კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№3 სიყვარული ყველაფრის გარეშე

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  სიყვარული ყველაფრის გარეშე – ნამდვილი, უბრალო და წრფელი,  მართლაც რომ, მილიონში ერთია. წლების შემდეგ, როცა ცხოვრება მძაფრ შეგრძნებებს ანელებს, ქორწინება მიჩვევაში გადადის. ლტოლვა და ვნება უფერულდება, უარეს შემთხვევაში; მამაკაცები ახალგაზრდა საყვარლებს იჩენენ, ქალებს კი ცოლის სტანდარტული ფუნქცია რჩებათ –  სამზარეულო და შვილები.
  ასე რომ არ მოხდეს, თქვენ უნდა შეცვალოთ  რეალობა. ამაზე  ზრუნვა კი დღეიდან და ამ წუთიდან დაიწყეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რომ საყვარელმა მეუღლემ  სხვისკენ არ გაიხედოს. ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ საკუთარ თავს მაინც აღარ დაადანაშაულებთ.
  * ქალი, რომელიც თავს არ უვლის, ადვილად მოსაბეზრებელი ხდება. სიყვარულიც გაქრება, თუკი ერთ დღესაც ქმარი შემოგხედავთ და თქვენში ვეღარ დაინახავს მოწესრიგებულ, მოვლილ ქალს,  რომელიც გათხოვებამდე მისთვის ყოველ ნახვაზე იპრანჭებოდა. იმედი გაუცრუვდება და გულიც აუცრუვდება. მერე მისი ყურადღების არეალში ვეღარ მოექცევით. ეს კაცებს ნამდვილად არ მოსწონთ. მოწესრიგდით და დახვდით ისეთი, რომ დილით თქვენი დანახვა მისთვის სასიამოვნო იყოს. სულაც არ უნდა ამას დიდი დრო და ბევრი ფული.
  * იზრუნეთ ქმრის პატარ-პატარა სიხარულებზე. ყოფითი წვრილმანებიც არ გამოგეპაროთ. არ უნდა სჭირდებოდეს იმის თქმა, რომ შია. თქვენ ჰკითხეთ: გშია? რამე მოგიმზადო? რამე ხომ არ გინდა? – ამით ძალიან გაახარებთ.

  * რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სექსი და არავითარი კომპლექსები. ერთ პოზაში სექსი აუცილებლად მიიყვანს თქვენს ქმარს საყვარლამდე, ასე რომ, მეტი სითამამე, მხოლოდ  დადებითად წაადგება თქვენს ურთიერთობას.
  * იყავით  ფორმაში. არ გეგონოთ, რომ ქორწინებით ის უკვე თქვენია. ქვეცნობიერად ყველა კაცს უხარია, როცა მისი ცოლი ლამაზად გამოიყურება და სხვებიც ამას ამჩნევენ. ყველა კაცი რაღაც დოზით ეგოისტია. ასე რომ, რამდენიც  უნდა იწუწუნოს ფულზე, მაინც სიამოვნებით დახარჯავს თქვენი გარდერობისთვის.
  * დაიცავით ოქროს შუალედი გადაპრანჭულ თოჯინასა და ჭკვიან ქალს შორის. მამაკაცებს არ უყვართ მასზე ჭკვიანი ქალები. თუმცა, არც ძალიან დაბალი დონის ხიბლავთ, ისეთები, ხალხში   რომ  შეარცხვენენ. მართეთ ისე, რომ ამას  თვითონაც ვერ მიხვდეს.

რამდენჯერ შეიძლება,
 შეგიყვარდეს

  რამდენჯერ შეიძლება, გეწვიოს სიყვარული და მერამდენე ცდაზე  შეხვდებით ნამდვილ სიყვარულს? არსებობს ახალი კვლევა, რომლის მიხედვით, თურმე, ყოველ ადამიანს, საშუალოდ, სამჯერ უყვარდება და სწორედ ბოლო სიყვარულისას აღწევს ურთიერთობებში ჰარმონიას. მაგრამ ეს ყველაზე არ ვრცელდება, რადგან ინდვიდუალური არსებაა. თუმცა, თეორია უდავოდ საინტერესოა, ყოველ შემთხვევაში, მისი ცოდნა ნამდვილად ღირს.
  ევროპაში ჩატარებული კვლევაში 37 წლის 3 000  ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. ფსიქოლოგებმა გააანალიზეს წყვილების სასიყვარულო ჩვევები. გაირკვა, რომ ყოველ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში, მაქსიმუმ, ხუთჯერ შეუძლია, მეწყვილე იპოვოს, თუმცა ნამდვილი სიყვარული მხოლოდ სამჯერ გამოსცადოს.
  პირველ ჯერზე სიყვარული მოზარდობის ასაკში მოდის, როცა ჩვენი გრძნობების ობიექტს მაქსიმალურად ვაიდეალებთ. ამ დროს  გვეჩვენება, რომ ამ ურთიერთობას ზღაპრული მომავალი ექნება. თუმცა მკაცრი რეალობა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. დროთა განმავლობაში წყვილი ცხოვრებისეულ გამოცდებს ვერ უძლებს და ერთმანეთს შორდება.
  ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მეორე სიყვარული – ეს არის გაქცევა პირველი ურთიერთობებისგან. ის ყოველთვის ისე ჩნდება, როგორც აუცილებლობა. პირველი სიყვარულით გატეხილი გული სიმშვიდეს  ეძებს, რომელშიც ძველის ტკივილებს დაივიწყებს და საკუთარ თავს ხელახლა იპოვის. ყველაზე ხშირად ასეთი ურთიერთობები ერთი პარტნიორისთვის ეგოისტურ მოტივებზეა აწყობილი, რადგან მას ახალი სიყვარული მხოლოდ დროებით თავშესაფრად სჭირდება. ამიტომ ასეთი ურთიერთობები კრახისთვის არის განწირული.
  ორი რომანტიკული ისტორიის შემდეგ, ადამიანს, რომელიც სიყვარულში, პრაქტიკულად, იმედგაცრუებულია, ნამდვილი ურთიერთობები და სიყვარული ეწვევა ხოლმე. სწორედ, ეს სიყვარულია ბალანსის ნამდვილი წერტილი, როცა ორივე პარტნიორი ერთმანეთისადმი გულწრფელ, სულიერ სიახლოვეს განიცდის და მზადაა სიყვარულისთვის.
  გაირკვა, რომ თუ პირველი ორი სიყვარულისას არ ვართ მზად, პარტნიორთან და საკუთარ თავთან გულახდილები ვიყოთ, ურთიერთობებს ვაიდეალებთ და ვცდილობთ, „მარადიული სიყვარული“  ვითამაშოთ, მესამე სიყვარული ნამდვილი ადამიანური, ფასეული ურთიერთობების განსახიერებაა, რადგან ჩნდება გულწრფელი მონდომება, კიდევ უფრო უკეთესები ვიყოთ იმ ადამიანის გვერდით, ვინც გვაბედნიერებს და ვისაც ესმის ჩვენი.

скачать dle 11.3