კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№2 მეფე ძაღლი

  ეს საოცარი ამბავი მეთორმეტე საუკუნის ნორვეგიულ ისტორიულ ქრონიკებშია მოთხრობილი.
  მეთერთმეტე საუკუნეში მას შემდეგ, რაც ნორვეგიის მეფე ეისტეინ პირველმა მაგნუსონმა ტრონჰეიმის მიწები დაიპყრო, იქ მმართველად თავისი ვაჟი – ენუნდი განაწესა, მაგრამ ტრონჰეიმელები დამპყრობლის უღელს არ შეურიგდნენ და აჯანყება მოაწყვეს, მათ მიერ წარმოებულ აჯანყებას კი ენუნდი შეეწირა. ეისტეინ მაგნუსონი იმდენად იყო განრისხებული, რომ ბუნტი არაადამიანური და საზარელი სისასტიკით ჩაახშო. გამძვინვარებულმა მეფემ, რომელმაც კვლავ დაიმორჩილა ტრონჰეიმელები, ისინი რომ განსაკუთრებულად დაემცირებინა, შემდეგი წინადადება წაუყენა. ტრონჰეიმელებს თავიანთ მეფედ ან მონა, სახელად ტორერ ფაქსი აერჩიათ ან ძაღლი, სახელად საური. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დამონებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთ მეფედ ძაღლი საური აირჩია. ასეთი არჩევანის გაკეთების მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ ძაღლი ნაკლებ ხანს ცოცხლობს და შესაბამისად, მისი მმართველობისაგან ადრე დაიხსნიდნენ თავს. თუ რამდენი ხსნის განმავლობაში მეფობდა საური ტრონჰეიმში ზუსტად დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მან 3 წელი იმეფა. ის ფაქტი, რომ საური ოფიციალურად აკურთხეს მეფედ, ჰქონდა საკუთარი სამეფო სასახლე და ოქროს საყელური, დანამდვილებითაა ცნობილი. გადმოცემების თანახმად, მას სპეციალური ეტლითაც კი ატარებდნენ. მეფე საური ნადირობისას მოკვდა, ის მგლებმა დაფლითეს.
скачать dle 11.3