კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ ემზადებოდა ბერია მომავალი დიდი ომისთვის ჰიტლერთან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას მრავალფეროვან საქმიანობას შორის გამორჩეული ადგილი, რა თქმა უნდა, უშიშროების დარგს უჭირავს, რომელშიც მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ისტორიკოსი პავლე ბორშჩოვი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების სამსახურს რუსეთში დიდი ხნის ისტორია ჰქონდა და, შესაბამისად, გამოცდილებაც დაუგროვდათ, ლავრენტი ბერიას თავკაცობით ეს უწყება ისე გაძლიერდა, რომ მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავდა. ლავრენტი პავლოვიჩმა საბჭოთა უშიშროებაში ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიები დანერგა, რომლებმაც არნახული ეფექტი მოიტანეს და უდიდესი წარმატებით წყვეტდნენ ყველა დასახულ ამოცანას. ამოცანები კი გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან საბჭოთა უშიშროებას ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ჰქონდა. ყველაფერი მომავალი დიდი ომისთვის კეთდებოდა, ხოლო ომი რომ გარდაუვალი იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჰიტლერთან ომი გარდაუვალი რომ იყო, სტალინმა კარგად იცოდა და ინტენსიურადაც ემზადებოდა საამისოდ. ბერიას შესაძლებლობებში კი ეჭვი არ ეპარებოდა და სწორედ ამიტომ დანიშნა საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელად. სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ბერია გაასმაგებული ძალით აამუშავებდა ამ სისტემას. უშიშროების უწყება კი სამხედრო სამსახურთან ერთად მომავალ დიდ ომში მთავარ დასაყრდენ ძალად მიაჩნდა და აბსოლუტურად მართალიც იყო...“
  ბერიამ სრულიად გაამართლა საბჭოთა ბელადის ნდობა. მან (ბერიამ) არა მარტო უმძლავრესი უშიშროების სამსახური, დაზვერვა და კონტრდაზვერვა შექმნა, არამედ დიდი ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედების კარგად დამუშავებული სცენარებიც მოამზადა და მათი განხორციელებისთვის მზადებას მიჰყო ხელი. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსნებდა: „ბერია ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე თითქმის სამი წლით ადრე ვარაუდობდა, რომ შესაძლებელი იყო ფაშისტების ღრმა ოკუპაცია ჩვენს ტერიტორიაზე და ამისთვის სერიოზულად ამზადებდა ჩვენს უწყებას. დასახული მიზანი კი შემდგომ დიდი წარმატებითაც განვახორციელეთ. ბერიას იდეა იყო, ეგრეთ წოდებული, „სახალხო შურისმაძიებლების“ მოძრაობის დამკვიდრება. რა თქმა უნდა, უშიშროების კურატორობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც რბილად რომ ვთქვათ, დააფრთხობდა ოკუპანტებს და ეს ასეც მოხდა. ჯერ კიდევ 1939 წლის დასაწყისში ბერიას საიდუმლო ბრძანებით, „ენკავედეში“ ჩამოყალიბდა მკვლელ დივერსანტთა სკოლა. იქ ასწავლიდნენ ადამიანების ლიკვიდაციის სხვადასხვა მეთოდს, ასევე, შემთხვევის ადგილიდან თავის დაღწევის ხერხებს. ამ სკოლის აღზრდილების მიზანი იყო საბჭოეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბობოლა ოკუპანტების ლიკვიდაცია. ამ სკოლის აღსაზრდელი იყო საბჭოთა კავშირის გმირი ნიკოლაი კუზნეცოვი. ის დასავლეთ უკრაინაში პაულ ზიბერტის სახელით მოღვაწეობდა. თავისი მოქმედებით შიშის ზარს სცემდა ფაშისტებს და არა ერთი ფაშისტი სისხლისმსმელი ფუნქციონერი გაისტუმრა სახლში...“
  ნიკოლაი კუზნეცოვის საქმეები გახმაურდა. მისნაირი ლიკვიდატორი ბერიას ბრძანებით, ათასობით მომზადდა „ენკავედეში“ და 1939 წლიდან მოყოლებული, მთელი ომის განმავლობაში და მას მერეც (ბერიას მკვლელობის შემდეგაც) ისინი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ წარმატებით იშორებდნენ თავიდან  სახელმწიფოსთვის არასასურველ პირებს და ბელადის (სტალინის) მოძულე სუბიექტებს. საკმარისია გავიხსენოთ ლევ ტროცკის ლიკვიდაცია, რომელიც 1940 წელს ბერიას მიერ ძალიან ეშმაკურად და ჭკვიანურად დაგეგმილი ოპერაციის შედეგად განხორციელდა. საგულისხმო ოპერაცია იყო სტეპან ბანდერას ლიკვიდაციაც, რომელიც მართალია, ბერიას სიკვდილის შემდეგ განხორციელდა, მაგრამ ბერიას მიერ შემუშავებული სისტემით აღზრდილმა ადამიანმა, ბოგდან სტაშინსკიმ განახორციელა...
  ეგრეთ წოდებული, „ლიკვიდატორების ინსტიტუტი“ ბერიამდეც არსებობდა და საკმაოდ დიდი ხნით ადრე ეგვიპტეში, იტალიასა და სხვა ქვეყნებშიც. თუმცა, ლავრენტი პავლოვიჩმა ამ ინსტიტუტს ახალი სული შთაბერა, მასში ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები შეიტანა და ქვეყნის მტრის წინააღმდეგ უსასტიკეს და უსაშინლეს მანქანად გადააქცია. ეს სტრუქტურა დღემდე წარმატებით მოქმედებს. რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია, თუმცა, ცალკეული ინფორმაცია იქიდან მაინც ჟონავს.  მათი ანალიზის შედეგად კი სრულიად ადვილად დგინდება, თუ რა მონსტრი შექმნა ბერიას „ბოროტმა გენიამ“.
  სტეპან ბანდერას ლიკვიდატორი დასავლეთ გერმანიაში გაქცეული ბოგდან სტაშინსკი წერს: „სპეცსკოლაში 1951 წელს 20 წლის ასაკში მოვხვდი და ერთი წლის განმავლობაში მკვლელობის მეთოდების შესასწავლი კურსი გავიარე. ჩემი მიმართულება იყო სპეციალური საშუალებებით ლიკვიდაცია (მოგვიანებით, სწორედ, შხამიანი აეროზოლის გამოყენებით მოკლა სტაშინსკიმ ბანდერა), თუმცა იქ სწავლობდნენ, ეგრეთ წოდებული, „კამიკაძეებიც“. ისინი სულ სხვა „ჩამოსხმის“ ადამიანები იყვნენ. მათ განსაკუთრებულად, ფსიქიკურ-იდეოლოგიურად ამუშავებდნენ, ისე, რომ კურსის დასრულების შემდეგ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად იყვნენ მზად. სპეცსკოლა ციმბირში, ირკუტსკის მახლობლად მდებარეობდა. მიუხედავად ასეთი სიშორისა, ჩვენი საქმიანობის შესამოწმებლად ბერია საკმაოდ ხშირად ჩამოდიოდა. მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ის ყველაფერს პირადად აკონტროლებდა და გაუთვალისწინებელს ერთ დეტალსაც არ ტოვებდა. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, რომ პოლიტბიუროს წევრი ლავრენტი ბერია ინსპექტირებას ახორციელებდა ისეთ უწყებაში, რომელიც თავზეხელაღებული ლიკვიდატორების აღზრდით იყო დაკავებული, მით უმეტეს, რომ ეს ქვედანაყოფი პირადად ბერიას „პირმშო“ იყო და საბჭოთა „ჟანდარმერიის მარშალი“ მას წარმატებით იყენებდა, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პრობლემების გადასაწყვეტად... საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ლიკვიდატორთა ინსტიტუტის პირველი გამოშვება, გენერალ პავლე სუდოპლატოვთან ერთად, ბერიას მკვლელობისთანავე ციხეებში გამოამწყვდიეს. ამას კი ის ახსნა აქვს, რომ ხრუშჩოვს აშკარად შეეშინდა ბერიას ერთგული „ასასინების“ (ლიკვიდატორების) შურისძიების.“

скачать dle 11.3