კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 პაროდონტიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პაროდონტიტი ღრძილების ანთებაა. საწყისი სტადია თითქმის უსიმპტომოა, დაავადება შესამჩნევი ხდება საკმაოდ გვიან. ძირითადი ნიშნებია კბილების მორყევა, ღრძილებიდან სისხლდენა და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი, კბილების მდებარეობის ცვლილება, მათ შორის ცარიელი ადგილების გაჩენა, კბილების დაჩირქება. ჩამოთვლილ ნიშნებთან ერთად კბილის ტკივილი და აბსცესი პროცესის პროგრესირებაზე მეტყველებს. ჯანმრთელი ღრძილი ბაცი ვარდისფერია და კბილების ხეხვისას სისხლი არ სდის (ცხადია, თუ კარგი ჯაგრისით სწორად ვიხეხავთ), ანთებისას კი მუქი წითელი ფერისა ხდება და ჯაგრისის მცირე შეხებაც კი საკმარისია, რომ სისხლი წამოვიდეს.
  განვითარების სტადიის მიხედვით, დაავადება სხვადასხვანაირად ვლინდება. პირველი ნიშანი სისხლდენაა. ამ სტადიაში პროცესი არც ისე რთულია და შექცევადია, რადგან ანთება ღრმად არ არის გავრცელებული, ღეჭვითი წნევა ჩვეულებრივ ნაწილდება კბილთა რიგზე და არც პაროდონტის ქსოვილებია გადატვირთული. ამ სტადიაში პაციენტი უჩივის ტკივილის შეგრძნებას რამდენიმე კბილის არეში, ღრძილები შეშუპებული და შეწითლებული აქვს. მკურნალობის გარეშე პროცესი ღრმავდება. წარმოიქმნება პაროდონტული ჯიბე, რომელშიც გროვდება ნადები, წარმოიქმნება ქვები, რომლებიც პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას უწყობს ხელს. ირღვევა პაროდონტული ქსოვილები, ხდება ყბის ძვლის განლევა, რაც იწვევს კბილების მდებარეობის ცვლილებას და მათ შორის სიცარიელეების გაჩენას, კბილის მორყევას, რადგან ისინი ყბაში ძვლოვან საყრდენს კარგავენ. უკანასკნელ სტადიაში კბილის საყრდენი აპარატის სისუსტის გამო ადამიანს სავსებით ჯანსაღი კბილები სცვივა.
დაავადება პოლიეტიოლოგიურია ანუ მას მრავალი მიზეზი აქვს. ესენია:
 არასწორი თანკბილვა, კბილის შეცვლილი ფორმა, პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა, საკვები რაციონის დარღვევა (ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა), ცხელი და მწარე საკვების ხშირი მიღება, საჭმლის განსაზღვრული სტრუქტურა – რბილი საკვები ვერ უზრუნველყოფს კბილების სათანადო წმენდას და ღეჭვისას კბილებზე ნორმალურ დატვირთვას, ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა, პაროდონტიტის განვითარების მიზეზად იქცეს; ნეგატიური ეკოლოგიური გარემო, სტრესი, თამბაქოს მოხმარება, დიდი რაოდენობით ანტიბაქტერიული და სტეროიდული პრეპარატების მიღება, ქრონიკული დაავადებები.
პაროდონტიტის მკურნალობა კომპლექსურია და ითვალისწინებს როგორც ზოგად, ისე ადგილობრივ ღონისძიებებს. მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურად – დაავადების სტადიიდან გამომდინარე, გართულების ხასიათისა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით შეირჩევა. პაროდონტიტის ადგილობრივი მკურნალობა ითვალისწინებს სიმპტომური გინგივიტის მკურნალობას, პაროდონტული ჯიბეების გაჩენის აღკვეთას, ალვეოლური მორჩის ანთების ლიკვიდაციას.
არ უნდა დაგავიწყდეთ კბილების გამოწმენდა დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. გარდა ჯაგრისისა, გამოიყენეთ ჯაგრულა (სპეციალური პატარა ჯაგრისი) და ფლოსი (კბილის ძაფი), რადგან კბილის ჯაგრისით ყოველთვის ვერ ხერხდება კბილებს შორის არსებული კონტაქტების გამოსუფთავება. დღეში ერთხელ ან ორჯერ მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მაგარი საკვები - სტაფილო, კომბოსტო, ვაშლი.

скачать dle 11.3