კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 დავით ახალაურის წარმატებული საადვოკატო საქმიანობის საიდუმლო და ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო პროექტი

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია


  წარმატებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, დავით ახალაური პრინციპული პიროვნება და გამორჩეული პროფესიონალია. დავით ახალაურის იურიდიული ოფისი იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს მოიცავს და სრულყოფილ და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას გაგიწევთ. დავით ახალაური მალე ძალიან საინტერესო პროექტს აამუშავებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართულ იურიდიულ სივრცეში.
  დავით ახალაური: 2007 წლიდან ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაქვს საერთო სპეციალიზაცია. ვმუშაობ ყველა კატეგორიის საქმეზე როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაშიც სპეციალიზებული ადვოკატი ვარ – ამ კუთხით სპეციალური კურსი მაქვს გავლილი როგორც ადვოკატთა ასოციაციაში, ისე ევროპული საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე help-ის პროგრამა. ვარ საქართველოს ადვოტაკთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე – სარევიზიო კომისია გახლავთ მმართველი ორგანო ადვოკატთა ასოციაციაში, რომელიც ამოწმებს ფინანსურ ანგარიშებს, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს, ასოციაციის თავმჯდომარის, მის მიერ დანიშნული პირების საქმიანობის ასოციაციის წესდებასთან და ადვოკატთა შესახებ კანონთან შესაბამისობას. ასევე, მაქვს საკუთარი საადვოკატო ბიურო – „დავით ახალაურის იურიდიული ოფისი“, სადაც თანაშემწე იურისტების დახმარებით, პირადად ვიღებ მონაწილეობას კონკრეტულ საქმეებში.
– მალე ძალიან საინტერესო პროექტის ამოქმედებას გეგმავთ, მოგვიყევით, რა უპირატესობები ექნება მას?
– ამ წლიდან გაეშვება ვებ-გვერდი geoadvokati.com, სადაც ძალიან საინტერესო იდეა მაქვს ჩადებული და ვფიქრობ, დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ეს იქნება იურიდიულ სფეროში ისეთი სიახლე, რომლის ალტერნატივა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ამ ვებ-გვერდის საშუალებით ელექტრონულად იქნება შესაძლებელი ადვოკატის მოძიება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოძებნით კონკრეტული სპეციალობისა და სტაჟის ადვოკატებს და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას მათი გამოცდილების შესახებ. საიტს ექნება შესაძლებლობა, რომ რუკის პრინციპით, ძალიან მარტივად, ხელის ერთი მოძრაობით საქართველოს კონკრეტულ რეგიონში, ასევე საზღვარგარეთ იპოვოთ და შემდეგ დაიქირავოთ ადვოკატი.
– რა არის თქვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო?
– ძალიან მარტივი საიდუმლო მაქვს, ვიდრე კლიენტს შევუთანხმდები და ხელშეკრულებას გავაფორმებ, წინასწარ უნდა ვიცოდე მოვიგებ თუ ვერ მოვიგებ ამ საქმეს. თანამშრომლობამდე უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემი კლიენტი მორალურად და ზოგადსამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, მართალია, მინდა, რომ მას ადამიანური თვალსაზრისით ჰქონდეს გამართლება. თუ მორალური პრინციპებიდან გამომდინარე ადამიანს მოეძებნება რაიმე გამართლება, აუცილებლად იძებნება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მას მხარში ამოუდება, პროფესიონალების ჩართულობით კარგი სტრატეგია დაისახება და საქმეც წარმატებით სრულდება. რამდენადაც საქმე სირთულით გამოირჩევა, მე ათმაგად მეტი პროფესიული აზარტით ვებმები მოგებისთვის. რთული საქმეების წინაშე უფრო ძლიერი ვხდები და მეტი შემართება მაქვს.
  როგორც ვთქვი, ყველა კატეგორიის საქმეებზე მაქვს დაშვება, თუმცა მაგალითად, სისხლის სამართლის დანაშაულებში – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე უფრო მეტად ვარ ორიენტირებული, მაგალითად, როგორიცაა სხეულის დაზიანება, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ასე შემდეგ. გავლილი მაქვს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების სპეციალური კურსი, ვარ ტრენერი ადვოკატთა ასოციაციაში. სამოქალაქო საქმეების კუთხით ძალიან მომწონს ქონებრივი დავები, მაგალითად: უძრავ ქონებასთან მიმართებაში წარმოშობილი დავები, საბანკო კრედიტის შედეგად წარმოშობილი დავები, როდესაც დავა ძალიან დიდ თანხებზე ხდება.
  წარმოშობით ხევსური ვარ და ჩემი პრინციპები მაქვს, არავითარ შემთხვევაში არ ვემსახურები ბანკებს, არ დამიცავს, ეგრეთ წოდებული, მევახშეები. უფრო იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მხარეს ვდგავარ, ვინც საზოგადოებას დომინირებული მდგომარეობით არ აზარალებს.
– რაში მდგომარეობს ადვოკატის თავისუფლება?
– ადვოკატის თავისუფლება ძალიან მნიშვნელივანია იმისთვის, რომ დაიცვას თავისი კლიენტი. ადვოკატი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს თავისუფალი, რომ სხვისი ინტერესები დაიცვას. სამართალდამცავ ორგანოებში ადვოკატები ძალიან ხშირად ვაწყდებით ხელისშეშლის ფაქტორებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, როდესაც ჩვენ რთულ სისხლის სამართლის საქმეში კლიენტს წარმოვადგენთ, ხშირად ხდება ადვოკატის კლიენტთან გაიგივება. ყოფილა შემთხვევები, როცა ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში არ შეუშვიათ, რაზეც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და მასში არსებულ კომიტეტებს ძალიან მკაცრი რეაქცია გვაქვს, ვერთვებით თითოეული ადვოკატის დასაცავად, რათა არ მოხდეს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადვოკატის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული, ვერ დავადგებით განვითარების გზას და ვერ მივიღებთ იმ ნანატრ დემოკრატიას, რაც ხალხის მმართველობას გულისხმობს. თუ ადვოკატი არ იქნება ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებებიც ვერ იქნება დაცული. ადვოკატები არ ვითხოვთ პრივილეგიებს, ჩვენ მხოლოდ ის გვჭირდება, რომ საქმიანობის პროცესში დამოუკიდებელი ვიყოთ. ადვოკატები მებრძოლი სულითა და ხასიათით გამოვირჩევით. მე საკმაო სტაჟი მაქვს. უფრო ადრეულ ეტაპზე კი ჩემთვისაც ხშირად უცდიათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა, თუმცა ადვოკატები რაც მეტ წინააღმდეგობას ვაწყდებით, უფრო ვძლიერდებით. მიმაჩნია, რომ ადვოკატის პროფესია ძალიან ღირსეულია. ვფიქრობ, ადვოკატმა, პირველ რიგში, საკუთარი პრესტიჟი უნდა დაიცვას და არ უნდა დაუშვას, რომ ვინმეზე დამოკიდებული და ვინმეს წინაშე ანგარიშვალდებული იყოს, გარდა კლიენტისა. ადვოკატმა ღირსეულად უნდა განახორციელოს თავისი პროფესიული მოვალეობა.
– რამდენად პრიორიტეტულია კლიენტის ინტერესები თქვენთვის?
– ადვოკატებს ხშირად გვიწევს ჩვენი საკუთარი პოზიციების, სურვილებისა და ინტერესების დათმობა კლიენტის ინტერესების წინა პლანზე წამოწევისთვის. კლიენტი არის დამკვეთი კონკრეტულ საქმეში და როდესაც ადვოკატი უთანხმდება, აქ ნდობის ერთგვარი ჯაჭვი იკვრება და ადვოკატის მთავარი მიზანი კლიენტის ინტერესების დაცვა ხდება. პროფესიული ეთიკა გვავალდებულებს, რომ კლიენტის ინტერესები საკუთარზე წინ წამოვწიოთ. მიმაჩნია, რომ ღირსეული ადვოკატისთვის კლიენტის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. თუ კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, მაშინ ადვოკატმა თავიდანვე არ უნდა მიიღოს საქმე წარმოებაში.
– საქმის წინასწარი შედეგების განსაზღვრა შეგიძლიათ?
– ადვოკატებს ძალიან ხშირ შემთხვევაში შეგვიძლია საქმის წინასწარი შედეგების განსზღვრა, მაგრამ ამის გაჟღერება კანონით გვეკრძალება. მოგეხსენებათ, წინასწარ გარანტიების მიცემა რთულია და არც არის მართებული, რადგან საბოლოო შედეგი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. როდესაც საქმეს ვეცნობით, მივდივართ სასამართლოში და ვიწყებთ საქმის წარმოებას, ძალიან ხშირად ვხვდებით, რა შედეგით შეიძლება დამთავრდეს ესა თუ ის საქმე. ადვოკატი შესაძლებელია, მოსამართლის შინაგან რწმენასაც მიხვდეს. როდესაც ვხვდები, რომ მოსამართლის შინაგანი რწმენა კონკრეტული საქმის მიმართ ჩემი კლიენტის საწინაღმდეგოა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მოსამართლეს წინასწარ შექმნილი განწყობა შევუცვალო. ადვოკატისთვის ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში, გამაღიზიანებელიც კია, როდესაც ხვდები, რომ მოსამართლეს შესაძლებელია, ჩვენი საწინააღმდეგო შინაგანი რწმენა ჰქონდეს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს რწმენა ჩემ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით შემიცვლია. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც დიდი ბრძოლის შედეგად სასურველ შედეგს ვაღწევ და სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი საქმე, სიამოვნებით ვასრულებ პროფესიულ მოვალეობას და მიხარია, რომ ვარ ადვოკატი.
P.S თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ წელს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებებსა და  სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას!

скачать dle 11.3