კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 გამოთვალეთ 2020 წლის თქვენი ნუმეროლოგიური კოდი და გაიგეთ რას გპირდებათ ვირთხის წელიწადი

  წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი ადამიანს მთელი წლის განმავლობაში ეხმარება მთავარი მიზნების განხორციელებაში. ნუმეროლოგიური კოდის მისაღებად წლის ყველა ციფრი უნდა შეჯამდეს – 2020 იქნება: 2+0+2+0=4. ესე იგი, მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადის მთავარი ციფრი 4-ია. თქვენი პირადი ციფრის მისაღებად კი, შეკრიბეთ დაბადების წლის, თვისა და დღის ციფრები და დაიყვანეთ ის ერთნიშნა ციფრამდე. მაგალითად: თუ დაიბადეთ 1974 წლის 15 მარტს, შეკრიბეთ დაბადების თარიღი 1+9+7+4+1+5+0+3=30. 3+0=3. ანუ თქვენი პირადი ციფრი 3-ია. პირად ციფრს (3) მიუმატეთ წლის ციფრი (4)  და მიღებული ციფრი (7) თქვენი ამ წლის ნუმეროლოგიური კოდია.
ქვემოთ კი ნახეთ რა გელით ნუმეროლოგიური პროგნოზით მეტალის თეთრი ვირთხის წელში:
  1 – მნიშვნელოვანი ცვლილებები და საინტერესო მოვლენები გელით. პირად ცხოვრებაში არ მოიწყენთ. ზოგჯერ თავადვე იქნებით ცვლილებების ინიციატორი. მეტი მიზანდასახულობა და ინიციატივა გამოავლინეთ სამსახურში. აკონტროლეთ ემოცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს თავს ვერ დააღწევთ.
  2 – 2020 წელი სიმშვიდესა და დადებით ემოციებს გპირდებათ. შეძლებთ, მშვიდად გაჰყვეთ ცხოვრების დინებას. ნუ მოითმენთ უსამართლობას თქვენ მიმართ, რადგან ეს ხელს შეგიშლით წარმატების მიღწევაში. ასეთი სიტუაციები თუ არ მოაგვარეთ, სულიერ წონასწორობას დაგირღვევთ და უკან დაგხევთ.
  3 – ბევრი უნდა იმუშაოთ, რათა შეინარჩუნოთ ის სიმაღლე, რასაც მიაღწიეთ. მეტალის თეთრი ვირთხა შანსს მოგცემთ, რომ გააფართოოთ ბიზნესი. პირად ცხოვრებაში ცუდი არაფერი გელით, მთავარია, საყვარელ ადამიანებს იმაზე მეტი არ მოსთხოვოთ, ვიდრე მოცემა შეუძლიათ.
  4 – 2020 წელს აუცილებელია, რომ შრომა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსოთ. ამ წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი წარმატებას გპირდებათ ყველა იმ საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. კარგი წელია თვითრეალიზაციისთვის, დასახული მიზნების მიღწევისთვის, მნიშვნელოვანი გარიგებებისთვის. მთავარია, სწორად გათვალოთ თქვენი ძალები.
  5 – მარტო ყველა საქმეს ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ გვერდით დაიყენეთ საიმედო და გამოცდილი ადამიანები. მეტალის თეთრი ვირთხის წელში ყველაზე თამამი იდეები უნდა განახორციელოთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ ფინანსებისადმი. ინვესტიცია და წარმატებულ პროექტებში ფულის დაბანდება სარგებელს მოგიტანთ. მარტოხელებს კი შანსი მოგეცემათ მოიწყოთ პირადი ცხოვრება და იპოვოთ პარტნიორი ხანგრძლივი და ბედნიერი კავშირისთვის.
  6 – 2020 წელი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოთ. არ არის გამორიცხული, ჰობი შემოსავლის წყაროდ იქცეს. მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. სიმშვიდით და სასიამოვნო მომენტებით აღსავსე წელი იქნება, თუმცა გლობალურ ცვლილებებს ნუ ელით.
  7 – ნუმეროლოგიური პროგნოზი მოვლენებით დატვირთულ, დინამიკურ 12 თვეს გპირდებათ. აჩქარება და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად არ გარგებთ. ეს წელი განვითარების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას მოგცემთ. ეცადეთ, თამამად გამოავლინოთ გრძნობები საყვარელი ადამიანის მიმართ.
  8 – თქვენი ნუმეროლოგიური პროგნოზით მშვიდი წელი გექნებათ. მთავარია, თავად შეანელოთ ტემპი, გამონახოთ დრო დასვენებისთვის, ძალების დაზოგვისთვის. თუმცა ეცადეთ, საქმეს ყურადღება არ მოაკლოთ, რადგან მეტალის თეთრი ვირთხა კარიერაში დაწინაურებას გპირდებათ. მეტი დრო გაატარეთ ახლობლების გვერდით, მათ პრობლემებზე კი თვალს ნუ დახუჭავთ.
  9 – 2020 წელიწადი საქმეებით დატვირთულ წელს გპირდებათ. წარმატების გზაზე უამრავი წინააღმდეგობა გადაგეღობებათ, მაგრამ მათ ფრთხილად და დაკვირვებულად გადალახავთ. კონცენტრაცია მოახდინეთ, კონკრეტულ საკითხებზე. ახალ წამოწყებებში კი, ახლობლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.
скачать dle 11.3