კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 არის თუ არა მამაკაცი სიცრუისკენ მიდრეკილი და რატომ არ უნდა ვილაპარაკოთ ძლიერი სქესის ღალატზე სერიოზულად

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ღალატი მუდმივად რჩება მეტად აქტუალურ თემად. არაერთი გამოკითხვაც ადასტურების იმას, რომ ოჯახები, ძირითადად, სწორედ, ღალატის მიზეზით ინგრევა. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს ერთგულება? იქნებ ღალატი ადამიანის ხასიათში დევს. ან იქნებ, მხოლოდ ფიზიოლოგიის გავლენით ღალატობს პარტნიორს, რომელთან ურთიერთობაც მისთვის  ღირებულია?! – ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. არის მოსაზრებაც, რომ ხშირად პარტნიორებს მათზე მატერიალურად დამოკიდებული ადამიანები ღალატობენ.  
  ნინი (35 წლის): ლამის უკვე ექსპერტად ჩამოვყალიბდე და ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი სიცრუისკენ არის მიდრეკილი. ყოველ შემთხვევაში, მამაკაცებზე ეს ზედგამოჭრილია. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს  მამაკაცის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. არავინ შემეკამათება, რომ ამ მხრივ, პარტნიორზე ეკონომიკურად დამოკიდებული მამაკაცები უფრო აქტიურები არიან.
– არის ასეთი სტატისტიკა, რომ პარტნიორებს მათ კისერზე მყოფი ქალების 5 პროცენტი და მამაკაცების 15 პროცენტი ღალატობს. ანუ, ცოლის ხარჯზე მყოფი მამაკაცები საკმაოდ ხშირად ხდებიან მოღალატეები.
– შეიძლება. თუმცა, მე არასოდეს მესმოდა იმ ქალების, რომლებიც უზნეო, მუქთამჭამელ მამაკაცებს ინახავენ საკუთარი შემოსავლებით.  მამაკაცი მარჩენალი უნდა იყოს. მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, ქალის აზრი ფეხებზე დაიკიდოს. ღირსეული მამაკაცები ამას არ აკეთებენ. მაგრამ მე პირადად, ასეთი მამაკაცი არ შემხვედრია. არც ჩემი ქმარია ასეთი. რაც შეეხება, თქვენს ნათქვამს, რომ სწორედ ის მამაკაცები ღალატობენ, ვისაც  ცოლები ინახავენო. მე მგონია, რომ  ასეთ ტიპებს კომპლექსები  უჩნდებათ. ღალატით კი ისინი საკუთარი „მამაკაცურობის“ დამტკიცებასა და მარჩენალი-მეუღლის დასჯას ცდილობენ. თუმცა, ეს ჩემთვის აუხსნელი რამაა. რაც შეეხება ჩემს ქმარს,  მასთან  სხვა პრობლემა  მაქვს. რადგან მაღალი შემოსავალი გაუჩნდა, მიაჩნია, რომ ყველაფრის უფლება აქვს. ჯერ საყვარელი არ გაუჩენია და „დამამშვიდა“ საყვარელი არ მეყოლება, ჩემი მუდმივი ქალი შენ ხარ, მაგრამ თუ სადმე ვისიამოვნებ, ეს ტრაგედიად არ უნდა აღიქვა. არც ისტერიკა უნდა მომიწყოო. ეს ნორმალურია?
– ფიქრობთ, ეს არის მიზეზი, რომ ურთიერთობა დაასრულოთ?
– ეს არის ის, რაზეც მუდმივად ვფიქრობ. ხომ იცით, რომ ქალებს ყურებით უყვართ. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს მეუბნება, ვდნები და  აგრესიაც მიქრება. მერე რაღაც მომენტში ისევ ვბრაზდები და ასე გრძელდება.
– იცით, რომ გღალატობთ?
– თუ იმას გულისხმობთ, ღალატის ფაქტზე გამოჭერილი მყავს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ  ღალატი სხვადასხვანაირია და ის სულაც არ ნიშნავს პარტნიორებს შორის სიყვარულის არარსებობას. არის  სექსუალური ღალატი (მხოლოდ სექსი, არანაირი რომანტიკა) და მგონი, ჩემი ქმარი ამას ღალატს არ ეძახის. სადღაც გულის სიღრმეში, მეც კი ვეთანხმები ხოლმე – ოღონდ არ ჩამქოლოთ! რომანტიკული ღალატი გაცილებით დამანგრეველია. სხვათა შორის, პირველ კატეგორიას მეცნიერებიც არ მიიჩნევენ ღალატად. ისინი ამბობენ, რომ ერთჯერადი სექსი – იმის ინდიკატორია, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი ღალატი გაყრით არ სრულდებაო. შეიძლება, ნდობა დაიკარგოს, მაგრამ პარტნიორების ღია ურთიერთობისას, წყვილი აბიჯებს ღალატს და ურთიერთობა კვლავ მყარი ხდება, რა თქმა უნდა, მიზეზების გარკვევის შემდეგ – ამაზე საუბარი კი ყოველთვის აუცილებელია. გულში წყენის ჩადება, დაბოღმვა და აგრესიად ამოფრქვევა, კარგს ვერაფერს მოიტანს. კაცის მიერ  დაშვებული შეცდომა ტრაგედიადაც არ უნდა გადააქციო. ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ. მე ამ დასკვნამდე  საკუთარი გამოცდილებით მივედი. ურთიერთობები იწყება და სრულდება. ჩვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები შემოდიან. თუმცა, განშორება საკმაოდ რთული და მტკივნეულია. ჯობია, აქამდე არ მივიდეთ.  ზოგი იმდენად განიცდის, რომ დეპრესიაშიც კი ვარდება და ცხოვრების აზრს კარგავს. დაფიქრება ნამდვილად ღირს – იქნებ  მოვახერხოთ და ერთჯერადი „გაშრიალება“ გულთან ახლოს არ მივიტანოთ.
– ესე იგი, თუ ადამიანი ასეთი მგრძნობიარეა, რომ საყვარელ მამაკაცთან დაშორებას ძალიან მტკივნეულად განიცდის, ალბათ,  ამაზეც უნდა დაფიქრდეს.
– დიახ. მე მაქვს რამდენიმე რჩევა, რომლებიც ქალებს ძალიან  დაეხმარებათ: თუ რაღაც ავბედითი იგრძენით და გული ყელში გაქვთ მობჯენილი, ესე იგი, ამ დროს ბევრი უარყოფითი ემოცია გაქვთ დაგროვილი, რომელიც თითქოს ბურთად გადაიქცა და ნერწვის გადაყლაპვასაც კი გიშლით. ჩაიკეტეთ თქვენს ოთახში და გამოუშვით ის გარეთ – იტირეთ... ტირილს გაატანეთ ტკივილი.  ტირილი ძალიან ეხმარება ადამიანს, გათავისუფლდეს ნეგატივისგან და დამშვიდდეს. ეცადეთ, სხვა რამეზე იფიქროთ და მხოლოდ ამ თემაზე არ ჩაიციკლოთ.  სამყარო მარტო თქვენი მეუღლე არ არის. მაგალითად, ესტუმრეთ მეგობრებს, გაისეირნეთ. უყურეთ კარგ ფილმს. განაახლეთ გარდერობი – ამას  ძალიან  დიდი ეფექტი აქვს. დახარჯეთ ფული და შეიცვალეთ ისე, რომ ქმარი შოკში ჩააგდოთ. თქვენ გარშემო ცვლილებისა და განახლების ფოიერვერკი უნდა იფრქვეოდეს. მე, მაგალითად, ძალიან მეხმარება ვარჯიში, რომელიც არა მარტო ყურადღებას გადაგატანინებთ სხვა რამეზე, არამედ თქვენს ორგანიზმსაც წაადგება. ისეთ მაგარ ტონუსში იქნებით, ძალიან მოგეწონებათ.  შეგიძლიათ, ივარჯიშოთ სახლში. აუცილებელი არ არის დარბაზში სიარული. მაგრამ დარბაზს სხვა ხიბლი აქვს. მალე იგრძნობთ, რომ საკუთარი თავი უფრო გიყვართ, ვიდრე წვრილმანი პრობლემები. მოკლედ, ხშირად  გაახარეთ საკუთარი თავი. დაფიქრდით, რა აზრი აქვს „ნევრასთენიკად“ ჩამოყალიბებას. ქმრისთვისაც უფრო აუტანელი გახდებით, ახლობლებისთვისაც და საკუთარი თავი მალე თავადაც არ მოგეწონებათ. გარეგნობაზეც დაგეტყობათ. ქალი, რომელიც  უბედურია, მალე ბერდება. არავინ ზედ არ უყურებს.  თითქოს აღარც არსებობს. მოცემულობად უნდა მივიღოთ, რომ მამაკაცი არის სიცრუისკენ მიდრეკილი. კი, ბატონო ველაპარაკოთ მას ღალატზე და იმაზე, რომ ეს უპატიებელია, მაგრამ ცოტა თვალიც დავხუჭოთ. ტონუსში უნდა გყავდეს, მაგრამ საკუთარი თავი არ უნდა დააზარალო. მამაკაცები ამის ღირსები არ არიან.


скачать dle 11.3