კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რაში დაგეხმარებათ გრეიპფრუტი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გრეიპფრუტი სასარგებლო ციტრუსია, რომელიც ფორთოხლისა და თურინჯის ჰიბრიდიზაციის შედეგად წარმოიქმნა. არსებობს დაახლოებით 20 ჯიში, ნაწილს მოთეთრო ან ყვითელი გული აქვს, ნაწილს – ვარდისფერი ან წითელი. რაც უფრო წითელია გრეიპფრუტის გული, მით უფრო ტკბილია ნაყოფი. გრეიპფრუტი დიეტურ ხილად ითვლება. შეიცავს სულ რაღაც 32 კალორიას. ამ ციტრუსში გაცილებით მეტი ვიტამინია, ვიდრე ლიმონში. შეიცავს A, PP, C, D, B1, B2 და B9 ვიტამინს. მდიდარია მინერალებითაც – მასში საკმაო რაოდენობითაა კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, იოდი, რკინა, მანგანუმი, თუთია და ფტორი.
  გრეიპფრუტი განდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს, ხელს უწყობს შაქრის დონის დაკლებას. ებრძვის ათეროსკლეროზს და არეგულირებს არტერიულ წნევას. ახლად დაწურული გრეიპფრუტის, ლიმონისა და ფორთოხლის წვენის ნაზავი სასარგებლოა ორსულებისთვის, განსაკუთრებით, ზამთარში. გრეიპფრუტი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უწყობს ძილის ნორმალიზაციას და ებრძვის თავის ტკივილს. გრეიპფრუტი რეკომენდებულია წონაში დაკლების მსურველთათვისაც. ამ შემთხვევაში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე უნდა მიირთვათ ან დალიოთ ახლად დაწურული წვენი.
  გრეიპფრუტში არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მარილი, პექტინი, ფიტონციდი, ეთერზეთები და ნარინგინი.
  ფიტონციდი ნივთიერებაა, რომელიც ააქტიურებს ჩვენი ორგანოების ფუნქციას. ნარინგინი ცხიმის წვას უწყობს ხელს. ეთერზეთები კი ლიბიდოს გააქტიურებას უზრუნველყოფს.
გამოაშრეთ გრეიპფრუტი, გახეხეთ და დამწვრობაზე დაიყარეთ. გრეიპფრუტის წვენის მიღება კარგია მუცლის არეში ტკივილის ჩასახშობად – დალიეთ ერთი სუფრის კოვზი გრეიპფრუტის წვენი და რამდენიმე წუთში სპაზმი მოგეხსნებათ.
  გრეიფრუტი რამდენიმე ნაწილად დაყავით და მიირთვით ყოველი ჭამის შემდეგ. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნარინგინის მეშვეობით ცხიმი იწვება და სხეული ზემდეტი კალორიებისგან თავისუფლდება. შეგიძლიათ, ჭამამდე 20 წუთით ადრე სახლის პირობებში დამზადებული გრეიპფრუტის წვენი დალიოთ.
  თუ გრეიპფრუტს კანს მოაშორებთ, დაინახავთ თეთრ, რბილ მანტიას, რომელსაც მომწარო გემო დაჰკრავს. ადამიანების დიდი ნაწილი სპეციფიკური გემოს გამო მანტიას არ მიირთმევს. სინამდვილეში, მანტია ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ამასთანავე, საგრძნობლად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას.
  გრეიპფრუტი საშიშია კუჭის წყლულის მქონე პაციენტებისთვის. მოერიდეთ ციტრუსს, თუ კუჭის მჟავიანობის მომატებას უჩივით. თუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამთ, დაივიწყეთ ამ ხილის არსებობა. გრეიპფრუტი ანეიტრალებს კონტრაცეფციას და ზრდის დაორსულების რისკს. გრეიპფრუტის ჭამა გეკრძალებათ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წნევის წამლებს სვამთ – ის ორგანიზმში ქიმიურ პროცესებს ცვლის და შესაძლოა, გულის შეტევა დაგემართოთ.
скачать dle 11.3