კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 როგორ ვებრძოლოთ სულის სიმძიმეს

  ადამიანში განირჩევა სული და სამშვინველი. სული ატარებს ღვთაების გრძნობას – სინდისსა და დაუკმაყოფილებლობას. ეს არის ის ძალა, რომელიც შთაბერილი იყო ადამიანში მისი შექმნის დროს. საშმვინველი უმდაბლესი ძალაა, ანუ ნაწილი იმავე ძალისა. მისი დანიშნულებაა მიწიერი ცხოვრების საქმეთა მართვა-გამგეობა. ის ენათესავება პირუტყვთა სამშვინველს, მაგრამ ამაღლებულია სულთან შეერთების გამო. ღმრთისგან შთაბერილმა სულმა, შეუერთდა რა პირუტყვთა სამშვინველს, აღამაღლა იგი ადამიანის სამშვინველის საფეხურამდე და ადამიანი გახდა ორბუნებოვანი. ერთი ზემოთ ეწევა, მეორე – ქვემოთ. როდესაც ადამიანი თავის წესს იცავს, მაშინ ის ცხოვრობს სულით, ესე იგი, ღმერთის შიშით მოქმედებს, სინდისს ყურს უგდებს და სიმაღლეს ეძიებს. ხოლო, როცა ემორჩილება ქვენას, ანუ სამშვინველის მისწრაფებებს, მაშინ უარს ამბობს თავის წესზე და ცდილობს, ქმნილებათა შორის იპოვოს ის, რაც სულს სურს. ამას ვერ აღწევს და ამის გამო იტანჯება და წუხს სული. ამ შემთხვევაში პატიმარივით ბორკილებით შეკრული, ემსახურება ბარბაროსებს – ვნებიან გულისთქმებს. თვითონ ვერ კმაყოფილდება და ვნებებსაც დაუკმაყოფილებელს ხდის, რადგან მათ ეს ზღვარი გასაქანს აძლევს. რის გამოა, რომ ცხოველურ მოთხოვნილებებს ცხოველებში თავისი ნორმა აქვს, ხოლო ადამიანში, როდესაც ის გრძნობებს ემორჩილება, გრძნობისმიერ მოთხოვნილებებს საზღვარი და ზომა არ გააჩნიათ! ამ უზომოებას ანიჭებს მათ სული, რომელიც ტყვედ არის ჩავარდნილი მათთან, თავად კი ამ უზომოებით ცდილობს, მოიკლას წყურვილი უსაზღვროსი, რომლის ხატადაც არის შექმნილი და რომელშიც, ერთადერთში, არის მისი სიკეთე.
  რის შესახებაც უნდა დაიწყოთ მსჯელობა, ყოველთვის იმ აზრამდე მიხვალთ, რომ ადამიანი ფლობს სულს, რომლის ჭეშმარიტი ცხოვრება არის ღმერთში. მხოლოდ იქ პოულობს ის სიმშვიდეს, იქ არის მისი სამოთხე და აღთქმის ქვეყანა.
  როგორ ვებრძოლოთ სულის სიმძიმეს? – „სული დამძიმებული“ – ასეთია ჩვენი ხვედრი მიწაზე, ხან კარგი ამინდია, ხან ავდარი, ხან მზეა, ხან მოღრუბლული ცა. ამის შეცვლა ან გაუქმება არავის ძალუძს. ჩვენი საქმეა – მხოლოდ ვისარგებლოთ ერთითაც და მეორითაც სულის ცხოვნებისთვის. ერთი დავითმინოთ და გული შევიმუსროთ, მეორეთი კი ნუგეში ვიცეთ მადლობით, მხოლოდ თავდავიწყებას ნუ მივეცემით.
скачать dle 11.3