კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№2 რატომ ჰგონია ანი ჯავახს ყველა სიმპათიური ბიჭი დებილი და რისთვის გადაუხადა მადლობა მას კრის ბრაუნმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მოცეკვავე ანი ჯავახისთვის 2019 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ცეკვასთან დაკავშირებული მიღწევების გარდა, გადაწყვიტა, სპორტული ტანსაცმლის ხაზი შეექმნა და როგორც ამბობს, მოლოდინი გაუმართლდა.
  ანი ჯავახი: ძალიან კარგი წელი მქონდა. ამ წელს იყო ქარდის ბის ამბავი, ჩემი ვიდეო რომ ატვირთა საკუთარ „ინსტაგრამზე“ – ამის შესახებ უკვე ყველამ კარგად იცის. შემდეგ კრის ბრაუნმაც იგივე გააკეთა. საკუთარ „ინსტაგრამზე“ დადო ჩემი ვიდეო, თან, მომნიშნა და „გამომიწერა“. სრული შოკი მქონდა. რომ ვნახე ჩემი ვიდეო დადო, კომენტარებში დავუწერე, მადლობა და საქართველო. მოიწონა და ახლა თავს მოვიკლავ-მეთქი (იცინის). მივწერე, ძალიან დიდი მადლობა-მეთქი და მიპასუხა, პირიქით, ძალიან მომეწონა ვიდეოო. კრის ბრაუნმა მომწერა! (იცინის) ეს ყველაფერი ძალიან კარგად აისახა ჩემს გვერდზე. ამის შემდეგ იყო ზაფხული –ჩემთვის ოფიციალური ტანჯვა. ახალ სტუდიაში გადავედი და რემონტის პერიოდი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. „სტიაშკიდან“ დაწყებული, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. სახლი – ელიავა, ელიავა – სახლი – ეს ხაზი მქონდა. დარბაზი რომ დამთავრდა, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. დიდი დარბაზია და ბევრი რამ სჭირდება, ასე რომ, ახლაც კეთების პროცესში ვარ. გარდა ამისა, ჩემი ტანსაცმლის ხაზი გავაკეთე. ისეთი სპორტულები გამოვუშვი, როგორიც საქართველოში არ იყიდება და სულ ვიტანჯებოდი ამის გამო.
  იმდენი რამ მაქვს გამოვლილი, მაგრამ ისეც მოხდა, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მაგრამ ქართველებს ცოტა ისეთი მიდგომა აქვთ: „ვაიმე, ამას ყველაფერი თავისით მოსდის“, „ბოდეთი რომ ვიცეკვო, მეც ცნობილი გავხდები“. თურმე, ძალიან ბევრი ასე მიყურებს და კარგი იქნებოდა, რასაც მე ვაკეთებ, იმის ნახევარი გააკეთონ და მერე მელაპარაკონ. მაგრამ რომ შევიმჩნიო დაღლილი ვარ, სტუდიაში რომ მოწყენილი სახით დავდგე, არავის დავჭირდები. ეს ფსიქოლოგია კარგად შევისწავლე წლების განმავლობაში. 16 წლიდან ბავშვებს ვასწავლი, ახლა 21-ის ვარ და მიდგომებს ვსწავლობ. დაღლილობა აუცილებლად გვერდზე უნდა გადადო და ადამიანს მოტივაცია დაანახვო.
– შენმა სოციალურმა აქციამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია. რის გამო გადაწყვიტე ამ ყველაფრის გაკეთება?
– ჩემი მოსწავლის და არის სმენადაქვეითებული. დედამისმა მკითხა, თუ შეიძლება, რამე ასწავლოო. რატომ ვერ უნდა ვასწავლო-მეთქი. დღეს მასაც ვასწავლი, მის მეგობარსაც და ძალიან კარგები არიან. იმ მომენტში დავფიქრდი, რატომ არ შეიძლება, ასეთი ნომერი გადავიღოთ? ჩემი სტილის ცეკვებში არის მიმდინარეობა, სადაც შეგიძლია, მხოლოდ ხელებით იცეკვო. ვიფიქრე, რატომ გავაკეთო უბრალო მოძრაობები, როცა შემიძლია, ამით თან ვილაპარაკო? ბავშვებმა ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან ეს ყველაფერი. ამ ვიდეოს რომ ვიღებდით, იმ დროს მოვიდა ზუსტად ეს ბავშვი და რომ გვიყურებდა, ბედნიერებისგან ტიროდა. უცებ ყველას თვალები აგვიწყლიანდა. ვიდეო რომ გავაკეთეთ, დადების მეშინოდა. უკვე მიჩვეული ვარ, რომ ერთ სიტყვაზე მთელი საქართველო გამომეკიდება და მიწასთან გამასწორებენ. ამიტომ ვფიქრობდი, მე კი ეს იდეა ჩავდე, მაგრამ ვინმემ სხვანაირად რომ გაიგოს? ბავშვებისადმი დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მაგრამ ძალით ამატვირთინეს – ხომ არ გაგიჟდი, რაებზე ფიქრობო. ზუსტად ხუთ წუთში ჩემი ტელეფონი აფეთქდა, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
– ერთ სიტყვაზე გამომეკიდებიან ხოლმეო, რა იგულისხმე?
– ბიჭთან ვეღარ გამივლია, აღარ შემიძლია. „თქვენ ერთმანეთი მოგწონთ?“, „დაქორწინდით?“ რამეს რომ ვიტყვი, წინ შეტრიალებული მხვდება. ამიტომ აღარაფერს ვამბობ (იცინის). მაგრამ ისეთი კავშირები მაქვს, ვინმე ჩემზე რამეს რომ ამბობს, დამთავრებული არ აქვს, უკვე ვიცი. მართლა „კაგებეს“ მეთოდები მაქვს (იცინის). მაგრამ მიკვირს, ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს?!
– რა არის შენი მთავარი მოტივაცია?
– საკუთარი თავი. ვერ ვხვდები, ჩემი თაობის ბევრი ადამიანის ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას. რატომ უნდა ვიდგე გარეთ, ვიჯდე კაფეში ან წავიდე დაქალებთან ერთად საგულაოდ? მხოლოდ ამით რომ შემოიფარგლება შენი ყოველდღიურობა, ვერ ვხვდები, მომავალში რისი მიღწევა გინდა? მე ვორკაჰოლიკობისკენ ვიხრები. საქმეს სანამ არ დავასრულებ, მეგობრებთან სადმე წასვლა გამორიცხულია. ხვალ რომ გადაღება მაქვს, მირჩევნია, მთელი ღამე დარბაზში გავატარო და დილის ექვს საათზე პირდაპირ გადაღებაზე წავიდე, ვიდრე გამოვიძინო და მეორე დღეს მივიდე იმის იმედით, „რაც იქნება, იქნება“.
– წინა ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე მითხარი, რომ საინტერესო არაფერი ხდებოდა. შეიცვალა რამე?
– რაღაც ხდება, გზაშია (იცინის). მეტს ვერაფერს ვიტყვი, ვერც იმას, ვინ არის.
– შეყვარებული დავარქვათ?
– არა, ძალიან ბევრი რამ სჭირდება, რომ ადამიანს შეყვარებული დავუძახო. ამისთვის ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა, მოთმინება და გამძლეობა უნდა დამანახვოს. პლუს ამას, მე რომ ბიჭი მომეწონოს, ძალიან რთული ამბავია. ჩემზე ათასჯერ ძლიერი უნდა იყოს. მე მაქვს ჩემი შემოსავლის წყარო სტუდიიდან, ჩემთვის „ინსტაგრამიც“ შემოსავლის წყაროა, ამიტომ მე რომ ბიჭი მომეწონოს, ძალიან მყარად უნდა იდგეს ფეხზე, ძალიან ჭკვიანი უნდა იყოს. რომ დავინახო ბიჭი სიმპათიურია და „კაი ტანზეა“, შეიძლება, მაგის გამო არ მომეწონოს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, ეშხიანი და კარგი ბიჭები ტვინით, ძირითადად, ტლუები არიან (იცინის). 99 პროცენტი ასეთია. ამიტომ, ვიზუალით რომ ბიჭი მომეწონოს, გამორიცხულია. არავის გარეგნობაზე არ გავგიჟებულვარ, იმიტომ, რომ ბოლოს ყველა დებილი მგონია. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ განათლებას. ფინანსურადაც რომ დამოუკიდებელი ვარ, ესეც ბევრ რამეს განსაზღვრავს. ჩემი ასაკის ბიჭები იშვიათად არიან ასე, თუ მამიკო არ უდგათ უკან. მომწონს, როცა ადამიანს ბევრი რამე აქვს დამოუკიდებლად გაკეთებული.
– ასეთია ის, ვისზეც ჯერ არ საუბრობ?
– კი, ჩემზე ბევრად ჭკვიანი და ძლიერია, კიდევ, ძალიან გემოვნებიანი.

скачать dle 11.3