კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№2 დააკვირდით საკუთარ ტერფებს

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ადამიანის კიდურებზე, კონკრეტულად ტერფებზე, დაკვირვება ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა მის პატრონზე და გაცილებით მეტის თქმა შეუძლია პიროვნებაზე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ამისთვის კი უბრალოდ უნდა დააკვირდეთ  თქვენი ტერფის ფორმას.
გამოარჩევენ რამდენიმე  ძირითად ფორმას:
* ეგვიპტური ტერფი – როცა ტერფზე თითები განლაგებულია სიგრძის მიხედვით. ანუ, პირდაპირი ხაზი თანაბრად მიდის დიდიდან ნეკა თითისკენ და ყოველი მომდევნო თითი წინაზე პატარაა. ასეთი ტერფები, ძირითადად, გულჩათხრობილ და საკუთარ თავში ჩაკეტილ  ადამიანებს აქვთ. ისინი ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან.
* რომაული ტერფი – ეს ტერფის  ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მეორე თითი ისეთი გრძელია, რომ „სამკუთხედის“ წვერს ქმნის. ანუ, მეორე თითი სხვებზე დიდია – ამგვარი ტერფის მქონე პირები მეგობრულები, არტისტულები, ემოციურები და კომუნიკაბელურები არიან, მიდრეკილება აქვთ ლიდერობისკენ.  
* გლეხური ტერფი – ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხის ყველა თითი სიგრძეში ერთმანეთის ტოლია, ტერფს  სწორი, კუთხოვანი მოყვანილობა აქვს. ასეთი ფორმის ტერფის მქონე ადამიანები  მშვიდები, ჭკვიანები და პრაქტიკულები  არიან. მათზე დაყრდნობა შეიძლება. დაპირებას ყოველთვის ასრულებენ.
* ნეკა თითი – იდენტიფიცირებისთვის – თუ ნეკა თითს  ბუნებრივად,  თითისავე კუნთებით, ვერ ამოძრავებთ და მისი განძრევა მხოლოდ ხელით შეგიძლიათ,  კონსერვატორი ხართ. მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრება გიყვართ. შრომისმოყვარეობით გამოირჩევით.
* ზედმეტად მოკლე ნეკა თითი იმაზე მიუთითებს, რომ   ყოველთვის  საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ  მოქმედებთ. ხართ ჯიუტი  და ყველაფერს თქვენებურად აკეთებთ. გამოირჩევით იმით, რომ  ყველაფერს წინასწარ გეგმავთ. ხართ  ძალიან ორგანიზებული და ნებისმიერ სიტუაციაში ყველაფერს აკონტროლებთ.
* თუ მეორე და მესამე თითებს შორის ადგილია  დარჩენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტერფის პატრონს კარგად შეუძლია ლოგიკისა და ემოციის ერთმანეთისგან გარჩევა. მიდრეკილება აქვს  კრიტიკული  ანალიზის, დიპლომატიისა და ვაჭრობისადმი.



скачать dle 11.3