კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ანნა იმედაშვილი: უცნობი თუ ნაცნობი ამბობდა: ღმერთო, დათო რა კარგი ბიჭია და ამ საშინელ გოგოს ყველა სურვილს როგორ უსრულებსო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დათო და ანნა იმედაშვილების წყვილი ნახევარ წელზე მეტია, გადაცემა „ინფლუენსერს“ აკეთებენ. წყვილს, რომელიც მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, საახალწლოდ ვეწვიეთ და დღესასწაულსა და საკუთარ გადაცემაზე ვესაუბრეთ.
– ანნა, ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ მგონი, ამ გადაცემაში დათო დაჩრდილე.
  დათო: ეს გადაცემა ანნასთვის შეიქმნა და მიზანიც ეს იყო. მე, როგორც წამყვანი, არასდროს ვპოზიციონირებდი. შესაბამისად, არც ამბიციები მაქვს.
  ანნა: გეტყვით, რა იყო, პირადად, ჩემი მიზანი (იცინის). როცა გადაცემა „სახლს“ ვაკეთებდით, მაშინ უცნობი თუ ნაცნობი ამბობდა: ღმერთო, დათო რა კარგი ბიჭია და ამ საშინელ გოგოს ყველა სურვილს როგორ უსრულებსო (იცინის).
  დათო: არადა, ნამდვილი ანნა იმ გადაცემაში იყო, ახლა ცდილობს, ქულები დაიწეროს (იცინის).
  ანნა: რეალურად, დათოს პროექტები ყოველთვის პოზიტივის მატარებელია. ქვეყანაში ისედაც მძიმე ვითარებაა და ამას ახალი ამბები გადასარევად ასახავს. ეს არის გადაცემა, რომლითაც შეგიძლიათ ნახევარი საათი განიტვირთოთ. რეალურად, „ინფლუენსერის“ თემა დღეს ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო, ამიტომაც შეიქმნა ეს გადაცემა. თუმცა, ზოგი იმასაც გვწერს, რომ ეს თემა არ აინტერესებთ, მაგრამ ფოტოსესიის ყურება მაინც ძალიან მოსწონთ. აი, დათო დაიღალა. უკვე ეზიზღება ფოტოების გადაღება, ვეღარ მიტანს (იცინის). სულ მინდოდა, ჩემთვის ფოტოები გადაეღო. მეცამეტე წელია, ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ არ დაადგა საშველი და ახლა თვითონვე მოიგონა ასეთი ფორმატი (იცინის).
  დათო: უკვე იმდენი გადავიღეთ, კიდევ ერთი ცხოვრება ეყოფა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ჯერ ვერ დავგეგმე ისეთი ფოტოსესია, როგორიც გამიხარდებოდა, რადგან ამისთვის მეტი სახსრებია საჭირო.
  ანნა: სტუდიური გადაღებისას შეიძლება, ერთი ფოტოს გადაღებას მთელი დღე მოანდომო. ჩვენ ყოველ კვირას აუარებელ ფოტოს ვიღებთ და ბუნებრივია, ყველა ისეთი არ გამოვა, როგორიც გვინდა. სახალისოცაა, მაგრამ თან, ძალიან დამღლელი. ბოლოს, რომ აცივდა და გარეთ ვიღებდით, უკვე აღარ შემეძლო, მაგრამ ვიცი, რომ საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაცემა მიმყავს, მე მაინც „ძველი სკოლის“ გოგო ვარ – დათოს გაცილებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა „ინსტაგრამზე“. მე არ ვარ მასავით აქტიური სოციალურ ქსელში, ცოტა შეხსენება მჭირდება ხოლმე.
– კომენტარებს გადავხედე და ერთიც არ შემხვედრია ანნასადმი კრიტიკულად განწყობილი.
– პერიოდულად არის ხოლმე რაღაცები, მაგრამ ეს ჯანსაღია. თავიდან საერთოდ არ იყო და ვფიქრობდი, ეს ადამიანები ან არარეალურები არიან ან ჩვენ ვართ ყველაფერს მოწყვეტილები-მეთქი. ერთი ქალბატონი გვწერს ხშირად, თქვენ პარალელურ რეალობაში, სხვა საქართველოში ცხოვრობთო, და არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო.
  დათო: ითხოვს, რომ გაჭირვება ვაჩვენოთ, რასაც ჩვენი შოუ არ შეესაბამება.
  ანნა: ჩვენც ვიცით ეს რეალობა, მაგრამ ეს სხვა ტიპის გადაცემაა. სხვა საქართველოში ნამდვილად არ ვცხოვრობთ. ცოტა ხნის წინ, ფოტოსესიის შემდეგ, წავედით და აქციაზე ვიდექით.
– ალბათ, გადაღების პროცესს სახალისო ამბებიც უკავშირდება...
  დათო: კი. ზღვაზე გვქონდა მთელი თვე გადაღებები და ძალიან მაგარი იყო.
  ანნა: თემას ნუ გაურბიხარ, ყველას აინტერესებს, როდის იქნება ქორწილი (იცინის). მე და დათო ამ შოუში ძალიან რეალურები ვართ და ეს თემაც ბუნებრივად წამოვიდა. კომენტარებში გვიწერდნენ, ცოლად თუ არ მოგიყვანია, ცოლი როგორ არისო? ან გვარი როგორ აქვს შენიო?! (იცინის). ამ თემაზე ყოველდღიურობაში ბევრს ვხუმრობთ და ფოტოსესიების დროსაც ვხალისობდით. რაც ძალიან აიტაცა მაყურებელმა და დაიწყო: „დათო, მოიყვანე ანნა ცოლად“ (იცინის).
– დათო, ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მგონი, სხვა გზას აღარ გიტოვებენ.
  დათო: რეალურად, ხომ ქორწილის გადახდაზეა საუბარი. პირობას ვდებ – მალე იქნება. ბიძინას რომ ჩამოვაგდებთ და საქართველოს გავათავისუფლებთ, ქორწილი გვექნება.
  ანნა: რომ შემომთავაზებს, მერე ვიფიქრებ (იცინის). 2008-ში უნდა დაგვეწერა ჯვარი და ომი დაიწყო. მაშინ დაიხურა ეს თემა და ახლა ნავსი უნდა გავტეხოთ. იმდენი ადამიანი გვყავს დასაპატიჟებელი – ყველა ის ადამიანი, ვინც გვწერს.
– დრო დავაზუსტეთ, როგორი ქორწილი გექნებათ?
– არ ვიცი, ახლა ეს ძალიან მოულოდნელი იყო (იცინის).
  დათო: მე წარმომიდგენია...
  ანნა: პირველად ვისმენ ახლა, სულ გაურბოდა ამ თემას (იცინის).
  დათო: სუფრისა და თამადის გარეშე, ბევრი გართობით. ორ-სამ საათში მოვკიდებ ჩემს ცოლს ხელს და წავალ, დანარჩენები გაერთონ.
  ანნა: და მოკლე კაბით.
– გოგოები ამაზე ბავშვობიდან ოცნებობენ, შენ არა?
– გავშალო ფრთები? მართლა არ ვიცი. ჩემმა ლილიტმა, რომელიც კირჩხიბშია, მითხრა, ჯერ ამ თემაზე არ ისაუბროო. თანხმობას რომ ვიტყვი, მერე მოვიფიქრებ (იცინის).
  დათო: იმედია, ფოტოებს მე არ გადამაღებინებ (იცინის).
  ანნა: სიმართლე რომ ვთქვა, მგონია, რომ ძალიან უხერხულია ამდენი წლის შემდეგ ქორწილი. ჩემი ერთი მაყურებელი სულ მწერს: შენ არ იცი, რა ასაკში ხარ, როგორ გაცვიაო? ანუ, ასაკის შესაბამისად უნდა მოიქცე (იცინის). ჰოდა, უკვე უხერხულია. ახლა კი ვხუმრობ, მაგრამ თან, მართლა მერიდება (იცინის).
  დათო: იპრანჭება, რომ ვეხვეწო (იცინის).
  ანნა: ბავშვობაში მართლა სულ ვფიქრობდი, რომ შევქმნიდი ძალიან კარგ ოჯახს, მექნებოდა ქორწილი, თეთრი კაბა, სანაპირო. მაგრამ ახლა მართლა მგონია, რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა არც ჯვრისწერას, არც ხელისმოწერას და არც ქორწილს. მეცამეტე წელია, ძალიან კარგად ვართ ერთად, ამ ყველაფრის გარეშე. უბრალოდ, გავაშარჟეთ ეს თემა, რამეზე ხომ უნდა მეწუწუნა?! (იცინის). ახლა შეიძლება, შეიცვალოს მდგომარეობა და დათო გადმოვიდეს დაჟინებულ თხოვნაზე (იცინის).
  დათო: როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, როგორ შეიძლება, ამ ფორმალობებს მნიშვნელობა ჰქონდეს?! ჩატარებული ქორწილების 90 პროცენტი წამებაა ნეფისა და მით უმეტეს – პატარძლისთვის.
  ანნა: ამას წინათ წავიკითხე: როცა ბედნიერი ხარ, სამოგზაუროდ წადი და აღნიშნე. როცა უბედური ხარ, წადი სამოგზაუროდ და იყავი ბედნიერი. როცა მიზეზი არ გაქვს, წადი სამოგზაუროდ და შექმენი მიზეზიო. ჩვენ ხშირად ვმოგზაურობთ, საინტერესოდ ვცხოვრობთ და თეთრი კაბა გადაცემაშიც მეცვა (იცინის).
– საახალწლო საჩუქრები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
– დათოა თოვლის ბაბუა. ისე, ჩვენს ოჯახში საკმაოდ მძიმე ჯაფაა თოვლის ბაბუობა (იცინის).
– ანნას არ აქვს თხოვნები მასთან?
– არა. მე ისეთი თოვლის ბაბუა მყავს, საერთოდ არ სჭირდება არაფრის თქმა, ყველაფერს მისრულებს (იცინის).
  დათო: ცამეტი წლის განმავლობაში საჩუქარზე კი არა, მგონი, არაფერზე უთქვამს მინდაო. ყველას გვაქვს სურვილი, რომ განსაკუთრებით დღესასწაულებში, შესაძლებლობების ფარგლებში ერთმანეთი გავახაროთ. როდესაც ადამიანს იცნობ და გიყვარს, დაახლოებით ხვდები, რამ შეიძლება გაახაროს.
  ანნა: მე განა ვერ ვხვდები, უბრალოდ, ვერ ვწვდები მის სურვილებს (იცინის). ძალიან მასშტაბური სურვილები აქვს (იცინის).
  დათო: ჩემთან ძალიან პატარა თოვლის ბაბუა მოდის ხოლმე კანფეტებით (იცინის).
  ანნა: ისე გამოდის, რომ დათოს უწევს ყველას და საკუთარი თავის თოვლის ბაბუობა. ვაიმე, ძალიან ცოდო ხარ, დათო (იცინის).
  დათო: ახლა მიხვდი ხომ?! (იცინის).
– ანნა, საახალწლო კერძებს აკეთებ?
  ანნა: კი, მაგრამ დათო მუდმივად ჯანსაღ კვებაზეა და არ ჭამს. მე უფრო მამაკაცური ვარ კვების თვალსაზრისით. მიყვარს საცივი, ხალადეცი – რაც მას ცხოვრებაში არ გაუსინჯავს, მაგრამ მე მაინც ყოველ წელს ვაკეთებ. ბაჟე უყვარს და ამას ცალკე ვაკეთებ ხოლმე. ერთი ტრადიცია გვაქვს: დათო ახალი წლის შემოსვლის მომენტში, მადლობას უხდის ძველ წელს და ყველა ერთად, იმედით ვეგებებით ახალს. ეს დღესასწაული კიდევ ერთი მიზეზია დადებითი აურის შესაქმნელად.
  დათო: გეთანხმები, თუმცა ბავშვობიდან არ მიყვარდა ის, რომ ქვეყანას ოც იანვრამდე სძინავს. ვფიქრობ, ეს მარაზმია. მგონია, რომ ორში თუ არა სამში მაინც ყველაფერი უნდა „იქოქებოდეს“.

скачать dle 11.3