კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 კრიმინალური შეთქმულება

პიერ ბუალო  
  ამელ ანდრეამ პორტფელი დივანზე მიაგდო. სულელი ფაიოლის გამო უნივერსალური მაღაზიის საქმე ხელიდან გაუსხლტა  და  ორი მილიონი ცხვირწინ გაუქრა. თუმცა ჯერ ყველაფერი დაკარგული არ იყო. აუცილებლად გაყიდდა ობიუსენის ახალ ნახატს. კიდევ სხვა ბევრი ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა. სასტუმრო ოთახში სამასი ათასის ღირებულების ავეჯი იდგა, ნახატები და სხვადასხვა ნივთები... ის თავისი წარმატებების მტკიცებულებებს შორის ცხოვრობდა. ყველა ნივთი, ფორტუნას ღიმილივით იყო. ამ ბრძოლასაც მოიგებდა. უცებ ამელი მოიღუშა. ადგა და ვიტრინის წინ გაჩერდა. მერე უკან დაიხია, რათა ვიტრინისთვის მარჯვნიდან შეეხედა – წარმოუდგენელი იყო...     შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა.
– კლერ, შენ ხარ?
ოთახში ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალი შემოფრთხიალდა.
– მაპატიე, ძვირფასო. ცოტა დავაგვიანე... რა მოგივიდა?
– ერთი, აქ მოდი... ვიტრინებში ვერაფერს ამჩნევ?
– ვერა?! – გაოცდა ქალი
– ესე იგი, ეს შენ არ გაგიკეთებია. როგორც კი შემოვედი, მაშინვე შევამჩნიე... მე ხომ ავკრძალე ამ ნივთებთან მიახლოვება? – ამელმა ზარი დარეკა, – მაშინ  მარგარიტამ გააკეთა და ახლავე გავაგდებ!  რა სულელია ეს გოგო...
– ასე არასდროს გაბრაზებულხარ. ჩემი საყვარელი ბიჭი... განა ისეთი რა მოხდა? - ქალი ქმარს მიეფერა.
– შენ იცი, ეს დოქი რა დამიჯდა? იაპონური ლარნაკი?
– კარგი... გეთანხმები... მაგრამ გატეხილი ხომ არაფერია.
მარგარიტამ დააკაკუნა.
– მადამი რეკავდა?
– აქ მოდი, მარგარიტა, – მკაცრად თქვა ამელმა, – შეხედეთ აქეთ... ვიტრინებში...
– დიახ,  მესიე...
– რას იტყვით?
მარგარიტა ჩაფიქრდა.
– იცით, მადამ, კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ნივთი სად იდება. არც ასეა ცუდად.
– ეშმაკმაც წაგიღოთ, მე თქვენი მოსაზრება არ მაინტერესებს! – იყვირა ამელმა, – მინდა, ვიცოდე, ეს რატომ გააკეთეთ?
– მე არაფერი გამიკეთებია, ეს მე არ მიქნია, – გააპროტესტა მარგარიტამ.
– რას ნიშნავს არ გიქნიათ! ბუდა და ქანდაკებები ვიტრინაში მარცხენა მხარეს იყო, ფაიფური – მარჯვენაში. ახლა კი ყველაფერი უკუღმაა.
– ხელი არაფრისთვის მიხლია, – გადაჭრით თქვა მარგარიტამ.
საუბარში  ცოლი ჩაერია:
– სიმართლე გვითხარით, მარგარიტა. ეს  უნიკალური ნივთებია! ვიტრინები არ უნდა გააღოთ.
– გეფიცებით, მადამ...
მარგარიტას ხმაში ცრემლი გაერია. ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა.
ამელი მისკენ შებრუნდა.
– დაწყანარდით, თუ შეიძლება. დღის მეორე ნახევარში სად იყავით?
– სახლში, მოსიე. ჭურჭელი დავრეცხე და აბაზანაში სარეცხს მივხედე.
– არსად გასულხართ? არც ერთი წუთით?
მოსამსახურემ თავი გააქნია.
– არავინ მოსულა?
– არა, მოსიე...
– კარგი, – ჩაიალპარაკა ამელმა, – წადით.
– მას ბევრი ნაკლი აქვს, – თქვა ქალმა, –  როცა მოსამსახურე გავიდა, – მაგრამ მატყუარა არ არის.
– ჰო, მაგრამ არ შეიძლება, რომ საგნები ერთი ადგილიდან  მეორეზე თავისით გადაადგილებულიყო.
– რა თქმა უნდა. თუმცა, ასე უკეთესიცაა.
– შენ ადამიანს მოკლავ! – გაცხარდა კაცი. ბუდა თავისით გადაძვრა სხვა ვიტრინაში! შენ კი ფიქრობ, რომ ეს ნორმალურია.
 – კარგი, რა გადაძვრა... ვახშმობის დროა. ცხრაზე ბრიჯის სათამაშოდ ლავარენები მოვლენ.
სადილობის  დროს კაცმა დუმილი დაარღვია.
– დავუშვათ, რომ ჩვენთან ვიღაც მართლა შემოვიდა... ვერ ვხვდები, როგორ, მაგრამ შემოვიდა. მე ამას ვერ დავუშვებ.
– მისმინე, საყვარელო...
– არავითარი საყვარელო! – ხმა გაიმკაცრა კაცმა, – რასაც ვამბობ, ძალიან სერიოზულია. ჩვენ მხოლოდ დროს ვკარგავთ. მგონი, ეს ნიშანია, შეიძლება, საფრთხისაც. არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ იმისთვის მოვიდნენ, რომ ჩემს საბუთებში იქექონ ან,  საერთოდ, მოიპარონ ისინი. მაშინ კი დავიღუპები.
ამელმა ჩანგალი დადო და ცოლს შეხედა.
– რატომ არაფერს ამბობ? მითხარი. იცი, რომ ეს ნივთები მთელი ქონებაა. ისედაც არ მიმდის საქმე კარგად.
– ამაზე არ ვლაპარაკობ. შენ თავად შეგეძლო ამ ნივთებისთვის ადგილები შეგეცვალა. სომნაბულიზმი ცნობილი მოვლენაა.
ამელი ადგა.
– არ გაბრაზდე, ძვირფასო. ვცდილობ დაგეხმარო.
კაცი სალონში შევიდა და ვიტრინებს გახედა. ნამდვილი სიგიჟეა. „ვიღაცამ“ გადაადგილა. ეს „ვიღაცა“ უკვე ნერვებს უშლიდა. „ვიღაცამ“ ჩაუშალა უნივერსიტეტის რესტორნების საქმე. „ვიღაცამ“ იცოდა, რომ იგი სკოლის კომპლექსის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. „ვიღაცამ“ გაფრთხილების საშუალება იპოვა. „ვიღაც“ ცდილობდა, მასზე გავლენა მოეხდინა, ზეწოლა განეხორციელებინა.
ამელმა ვიტრინიდან  მძიმე ბუდა გამოიღო, რომელიც საკუთარ ფიქრებს უღიმოდა და თვალები ნახევრად დაეხუჭა. მოეჩვენა, რომ ხელში მტერი ეჭირა. უცებ ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ  წარმატება მისგან სამუდამოდ მიდიოდა. როდესაც ლავარენები მოვიდნენ, მან ფსიქიატრს, თავის ლიცეუმის ძველ მეგობარს ხელი გამოსდო და კაბინეტში გაიყვანა.
– შენი რჩევა მჭირდება... ალბათ, პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა გქონია, როდესაც გიჭირს, რაღაცას ახსნა მოუძებნო.
– კი ასეა... მაგალითად, წინა თვეში ერთი პაციენტი  ათამდე დათვლას ვერ ახერხებდა.
ამელმა მოუყვა ვიტრინებთან დაკავშირებული ამბავი.  ლავარენმა ყურადღებით მოუსმინა.   
– პირველი, რაც თავში მომდის, – დაასრულა ამელმა, – საკეტები უნდა გამოვცვალო. კარგა ხნის წინ უნდა გამომეცვალა. მე ასეთი ძვირფასი ნივთები მაქვს, ხოლო საიდუმლო საკეტი – არა.
– საქმე მაგაში არაა, – თქვა ლავარენმა, – მე შენი რეაქცია მაოცებს. ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ეს შენი მანია, რომ ამ ნივთებს არ უნდა მიეკარო. თითქოს რაღაც ცრურწმენებს ემორჩილები... და კიდევ შენი ღელვა... ვხედავ როგორი აღგზნებული ხარ... კარგად გძინავს?
– ისე რა...
– ჰმ, ჰმ... საქმეები როგორ მიდის?
– არც ისე კარგად, მაგრამ სასაყვედუროც არაფერი მაქვს.
– ხვალ ჩემთან გამოიარე. გამოგიკვლევ. არ მინდა, შეგაშინო, მაგრამ დაკვირვების ქვეშ უნდა იყო.
– რისთვის, ყველაფერი ხომ ნათელია, ვიღაცამ ნივთები გადაადგილა, – გაჯიუტდა ამელი.
– იცი, უაპელაციო მსჯელობა, როგორც სომპტომი, მკურნალობას ყველაზე ძნელად ექვემდებარება, – შენიშნა ლავარენმა და დაჟინებით დააკვირდა,
ქალმა  თავის საყვარელს შუაღამისას დაურეკა.
– აბა, რა ქენი, დაარწმუნე?
– პირველ ეტაპზე მშვენივრად გამოვიდა. ხვალ კონსულტაციაზე მოვა. კიდევ რამდენიმე თვე, ჩემო ძვირფასო  და შენს ქმარს დიდი ხნით გამოვკეტავთ საგიჟეთში. მისი მემკვიდრე კი შენ იქნები. მთავარია, ზუსტად შეასრულო ჩემი მითითებები.
ქალმა გაიცინა.
– გენიოსი ხარ. ხვალ ისევ გადავაადგილო ნივთები?
– ჯერ არა. მე გეტყვი, როდის. ფრთხილად იყავი. მოსამსახურემ  ან ვინმემ არ დაგინახოს. მიყვარხარ!
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3