კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 რატომ უნდა მოერიდოთ ზამთარში პარფიუმის შემცველი პროდუქციის გამოყენებას

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ტემპერატურის კლებასა და ზამთრის სიცივესთან ერთად, კანთან დაკავშირებული პრობლემები იწყება – კანის გამოშრობა, აქერცვლა, დასკდომა, სიწითლე, გამონაყარი და ასე შემდეგ. მშრალი ჰაერი და დაბალი ტემპერატურა ეპიდერმისის, ანუ კანის ზედა ფენის გამოშრობას იწვევს, რაც შემდგომში აკნეს წარმოშობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სახის კანი მუდმივად დაიტენიანოთ. გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვა დამატენიანებლები სჭირდება.
  ეცადეთ, არ გამოიყენოთ პარფიუმის შემცველი პროდუქცია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, რადგან ამან შესაძლოა, მისი გაღიზიანება გამოიწვიოს. ასევე,  არ დაიტანოთ სახეზე მჟავის შემცველი პროდუქტი. რეკომენდებული არ არის თხილის ექსტრაქტის მქონე საშუალების, სპირტისა და უხარისხო ტონიკის გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ პროდუქციას მაინც იყენებთ, ეცადეთ, რომ სახის კარგი დამატენიანებელი შეარჩიოთ, რომ მათი მავნე ზემოქმედების კომპენსირება მოხდეს. პროდუქტი, რომელსაც შეარჩევთ, უმჯობესია, ერთი პრობლემის მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული, რადგან მისმა მრავალფეროვანმა შემცველობამ, შესაძლოა, კანზე სხვა პრობლემები გამოიწვიოს.  ეფექტურობით გამოირჩევა დამატენიანებლები, რომელთა შემცველობაშიც ბოსტნეულის ექსტრაქტი, მაღალი ხარისხის გლიცერინი და თხილის კარაქია, ასევე, მწვანე ჩაი, რომელიც სავსეა ანტიოქსიდანტებით და კანისთვის საუკეთესო შედეგს იძლევა.
  აქვე გასწავლით მარტივ წესებს, როგორ მოუაროთ კანს, რომ არ გამოშრეს და მუდმივდა ფორმაში იყოს:
* ზაფხულისგან განსხვავებით, ცივ ზამთარში წყალი სულ უფრო ნაკლებად გვინდება, რაც ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კანის სიჯანსაღისთვის ორგანიზმს ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის წყალი სჭირდება;
* სიცივეში ბევრი სახეს ცხელი წყლით იბანს და ეს არასწორია, ამით შესაძლოა, სახიდან ზედმეტად ბევრი ცხიმი ჩამოირეცხოთ, უმჯობესი იქნება, თუ ზამთარში სახესა და ხელებს ყოველთვის თბილი წყლით დაიბანთ;
* ზამთარში რომ კანის გაღიზიანებას არ შეუწყოთ ხელი და გამონაყარი არ გქონდეთ, რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ პარფიუმერი;
* სასურველია, რომ თქვენი კანი ხშირად გაანებივროთ თქვენივე ხელით დამზადებული ბუნებრივი ნიღბებით.
ანთებითი პროცესებისა და ფერისმჭამელების წინააღმდეგ გამწმენდი ნიღბის სახით გამოიყენეთ ორი სუფრის კოვზ თაფლში გახსნილი 50 მილილიტრი გვირილის ნაყენი. ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. ოცი წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ. მშრალი კანისთვის – 30 გრამი ხორბლის ფქვილი, 50 გრამი თაფლი და 20 გრამი წყალი კარგად აურიეთ. მარილის ტამპონით დაიდეთ სახეზე, 15-20 წუთის შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ. ცხიმიანი კანისთვის – ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მარლის ტამპონით სახეზე წაისვით და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კარგია შემდეგნაირად მომზადებული ნიღაბი: შავი პურის გული დაალბეთ 30 მილილიტრ ცხელ რძეში, დასრისეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. სახის მშრალ ადგილებზე წაისვით მკვებავი კრემი, შემდეგ მთელ სახეზე დაიდეთ ნიღაბი და 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი ხაჭო და ერთი ჩაის კოვზი კეფირი ან რძე ერთმანეთში აურიეთ. სახეზე 30 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ – ასეთი ნიღაბი კარგია მოდუნებული, დანაოჭებული, მშრალი და მოყვითალო ფერის კანისათვის. ეს ნიღაბი კი კვებავს და ათეთრებს კანს: სამი ჩაის კოვზი ხაჭო ერთ ჩაის კოვზ თაფლში აურიეთ და სახეზე დაიდეთ. 20-25 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
скачать dle 11.3