კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№2 რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ 2020 წელს ჯანმრთელი და ენერგიული იყოთ

  მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელი, შრომისუნარიანი და ენერგიული რომ იყოთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები და რჩევები, რასაც ვირთხის წელიწადი გიმზადებთ.
  ვერძი – ემოციურიობა, ფიზიკური გადატვირთვა და ხშირი სტრესი ენერგიას გამოგაცლით და იმუნიტეტის დავარდნას გამოიწვევს. ეცადეთ, იკვებოთ ბალანსირებულად და სწორად, რადგან წელს თქვენი ორგანიზმი თუ დასუსტდა, დიდი ალბათობაა, ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინოს თავი. მაქსიმალურად ერიდეთ ნეგატიურ გარემოს და ისეთ ადამიანებს, ვინც გამუდმებით წუწუნებს და ცუდზე საუბრობს. ემოციის კონტროლი და საკუთარი ენერგიის სწორად ხარჯვა თავიდან აგაცილებთ გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს.
  კურო – ხშირად იკონტაქტეთ პოზიტიურ და მოაზროვნე ხალხთან, რათა მათი კარგი განწყობა თქვენზეც გადმოვიდეს. სასურველია, თუ ორგანიზმის გაწმენდაზე იზრუნებთ და შლაკებსა და წიდებს სპეციალურად თქვენს ორგანიზმზე მორგებული დიეტით გამოდევნით. ეს ენერგიით აგავსებთ და დაავადებების რისკებს გამორიცხავს. ხშირად იარეთ ფეხით და მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს.
  ტყუპები – ემოციური გადატვირთვა და ხშირი რესპირატორული დაავადებებით დასნებოვნება, ორგანიზმის იმუნიტეტსა და ნერვულ სისტემას დაასუსტებს. ნუ იკვებებით სწრაფი კვების ობიექტებში. აუცილებლად დაკავდით სპირტით და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დარბაზს ხანდახან მაინც ესტუმრეთ. კვირაში ერთი დღე მოიწყვეთ დიეტა, რათა ორგანიზმი განიტვირთოს და შლაკებისა და წიდებისგან გათავისუფლდეს.
  კირჩხიბი – აქტიური ცხოვრების წესი. ეს სტრესისგანაც დაგიცავთ და ორგანიზმს ფიზიკურად გააძლიერებს. იყავით პოზიტიურ განწყობაზე და ერიდეთ ნეგატიურზე ფიქრს. გაუფრთხილდით გულს. წელს ჰიპერტონიით დაავადების დიდი ალბათობაა. კარგია თუ იოგით დაკავდებით. ეს, ხელს შეგიწყობთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ აჰყვეთ ნერვებს.
  ლომი – თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები ისე გადაანაწილეთ, რომ არ გადაიღალოთ. დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, შესაძლოა, უბრალო გაციებაც კი პრობლემად გექცეთ, გამოიწვიოს გართულება და დიდხანს მოგიწიოთ მკურნალობა. ამიტომ წლის დასაწყისშივე იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას. მოერიდეთ ღამის საათებში დანაყრებას და სწრაფი კვების ობიექტებში ჭამას. ხშირად მიირთვით დიეტური, ჯანსაღი საკვები.
  ქალწული – არ დაიცვათ თვითნებური დიეტები. დაიწყეთ დილა ვარჯიშით. ეს მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ და თავს მსუბუქად იგრძნობთ. იკვებეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით და მსუბუქად. კარგია წყლის პროცედურებისა და მასაჟის ჩატარება, რათა ტონუსში იყოთ და არ მოდუნდეთ. აუცილებლად მოიწესრიგეთ ძილის ხარისხი, რადგან გამოუძინებლობა ნერვულ სტრესს გამოიწვევს, ეს კი შესაძლოა, გარშემო მყოფებთან კონფლიქტების, აგრესიისა და პრობლემების მიზეზი გახდეს.
  სასწორი – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმუნიტეტს, რადგან წელს თქვენი დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი დაქვეითებული იმუნიტეტი და მჯდომარე ცხოვრების წესი გახდება. აკონტროლეთ რეპროდუქციული და სასქესო ორგანოების, ასევე, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობა – ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, რათა რაიმე გაუთვალიწინებელი არ გამოგრჩეთ. თავისუფალი დრო სპორტულ დარბაზში გაატარეთ.
  მორიელი – გადამეტებული და არაჯანსაღი საკვების მიღება გამოწვევს წონაში მომატებას, რაც პრობლემებს შეგიქმნით გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, ასევე, ჰიპერტონიული დაავადების მხრივ. წელს პირადი ცხოვრებისა და იმიჯის ცვლილება სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს ნევულ სისტემასა და ორგანიზმზე. მეტი დრო დაუთმეთ პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობას.
  მშვილდოსანი – მიეცით თქვენს ორგანიზმს ხშირად დასვენებისა და განტვირთვის საშუალება. ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე თუნდაც რამდენიმე დღით დასვენება ფიზიკურ ძალასაც მოგმატებთ და ნერვულ სისტემაზეც დადებითად აისახება. არ გადატვირთოთ ხერხემალი და ფეხები, ნურც თვალებს გადაძაბავთ. კარგია მასაჟისა და წყლის პროცედურების ჩატარება.
  თხის რქა – აკონტროლეთ ნერვული სისტემა. ერიდეთ სტრესსა და ნეგატიურ გარემოში ყოფნას. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კვებას. მაქსიმალურად ერიდეთ წონაში მატებას, რათა ამან ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს და ქრონიკული დაავადებებიც არ გაამწვავოს. ხშირად უსმინეთ გულს და აკონტროლეთ არტერიული წნევა. მცირე ცვლილებების შემჩნევის დროსაც კი აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
  მერწყული – ნუ გადატვირთვათ სხეულს მძმე ფიზიკური შრომით, რომ მომავალში ზურგის ტკივილებმა არ შეგაწუხოთ. საერთოდაც, ეცადეთ, დროდადრო მოსწყდეთ დამღლელ სამუშაოს და დრო თქვენი ჯანმრთელობის გაკაჟებისთვისაც გამონახოთ. სჯობს, ძილი მოიწესრიგოთ, რომ ორგანიზმს მისცეთ საშუალება, აღიდგინოს ძალები და ენერგიულად გემსახუროთ. ხშირად მოიწყვეთ განტვირთვის დღეები.
  თევზები – დამღლელ შრომას აუცილებლად შეუთავსეთ დასვენება. ხშირად დაასვენეთ გონება მშვიდი მუსიკით, ორგანიზმი კი – მსუბუქი ვარჯიშით. უსმინეთ გულისცემას და აკონტროლეთ არტერიული წნევა. ნუ დაიცავთ ყურმოკრულ დიეტებს. თქვენი წონის კორექცია სპეციალისტთან შეთანხმებით დაგეგმეთ.
скачать dle 11.3