კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№3 ხე იტყვის სიმართლეს

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ყურადღებით დააკვირდით ფოტოზე ხეებს. ამოირჩიეთ მათ შორის ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. დაიმახსოვრეთ  და ნახეთ რას ამბობს ის თქვენს პიროვნებაზე.
                                              პასუხები:
1. ამ ხეს ირჩევენ ძლიერი, მამაცი და პრინციპული ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან რა ან  ვინ სურთ  ცხოვრებაში. სულის სიღრმეში კი ძალიან რომანტიკულები არიან. ასე რომ, თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში, დაჟინებული, გონიერი და ამტანი ბრძანდებით, თუმცა, გიჭირთ  შეგუება სიახლეებთან.
  რაც შეეხება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობას, საკმაოდ მოხერხებული ბრძანდებით, სწორედ ამის წყალობით ახერხებთ ურთიერთობების გამოსწორებას და გაუმჯობესებას. ინიციატივის აღება თავადაც შეგიძლიათ. ოჯახში სანდო, საიმედო და კრეატიული იქნებით. პარტნიორადაც მკვეთრად გამოხატული პიროვნული თვისებების მქონე, ქარიზმატული ადამიანი შეგეფერებათ, განვითარების დიდი პოტენციალით.   
2. არაფრად აგდებთ სხვების აზრს, არ გყავთ ავტორიტეტები და მხოლოდ საკუთარი პრინციპებით ცხოვრობთ. გაქვთ თქვენი ცხოვრებისეული გზა, რომელსაც არასდროს ღალატობთ. ანგარიშიანი, მშვიდი და ძალიან აქტიური  ხართ.  საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში ცდილობთ, შეიმუშაოთ ურთიერთობის განვითარების გარკვეული გეგმა. სიყვარულმა შესაძლოა, სულ სხვა ადამიანად გაქციოთ.
გვერდით ძლიერი და ორგანიზებული პიროვნება გჭირდებათ, რომელიც თქვენი წამოწყებების ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებათ.
 3.  ძალიან სათუთი და რბილი ქმნილება ხართ, ნამდვილი ესთეტი და გამოუსწორებელი რომანტიკოსი. გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად იღებთ. თანდაყოლილი დიპლომატიის წყალობით, ბასრი კუთხეების დაბლაგვებას ცდილობთ და კომპრომისზეც ხშირად მიდიხართ.
გჭირდებათ ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობით.
4. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც მუდმივად წესრიგისა და სამართლიანობისკენ ისწრაფვის. არ გიყვართ კონფლიქტები და მაქსიმალურად ცდილობთ მათ თავიდან არიდებას. გიყვართ ყველაფერი ახალი და უჩვეულო.
 პარტნიორულ ურთიერთობებში შეგეფერებათ ნებისმიერი ტიპაჟი, რადგან ყველა ადამიანისგან შეგიძლიათ გამოძერწოთ ის, რაც გსურთ.   
5. ძალიან ემოციური და ექსპრესიული პიროვნება ხართ.   ურთიერთობაში  თვითგამოხატვისკენ ისწრაფვით, რადგან ყურადღების მიქცევა გიყვართ.
გვერდით მშვიდი, დახვეწილი ფსიქიკის ადამიანი გჭირდებათ, უკონფლიქტო და დაძაბული სიტუაციების განმუხტვის ნიჭის მქონე.

скачать dle 11.3