კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ იღებდა თავის ცნობილ „ბოევიკს“ ნიკიტა მიხალკოვი ჩეჩნეთ-ინგუშეთში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მსახიობი გალინა მიქელაძე ასეთ კურიოზულ ისტორიას იხსენებს: „1974 წელს ნიკიტა მიხალკოვი იღებდა რევოლუციურ „ბოევიკს“ – „თავისიანი უცხოებში და უცხო თავისიანებში“, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. გადაღებები მთიანი ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობდა. კინოსურათში უხვადაა ბატალური სცენები. ამიტომ „მასოვკებში“ მიხალკოვმა ახლომახლო მდებარე აულებში მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენა. შეკრიბა, აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინათ, თან უთხრა: „გადაღებაზე პასპორტები მოიტანეთ. ცხენოსნური სცენები – 10 მანეთი, უცხენო სცენები – 5 მანეთი...“ ნიკიტა სერგეევიჩი 10 და 5 მანეთში ანაზღაურების ტარიფს გულისხმობდა, რომელსაც მონაწილეებს გადაღების დასრულებისთანავე უხდიდნენ. პასპორტები კი ანაზღაურების გაფორმებისთვის იყო საჭირო. პირველი კურიოზული სიტუაცია მაშინ შეიქმნა, როდესაც მიხალკოვს ჰკითხეს, – ჩვენი იარაღი წამოვიღოთ თუ თქვენ დაგვირიგებთო? ხომ წარმოგიდგენიათ, 1974 წელს უკანონო იარაღის („ნაგანი“ კარაბინი, ტყვიამფრქვევი) მფლობელი მთიელები რომ მოსულიყვნენ გადაღებაზე თავიანთი არსენალით, რა მოხდებოდა? მიხალკოვი შეცბა და მთიელებს განუმარტა, რომ იარაღის წამოღება საჭირო არ იყო და შეხვედრა ამით დასრულდა.
  მეორე დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფბის ბანაკს რამდენიმე ასეული პასპორტიანი მთიელი მოადგა. თითოეულ პასპორტში 10-10 მანეთი იდო. მათ ეგონათ, რომ ფილმში მონაწილეობისთვის 10 მანეთი ქრთამი უნდა გადაეხადათ. ნიკიტა სერგეევიჩი კინაღამ გადაირია და მთიელებს აუხსნა, რომ ფულს, პირიქით, მათ გადაუხდიდნენ გადაღებაში მონაწილეობისთვის. მაგრამ უკვე გვიან იყო. ეს ამბავი ისე „გაბაზრდა“, რომ ჩვენს რეჟისორს საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა მოაკითხეს და ლამის ქრთამის მოთხოვნისთვის დააპატიმრეს“.

скачать dle 11.3