კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№2 ვის გაუგზავნა სტალინმა არალეგალურად სამკურნალო თაფლი ოკუპირებულ საფრანგეთში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინის სიდიადეს არა მარტო, ეგრეთ წოდებული, „სტალინისტები“ აღიარებდნენ და აღიარებენ, არამედ მსოფლიოს უდიდესი, გამოჩენილი „თავები“, რომლებსაც არანაირი ვალდებულება არ გააჩნდათ საბჭოთა ბელადის წინაშე, თავისუფალი, შეუზღუდავი ადამიანები იყვნენ. სტალინის ძაგებისთვის მათ თითსაც ვერავინ დააკარებდა, პირიქით, შეაქებდნენ კიდეც.
  ისტორიკოს-პუბლიცისტი არტურ შოკმანი წერს: „დასავლეთის მედია აშკარად ტენდენციურია სტალინის მიმართ და 1946 წლიდან მოყოლებული, ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. იმის ნაცვლად, რომ სერიოზულმა მკვლევრებმა საბჭოთა ბელადის ცხოვრება და მოღვაწეობა სამართლიანად გამოიკვლიონ, ისინი მაინც „შავი პიარის“ პრინციპებით მოქმედებენ და სტალინს მხოლოდ უარყოფითი მხრიდან წარმოაჩენენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ანტისტალინურ პროპაგანდას ემსახურება. არადა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც წარმატებული სტალინური ინდუსტრიალიზაცია მიმდინარეობდა, დასავლეთის პროპაგანდა ყოველდღიურ სიბინძურეს ღვრიდა სტალინისა და საბჭოეთის წინააღმდეგ. იმ პერიოდის მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანები დაინტერესდნენ „საბჭოური ჯოჯოხეთით“ და იქ ჩასვლისა და ვითარების გაცნობის სურვილი გამოთქვეს... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ერთ დღეს სტალინმა გამომიძახა. რომ მივედი, მის კაბინეტში მაქსიმ გორკი დამხვდა. მე ხელი ჩამოვართვი დიდ მწერალს და სტალინს შევხედე.
– დაჯექი, – მითხრა სტალინმა. შემდეგ გორკიზე მიმანიშნა და დააყოლა, – ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ალექსეი მაქსიმოვიჩს (გორკის) შენი დახმარება სჭირდება... რას იტყვი, შესაძლებელია, რომ ბერნარდ შოუს ვიზა მოვუხერხოთ, ჩამოვიყვანოთ და ქვეყანა გავაცნოთ?
სტალინმა იმიტომ მითხრა ეს, რომ შოუ ბრიტანეთის მოქალაქე იყო და რადგან დიპლომატიური ურთიერთობა ამ ქვეყანასთან არ გაგვაჩნდა, შესაბამისად, ჩვეულებრივი ვიზებიც არ ფორმდებოდა.
– ჩვეულებრივი ვიზით ვერ ჩამოვა, თუმცა, თუკი შენ, კობა, მას პირადად დაპატიჟებ, მაშინ სტუმრის სტატუსით მივიღებთ. ამას კი შოუს თხოვნა დასჭირდება სტუმრობაზე, – ვუპასუხე სტალინს.
სტალინმა გორკის მიმართა:
– ალექსეი მაქსიმოვიჩ, ხომ გაიგონე, რა თქვა ვიაჩესლავ მიხაილოვიჩმა? იმ შენს შოუს უდეპეშე, რომ, კრემლში სტუმრად ჩამოსვლის თხოვნა გამომიგზავნოს და ამ საქმეს „გავუჩარხავთ“.
გორკის სახეზე ღიმილი აღებეჭდა. წამოიმართა და ჯერ მე ჩამომართვა ხელი და მადლობა გადამიხადა, შემდეგ სტალინს და სანამ კაბინეტიდან გავიდოდა, თქვა:
– ახლავე ფოსტაში გავივლი და ბერნარდს დეპეშას გავუგზავნი, რომ ისე მოიქცეს, როგორც მითხარითო.
ზუსტად თვრამეტი დღის შემდეგ საბჭოთა კავშირს ბერნარდ შოუ ესტუმრა. თავდაპირველად სტალინი მას არ შეხვდა და ეს შეგნებულად გააკეთა, რათა მასზე ზემოქმედება არ მოეხდინა. დიდმა მწერალმა ქვეყანაში სამი კვირა დაჰყო და სადაც მოისურვა და რისი ნახვაც ითხოვა, ყველაფერი დაათვალიერებინეს. მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან გამგზავრების წინა დღეს მიიღო შოუ სტალინმა და მათ პირისპირ 6 საათი ისაუბრეს. სტალინმა მას საუცხოო ქართული „ხვანჭკარაც“ დაალევინა და სამშობლოში დაბრუნებულმა, აღფრთოვანებულმა დიდმა მწერალმა ჯერ ყველა მოწინავე ბრიტანულ ჟურნალ-გაზეთს მისცა სტალინისა და საბჭოთა კავშირის სადიდებელი ინტერვიუები, შემდგომ კი, საკმაოდ სქელტანიანი წიგნი დაწერა საბჭოეთში ვოიაჟზე, სადაც აღფრთოვანებით იხსენიებდა სტალინსა და მის დიად ქვეყანას. პარალელურად კი, ჰკიცხავდა ბრიტანეთის მთავრობას იმის გამო, რომ საბჭოეთთან და მის ლიდერთან არ ურთიერთობდნენ. ამის მერე, ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია შოუს ავტორიტეტისთვის. საბჭოეთს პირველი დაეკონტაქტა და ამას დიპლომატიური დაახლოება და თანამშრომლობის დაწყება მოჰყვა“.
  ბერნარდ შოუ, რომ იტყვიან „პირველი მერცხალი“ იყო. მას მერე, ასევე საკუთარი სურვილით, საბჭოეთის მონახულება მოითხოვეს შოუზე არანაკლებმა ხელოვანებმა და ცნობილმა მოღვაწეებმა, რომელთა სიტყვა დიდად ფასობდა მსოფლიოში. სტალინით აღფრთოვანებული იყო ებრაული წარმოშობის გერმანელი მწერალი, ლიონ ფოიხტვანგერი. ის ჰიტლერის რეჟიმს გამოექცა და საფრანგეთში ცხოვრობდა. საბჭოეთში მანაც სამი კვირა დაჰყო და გერმანული გულმოდგინებით აკვირდებოდა ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა. სტალინთან შეხვედრისას კი პირადად გადაუხადა მადლობა საბჭოთა ბელადს იმის გამო, რომ ჰიტლერული გერმანიისგან განსხვავებით, სადაც ებრაელები ცხოველებზე უარეს პირობებში იმყოფებოდნენ, სტალინურ საბჭოთა კავშირში მათ ქვეყნის მართვას ანდობდნენ. საბჭოეთიდან გამგზავრების შემდეგ დიდმა მწერალმა, შოუს მსგავსად, დაწერა წიგნი, სადაც სტალინი დიდ პოლიტიკოსად და ადამიანების (ხაზგასმით – ებრაელების) უფლებების დიდ დამცველად მოიხსენია...
  სტალინისადმი განსაკუთრებით სიმპათიით იყო განმსჭვალული ცნობილი ფრანგი მწერალი, ნობელიანტი რომენ როლანი. საბჭოეთიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, როლანი მაქსიმ გორკის სწერდა: „სტალინთან საუბრისას ვგრძნობდი მის სიდიადეს და პატიოსნად ვაცხადებ, რომ მსგავსი კალიბრის დიდი პიროვნება არც აქამდე შემხვედრია და ალბათ, ვერც მომავალში შევხვდები. მიუხედავად კოსმოსური სიმაღლისა, სტალინი თანასწორივით მექცეოდა, რასაც ვერ ვიტყვი სხვა ცნობილ პერსონებზე, რომლებიც მის ფეხის ფრჩხილადაც კი ვერ გამოდგებიან. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ჰიტლერული ოკუპაციისას ტუბერკულოზით დაავადებული როლანი საფრანგეთში რჩებოდა, მან სტალინისგან, არალეგალურად, თაფლით გაკეთებული წამალი მიიღო, რომელიც საბჭოთა მზვერავმა ჩაუტანა და როგორც თვითონ როლანი ამბობდა, რამდენიმე წლით გაუხანგრძლივა სიცოცხლე. დიდ ფრანგ მწერალს ეს ფაქტი ძალიან თბილად და მადლიერების გრძნობით აქვს აღნიშნული თავის დღიურებში.
  ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი ყველა ფაქტი თუ პუბლიკაცია კარგადაა ცნობილი დასავლელი მკვლევრებისთვის, მაგრამ ისინი მათ გასაგები მიზეზების გამო არ იყენებენ. ხოლო, როდესაც ამაზე მიუთითებ, გიპასუხებენ, – სტალინს, რა თქმა უნდა, შეეძლო ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ მტკნარი სიცრუეა, რომ შოუ, ფოიხტვანგერი და სხვა მსოფლიო „თავები“ ისე გააბრუა და დააზომბირა, რომ თავი დააკარგვინა და ისინი სიცოცხლის ბოლომდე მოტყუებულები და გაბითურებულები დარჩნენ“.

скачать dle 11.3