კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 17 მაისს, დილის 6 საათიდან 7-ის ნახევრამდე. რომელი სფეროებია მისთვის წარმატებული? სასურველია თუ არა სოციალურ სფეროში ძალების მოსინჯვა  და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?
პასუხი: პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი – თეატრალური სფერო, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო ბიზნესი, სამასაჟო საქმე, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია. ასევე, ანტიკვარიატთან და სალომბარდო სფეროებთან ურთიერთობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინო, ლატარია, რესტორნები; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, მშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო; სოციოლოგია მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ამ სფეროში მას მოუწევს ბარიერების, წინააღმდეგობების გადალახვა შეუპოვრობით, შრომის გამოვლენით, მოთმინებითა და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში წარმატების შანსი არ არის. მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეებია მოსალოდნელი.
კითხვა: დავიბადე 2001 წლის 24 ივლისს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი სამომავლოდ?
პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, იურისპრუდენცია, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო საქმე ან ბიზნესი, სოციოლოგია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე.
скачать dle 11.3