კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№3 ნამდვილი თუ ფსევდო „პრ.“-ი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ გაჭრილი ვაშლივით დამსგავსებულები

  იმ მარტივი მიზეზით, რომ ვაშლი, ჩვეულებისამებრ, სადღაც ვაშლის ხის მიდამოებში ვარდება ხოლმე, ჩვენებური სეპარატისტებიც გაჭრილი ვაშლივით გვგვანან. ჰოდა, რაკი გვგვანან, 9 იანვარს (სწორედ მაშინ დანარჩენი მსოფლიო იმას რომ არკვევდა, ირანულმა რაკეტებმა, ბოლოს და ბოლოს, გაანადგურეს თუ არა აშშ-ელების ცოცხალი ძალა) სოხუმში საპროტესტო აქციები დაიწყო. მონაწილეები სეპარატისტულ აფხაზეთში დამნაშავეობის ზრდას აპროტესტებდნენ, კერძოდ კი, იმას, რომ გასული წლის ნოემბერში სოხუმში ორმხრივ სროლაში „პრ.“ ხაჯიმბას დაცვის ყოფილი წევრიც მონაწილეობდა. ხოლო ამის პარალელურად, სეპარატისტულ სასამართლოში „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი კანდიდატის, ანუ ხაჯიმბას ყოფილი კონკურენტის, კვიცინიას სარჩელი განიხილებოდა, ის „არჩევნების“ შედეგების გაუქმებას მოითხოვს (მე ვარ ნამდვილი „პრ“.-ო).
  ამასობაში მომიტინგეებმა ხაჯიმბას გადადგომაც მოითხოვეს და მისი რეზიდენციისკენ დაიძრნენ, რომელიც შტურმით აიღეს (ისე, არ აწყენდათ ერთი სამოქალაქო ომი, მართალია, სისხლის ფასად, მაგრამ უებრო მასწავლებელია). თავად ხაჯიმბამ – არსად წავალო (ან კი სად უნდა წავიდეს, როდესაც, თუ წავა, კრემლისთვის უმაქნისი ფიგურა გახდება). უფრო მეტიც, სეპარატისტულმა „პარლამენტმა“ ხაჯიმბას გადადგომის გადაწყვეტილებაც მიიღო (ნებით წადიო), რასაც, ცხადია, ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა (უფრო ამწვავებთ ვითარებასო).
  როდესაც ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს (მე და მკითხველი) შესაძლოა, რაულ ხაჯიმბას უკვე გამოყენებული ჰქონდეს ძალა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაკი ჩვენზე კარგად არავინ იცის, რომ საპროტესტო აქციები სპონტანური არასდროსაა, სეპარატისტები ძალაუფლებისთვის ებრძვიან ერთმანეთს, ჩემი ვარაუდით, იმ კანდიდატის გამოსავლენად, რომელიც ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს აფხაზეთის ასიმილაციის გეგმას. თუმცა, ყველაზე მთავარი ის მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოა სრულიად მოუმზადებელი და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი საზოგადოება სოხუმის ამბების განხილვას ახმარდეს თავის რუხ ნივთიერებას, იმაზე ჭმუნავს, ტრამპი მოერევა თუ როუჰანი


скачать dle 11.3