. ორივე აუცილებელია ბუნებაში არსებობისთვის. თუმცა, ყველა თესლს (იდეები – სულიერი თესლი) აღმოცენებამდე ინკუბაციის პერიოდი აქვს, ანუ, განსაზღვრული დროა საჭირო, სანამ ის ფიზიკურ სამყაროში გამოჩნდება. ამიტომ, მოიკრიბეთ გონება და ირწმუნეთ, რომ მიზნები თავის დროზე აუცილებლად რეალიზდება.

скачать dle 11.3