კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ვნებების ტყვეობაში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიანი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51-1(992)

  ანიკომ  მეგობარი გააცილა და გადაწყვიტა, საქმეს ჩაჯდომოდა. ლეპტოპი გახსნა და ჩამრთველ კლავიშს თითი დააჭირა. პირველი, რაც ნახა, ორი წერილი იყო: ერთი ჯოზეფისგან, მეორე – ქმრისგან.  გიას მოწერილი სასიყვარულო ფრაზები იმდენად უჩვეულო იყო, რომ რამდენჯერმე წაიკითხა. მის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის ასეთი სიტყვები იმ კაცისგან, რომელსაც ატყუებდა, პირდაპირ სინდისზე „ურტყამდა“. გია  წერდა, რომ მხოლოდ ახლა დააფასა მისი თვისებები. რომ ადრე არასოდეს უფიქრია, რომ მის ცოლში ჭკუა, სილამაზე და სინაზე ასე თანაბრად ყოფილა შეზავებული. რაც აქ ვარ, შენზე ფიქრი მაბედნიერებს და მახარებს. მინდა, მალე ჩამოვიდე და მერე აღარასდროს  მოგცილდე გვერდიდან. სულ გიყურო და როცა  ამის საშუალება მომეცემა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებაო.
  „ღმერთო, აქამდე სად იყავი, გია? რატომ, იქნებ ვინმემ ამიხსნას, რატომ... რატომ ახლა და თანაც, ამ ფორმით. ახლა ვიცი, როგორც მოვიქცევი“, – ანიკო  ადგა, ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. თან თავისთვის რაღაცას ლაპარაკობდა. თითქოს ეკამათებოდა, მერე ყავა გაიკეთა და ლეპტოპი გაშალა. დიდხანს ეძებდა რაღაცას თუ ვიღაცას. სწრაფად ათამაშებდა კლავიატურაზე თითებს. სახეზე რამდენჯერმე შეეცვალა გამომეტყველება. მოღუშული შუბლი მხოლოდ ერთხელ გახსნა... როცა წერას მორჩა, ამოიოხრა და გაცივებული ყავა მოსვა.
– დედა, რას აკეთებ?
– ტასუნა?  როდის მოხვედი, რატომ ვერ გავიგე? ბებიაშენმა რაო?  დღეს აქ რჩები?
– სიბნელეში რატომ ზიხარ? ხომ კარგად ხარ? – კითხვაზე კითხვით უპასუხა შვილმა. ოთახში სინათლე აანთო და შეშფოთებული მიაჩერდა.
– რა თქმა უნდა, ანუ, დღეს აქ რჩები. ძალიან კარგი. დილით სკოლაში შენით წახვალ?
– დედა, რა დაგემართა, რა უცნაურ შეკითხვებს იძლევი.
– მინდა, ვიცოდე, სად არის ჩემი გოგო და რას აკეთებს. რა არის ამაში უცნაური? შენზე უკეთესი ვინ მყავს ან შენზე ახლობელი. მე და შენ ყველგან და ყოველთვის ერთად ვიქნებით, ჩემო ძალიან მაგარო გოგო.
ტასომ  მხრები აიჩეჩა.
– ზოგჯერ ძალიან უცნაურად იქცევი. ნეტავი მამა მალე ჩამოვიდეს, დავლიოთ ჩაი?
– დავლიოთ. ოღონდ ჯერ ტელეფონს ვუპასუხებ. ალბათ, სოფო რეკავს, – იცრუა ანიკომ. მობილური აიღო და საძინებელში გავიდა, რითაც კიდევ ერთხელ გააოცა შვილი.
ხმადაბლა ლაპარაკობდა.
– არ მეგონა, თუ დამირეკავდით. მადლობას გიხდით. დიახ, უნდა შევხვდეთ. მე მზად ვარ ამისთვის. დიახ, ვიცი, რომ საკმაოდ უხერხული სიტუაციაა. ახლა არაფერს გკითხავთ და აჯობებს, თქვენც არაფერი თქვათ. იყოს ხვალ. გელოდებით. მისამართს მოგწერთ. თორმეტ საათზე...
ანიკომ ტელეფონი დადო და საკუთარ ხელებს ჩააშტერდა. თითები ოდნავ უკანკალებდა, მაგრამ უცნაური განცდა დაეუფლა, თითქოს გულზე მოეშვა.
როცა ტასო დილით სახლიდან გადიოდა, ანიკოს უკვე ეღვიძა. ბუტერბროდებიც მოუმზადა შვილს და საკუთარი ხელით ჩაულაგა ჩანთაში. თან  ჩუმად ღიღინებდა.
– დე, რამე ხდება?
– რა უნდა ხდებოდეს?
– რაღაც კარგ გუნებაზე ხარ. რა გამომრჩა? მამიკომ საჩუქარი გიყიდა? ჩემთვისაც იმდენი რაღაც უყიდია. ბებომ „ჩაუშვა“...
– ბებიაშენს ეგ არ ეშლება. მაგრამ მე ვეღარ მომიშლის ნერვებს. მორჩა!
ტასომ გაიცინა და  საყვარლად მოწკურა თვალები.
– ოჰო, ძალიან კარგია. მომწონს ასეთი განწყობა. მთავარია, დიდხანს შეინარჩუნო.
– გინდა, სკოლიდან რომ მოხვალ, კაფეში წავიდეთ, ვაფლი ვჭამოთ და ყავა დავლიოთ.
ტასომ  თავი გააქნია.
– ვერა. ისევ ბებოსთან უნდა წავიდე, დავპირდი. თან, მამაც დარეკავს და... შენც ხომ არ მოხვალ, ცოტა ხნით. მამას გაუხარდება.
– კარგი, დამირეკე და ვნახოთ, – ანიკომ  შვილი გააცილა და ოთახში დაბრუნდა. სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა, ხელები კალთაზე დაიწყო და საათს შეხედა.
ქალი  ფიქრობდა, რომ ყველაფრისთვის მოემზადა. ყავაც დალია და აივანზეც გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა საათის ისრები თორმეტს, მით მეტად იპყრობდა მოუსვენრობა. კარზე ზარი რომ დარეკეს, ისე შეკრთა, თითქოს არ იცოდა, მასთან რომ უნდა მოსულიყვნენ. ზღურბლზე მდგარი ქალი სულაც არ ჰგავდა კუდიან და რქებგამობმულ ავ დედაკაცს. პირიქით, საკმაოდ სათნო სახე ჰქონდა, სანდომიანი ღიმილი და არაჩვეულებრივი, მბზინავი და ხვეული თმა. თუმცა ანიკოს მზერა მხოლოდ ქალის წამოზრდილი მუცლისკენ იყო მიპყრობილი. მოსულიც გაოგნებული შესცქეროდა ანიკოს.
– თქვენ მელაპარაკეთ ტელეფონზე? ანიკო  თქვენ ხართ?
– დიახ. მე მოგწერეთ და მე გელაპარაკეთ. დიანა, ალბათ, ძალიან თავხედი გგონივართ. ასეა?
– ჯერ არ ვიცი, – ქალმა თმა შეისწორა და მუცელზე მოისვა ხელი, – შეიძლება, შემოვიდე? დიდხანს ფეხზე დგომა მიჭირს. მესამე ორსულობაა და მაინც ვერ შევეჩვიე.
– დიახ, რა თქმა უნდა, მობრძანდით. ყავას შემოგთავაზებთ, თუ სვამთ.
– დიახ. ბევრს არა, მაგრამ დღეში ერთი ჭიქა შეიძლება. მით უმეტეს, რომ ახლა ცოტა გამხნევება მჭირდება.
ანიკომ უსიტყვოდ ჩართო ჩაიდანი, ფინჯნებში კი ყავა ჩაყარა. ყველაფერი სულ სხვაგვარად წარმოედგინა. საყვარლისა და ცოლის (ეჭვი უკვე აღარ ეპარებოდა, რომ ეს ცოლი „მოქმედი“ იყო) შეხვედრა ასეთი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
– რამდენი ხანია ერთად ხართ? – ჰკითხა დიანამ, როცა ყავა მოსვა და ბინაც  ზედმიწევნით „შეისწავლა“.
– სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა გითხრათ, რომ არავისთვის მიფიქრია ტკივილის მიყენება, მით უმეტეს, თქვენთვის. ვერასოდეს ვიტანდი ქალებს, რომლებიც საკუთარი ბედნიერების „აშენებას“ სხვისი უბედურების ხარჯზე ცდილობენ.
– მართლა? საინტერესოა, – ირონიულად ჩაიცინა დიანამ.
– მესმის, ჩემი სიტყვები ახლა ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ მარწმუნებდა, რომ ერთმანეთს დაშორდით.
– აჰა, ესე იგი, ჩემს ქმართან დაწოლის უფლება თავს მხოლოდ იმიტომ მიეცით, რომ მისი ნათქვამი ტყუილი დაიჯერეთ.
ანიკომ ამოიოხრა.
– ორი წელი არ ველაპარაკებოდი საკუთარ ქმარს, როცა სხვა ქალთან  ღლაბუცში გამოვიჭირე. გეფიცებით, მე... არც ვეცდებოდი ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობას,  რომ არ ეთქვა, სახლიდან წამოვედიო.
– ასეთი გულუბრყვილოც რომ არ ჩანხარ? თან, ქმარიც გყოლია. ესე იგი, შენ ის ხარ, ვის გამოც ოჯახი მენგრევა. ვიცოდი შენ შესახებ.
– იცოდით ჩემ შესახებ? – გაოცდა ანიკო.
– შენ ხომ ხვდებოდი, ქმარი რომ გღალატობდა. არ მითხრა, არაო. ყველა ცოლი გრძნობს, როდის ატყუებს მას ქმარი. მაგრამ მე შანსი მივეცი. არ არის ადვილი, ორი შვილით მარტო დარჩენა, მით უფრო, როცა ლამის მუხლებზე დაჩოქილი გიხდის ბოდიშს და გეფიცება, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდება.
– არც თქვენ გამოიყურებით გულუბრყვილო გოგონად.
– შეიძლება, მაგრამ როგორც საკუთარ თავზეც გამოსცადეთ, ჩემს ქმარს იშვიათი ნიჭი აქვს, თავისი სიტყვების სიმართლეში დაგაჯეროს.
ანიკომ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. სტუმარმა ეს თავისი ნათქვამის საპირისპიროდ მიიღო და ანერვიულდა.
– იმაში ხომ არ მადანაშაულებთ, რომ გავბედე და ქმარს ღალატი ვაპატიე. თქვენც ხომ ზუსტად ასე მოიქეცით. ასეა, ცოლები ხშირად ვიტყუებთ თავს და მერე გვიკვირს, პატივს რატომ არ გვცემენ. არ შეიძლება ღალატის პატიება, ახლა უკვე ზუსტად ვიცი.  არც თქვენ გირჩევთ თავის მოტყუებას. დამიჯერეთ, აზრი არა აქვს. უმადური საქმეა.
– ღმერთმა დამიფაროს... არ გამიბრაზდეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ – რამდენი თვის ორსული ხართ?
– ექვსი თვის. რა,  ამას რამე კონკრეტული მნიშვნელობა აქვს?
– აქვს. მეც... მეც ორსულად ვარ და იმიტომ, – ანიკომ  ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, რომ სტუმრისთვის თვალი არ მოუცილებია. დაინახა, როგორ დაკარგა მან ფერი და ტუჩები აუკანკალდა.
– რა თქვით? ეს სიმართლეა? და ჩემი ქმრისგან ხართ ორსულად? დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით? იქნებ... იქნებ...
– სამწუხაროდ, არ ვცდები. გუშინ ვიყავი ექიმთან. ნამდვილად თქვენი ქმრისგან ვარ ორსულად  და ეს  მანაც შესანიშნავად იცის.
ოთახში ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა. ორი ქალი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და ფიქრობდა.
– რა ვქნათ ჩვენ ახლა? – ხმადაბლა იკითხა ანიკომ, – იმედია არ ფიქრობთ, რომ  უსირცხვილო და უზნეო ქალი ვარ.
– კარგი კითხვაა. არა, არ ვფიქრობ. არც იმას ვაპირებ, თმაში გწვდე. ჩემი უღირისი ქმარი ამას არ იმსახურებს.  თანაც, გამოდის, ორივეს გვატყუებს, ხომ არ გგონია, რომ პრობლემა მის  არჩევანშია.
– არა, რა თქმა უნდა, – ანიკომ  თავი დახარა.
 – მე მას ერთხელ უკვე დავშორდი, – თქვა ქალმა, –  ვეჭვობდი, რომ ისევ მღალატობდა, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემი ეჭვები გაეფანტა.
– მართლა მიმტკიცებდა, ცოლთან მხოლოდ შვილები მაკავშირებსო. არ ვხვდებოდი. მოდიოდა, ხან სად დამხვდებოდა, ხან სად. სადარბაზოსთან დგებოდა და აღარ მიდიოდა. ცოლს საბოლოოდ გავშორდიო. შემიძლია, სულ შენთან ვიყო და გაგაბედნიეროო. არ იფიქროთ, თავს ვიმართლებდე. ახლაც კი, აქ რომ იყოს, დაიფიცებდა, რომ თქვენთან აღარ ცხოვრობს, თანაც, უკვე დიდი ხანია.
– ჰო? – დაეჭვებით იკითხა დიანამ, – ხომ არ მოიყვანდი აქ და ჰკითხავდი?
ანიკოს  თვალები გაუფართოვდა.
– ვერ გავიგე?! გინდათ, აქ მოვიყვანო? არ ხუმრობთ?
– არა, არ ვხუმრობ. დაურეკე და უთხარი, მოვიდეს, ახლავე.
– მართლა გინდათ, რომ მოვიდეს?
– მინდა. ორი ქალი ვართ აქ და ორივე ერთი კაცისგან ვართ ორსულად. ეს ხომ ნორმალური არ არის. რაღაც ფინალი ხომ უნდა ჰქონდეს? რაც მალე დავასრულებთ ამ ცირკს, მით – უკეთესი. რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, როგორ მიხსნის სიყვარულს. მგონი, ამის გარეშეც ხვდებით, რომ ჩემთან გაცილებით მეტი აკავშირებს, ვიდრე სხვა რომელიმე ქალთან. ჰო, მართლა თქვენი ქმარი რა როლს თამაშობს ამ სპექტაკლში.
– არაფერი იცის.
– აჰა, გადასარევი ამბავია. მზრუნველი ცოლივით მის ნერვებს უფრთხილდებით. ალბათ...
ანიკომ  უსიტყვოდ „გადაყლაპა“ წყენა. თუმცა შესანიშნავად მიხვდა, სად „უმიზნებდა“ დიანა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ამ ქალს გაცილებით მეტი უპირატესობა ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, მორალური მაინც.
– არ ურეკავ? – შეახსენა დიანამ და ანიკოც ფიქრიდან გამოერკვა.
– დავურეკავ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, არ ვარ დარწმუნებული, რომ მოვა.
– რატომ? ძალიან შეაშინე შენი ორსულობით? ეგ ხომ მხდალია. ყველა მოღალატე კაცი მშიშარაა და მატყუარა. ძალიან მინდა, მისი  სახე დავინახო, როცა შემოვა. მშვენიერ სიურპრიზს მოვუწყობთ. ერთ წუთში გავანადგურებთ. არ ვიცი, ამაზე დიდ სიამოვნებას რა მომანიჭებს.
– რომ არ მოვიდეს?!
– რამე ისეთი უნდა უთხრა, რომ მოვიდეს.
– მუცელი მომეშალა-მეთქი, ხომ არ ვეტყვი?
დიანამ მოწონების ნიშნად თავი დაუქნია.
– შესანიშნავი იდეაა. მიდი, დაურეკე... თუმცა, მოიცა, შეგიძლია, მაჩვენო, რა ნომერზე ურეკავ?
ანიკომ ტელეფონი გაუწოდა. დიანამ ნომერს დახედა და შეიჭმუხნა.
– ნაგავი. შენთვის სხვა ნომერი აქვს. როგორ მძულს და როგორ ვნანობ, რომ შანსი მივეცი. დარეკე, მოეთრეს.
– იქნებ არ ღირს?
– თუ გინდა, შენს ქმარს არაფერი ვუთხრა, გააკეთე ეს. ხომ ხვდები, რომ ყველა უფლება მაქვს, ვერ გიტანდე და შენი ქმარიც წავაქეზო შენ წინააღმდეგ.
– ანიკომ  უსიტყვოდ მოკიდა ტელეფონს ხელი...
***
გოგონებმა ყავა და „ბრაუნი“ შეუკვეთეს. კაფეში სასიამოვნოდ თბილოდა და წყნარი მუსიკა უკრავდა.
სოფომ პალტო გაიხადა და იქაურობა მოათვალიერა.
– ძალიან ლამაზი ადგილია, სად იპოვე?
მართამ გაიცინა.
– ახალია. ჩემმა კომპანიამ გაუკეთა დიზაინი და რამდენჯერმე ვიყავი. ცოტა ძვირია, მაგრამ აქ მხოლოდ „სვეტსკობა“ დადის. ყავა და ნამცხვარიც განსაკუთრებულად გემრიელია. საღამოობით კი შესანიშნავი ორკესტრი უკრავს.
– ორკესტრი კარგია, მაგრამ ახლა იმაზე ვილაპარაკოთ, რისთვისაც აქ მოვედით. რა ვუყოთ ანიკოს. ჩვენ ხომ არ დაველაპარაკოთ გიას. თუ უყვარს, გადალახავენ ამ დიდ პრობლემას.
– ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ვერ ჩავერევით. თან გიას მაშინ უნდა დაველაპარაკოთ, როცა ჯერ იმასთან გაირკვევა ყველაფერი. გიამ აპატიოს და ანიკოს ისევ სხვისკენ  ეღრიცებოდეს კისერი, ისევ ჩვენ გავეხვევით შარში.  მოკლედ, წყალი არ გაუვა – ცოლთან ცხოვრობს და ამას ატყუებს. უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ მაგ  ვაჟბატონს. ფაქტობრივად, გარკვეულია ყველაფერი.  
– ღმერთო, რა ლენჩია ეს გოგო! როგორ მოვახერხოთ ან სად უნდა შევხვდეთ?
– „ფეისბუქზე“ რომ მივწეროთ? – აზრი გამოთქვა მართამ.
– რა ვიცი, აქვს კი „ფეისბუქი“? კაცი მუდმივად იტყუება და ასე საჯარო სივრცეში, ძნელია, ტყუილი დამალო.
– ეგ ისეთი უტიფარია, საერთოდ არ გამიკვირდება, – გესლიანად ჩაილაპარაკა სოფომ და ერთბაშად სახეზე განცვიფრება გამოესახა:
– ეს ტიპი, დაცვა...  იმას არ ჰგავს?
– ვინ? მოიცა, შევხედო. მაგრამ მე რომ არასდროს მინახავს? მოიცა, მართლა ისაა? რანაირად, უშიშროებაში ხომ მუშაობს. ანიკო  ამას არ ამტკიცებდა? საიდუმლო დავალებებზე დადის და ჩემთვის დრო ამიტომ არა აქვსო? მივიდეთ?
– ჰო, რა თქმა უნდა... ძალიან მაინტერესებს, რას გვეტყვის, – მართა წამოდგა და სოფოც წააქეზა, – ადექი, რას ელოდები? ახლა ვანახვებ, როგორ უნდა ზღაპრების გამოგონება.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3