კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 რატომ არ უნდა მიიღოს ქრისტიანმა ეკლესიური სწავლება ბრმად და რატომ არ შეიძლება არსებულ მდგომარეობასთან მუდმივად შეგუება

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  7 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს – ქრისტეს შობას აღნიშნავს. ადამიანები მივდივართ ღამისთევაზე, ვლოცულობთ, ვადიდებთ ქრისტეს შობას, მაგრამ ხშირად მეორე დღესვე ვუბრუნდებით ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ადამიანი ეჩვევა იმას, რომ თითქოს იცის, რა არის შობა, მაგრამ ასეთი მდგომარეობით ის სცილდება ჭეშმარიტებას და მისი საზეიმო განწყობა მხოლოდ და მხოლოდ ბაგეებით, გარეგნულად გამოიხატება. ჩვენი ცნობიერება, გული უნდა გასცდეს შობის დიდებით აღნიშვნას მხოლოდ გარეგნულად და ქრისტეს შობა რწმენით უნდა ვიზეიმოთ – მაშინ უფრო მეტი სიხარულითა და მოლოდინით აღივსება ჩვენი გული და სული. ქრისტე ამბობს: ვისაც სურს, შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აიღოს ჯვარი და შემომიდგეს. ამიტომ, ვაღიაროთ საკუთარ თავში პიროვნება  და შემდეგში მას სწორი მიმართულება მივცეთ. თუ გინდა, იყო კარგი პიროვნება, უნდა მიბაძო იესო ქრისტეს.
– ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა საკუთარ თავზე მოვირგეთ ეკლესიური სწავლება, ეკლესიური ცხოვრება, საკუთარ მავნე ჩვევებსაც კი არ ვებრძვით.
– მართლმადიდებლური ეკლესია სხვა ეკლესიებს იმით სჯობია, რომ ჩვენ ბრმად არ ვიღებთ ამა თუ იმ სწავლებას. წმიდა წერილი არ გვესმის ისე, როგორც მე მესმის, არამედ ისე, როგორც ესმოდათ და განმარტავდნენ წმიდა მამები. მთავარი ის კი არ არის, იძახო, მართლმადიდებელი ვარო, მთავარი შენი ცხოვრების წესია: მუდმივად სინანულში უნდა იყო – არა მხოლოდ მარხვაში, არამედ მარხვის დასრულების შემდეგაც. აღსარების თქმის შემდეგ იმავე ცოდვის ჩადენას სიკვდილი უნდა გერჩივნოს. არც შენი ჩამოწერილი ცოდვები სჭირდება ვინმეს, რადგან გადიხარ ეკლესიიდან და ისევ იმავე ცოდვას სჩადიხარ. თავმდაბალი თუ ხარ, გიყვარს შენი მოყვასი, სხვა ეროვნების ადამიანი – აი, ეს არის მართლმადიდებლობა. თუ შენში არაფერი შეიცვალა შობის, ნათლისღების, აღდგომის, მარხვის შემდეგ და ისევ ისეთი რჩები, როგორი მართლმადიდებელი იქნები? არანაირი კურნება არ აღესრულება შენში. შობის შემდგომ პერიოდში ჩვენში იგივე ჩვევები მოქმედებს, რაც შობამდე იყო. წმიდა მამები ამბობენ: ყველაზე მძიმე ცოდვა არის ის, რომელიც ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე აღესრულება. ანუ, უკვე ისე ხარ მათ ჩადენას მიჩვეული, რომ არანაირი ზეგავლენა აღარ გჭირდება – არც ეშმაკის, არც საზოგადოების. ავტომატურად სჩადიხარ ცოდვას და თავიდან ბოლომდე ხარ ჩაფლული ვნებებში, ცოდვებში... ამიტომ, უნდა გადავეჩვიოთ ამ ცუდ ჩვევებს საკუთარ თავზე მუშაობით, სახარების კითხვით, მარხვით, სინანულით. ყველა ჩვევას გადაჩვევა სჭირდება. უნდა დავინახოთ ჩვენი სუსტი მხარეები, არ უნდა მოვდუნდეთ და ვებრძოლოთ ჩვენს მავნე ჩვევებს.
– რომელია დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული მავნე ჩვევა?
– ბევრი ადამიანი მიეჩვია, რომ არ მოსწონს რაღაც, მაგრამ შეგუებულია არსებულ მდგომარეობას. ადამიანები მიეჩვივნენ არსებულ მდგომარეობას და ამბობენ: რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია, ასე უნდა იყოსო. ყველაფერი უკვე იმისკენ მიდის, რომ ადამიანები კმაყოფილი არიან არსებული მდგომარეობით, საკუთარ თავში არიან ჩაკეტილი და საბოლოოდ, ეს ყველაფერი დაინგრევა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისე უნდა ჩაიცვას, დაიხუროს, როგორც მას მისი ეკლესია, ზნე-ჩვეულება ასწავლის, მაგრამ ეშინია, რომ  ვინმემ არ თქვას: ჩამორჩენილია, „გოიმია“, არ ესმის...  ჩვენ უნდა გვახსოვდეს არა ის, რას იტყვიან სხვები ჩვენზე ან რას ვიტყვით საკუთარ თავზე, არამედ რას იფიქრებს უფალი. ჩვენი, მართლმადიდებლური ფასეულობებით უნდა ვიცხოვროთ, სხვანაირად ვერ გადავრჩებით. სულ გავრბივართ, სულ გვეჩქარება, ერთმანეთს წესიერადაც ვერ ვესაუბრებით. ოჯახიდან მამა ან დედა ადრე გადის, საღამოს გვიან მოდიან და ხშირად საკუთარ შვილებთანაც არ აქვთ ურთიერთობა. დრო კი ისეთი აჩქარებულია – გათენებული არ არის, რომ უკვე დაღამებულია.
– როგორია დღეს მორწმუნე ადამიანების სულიერი მდგომარეობა?
– ჩვენ, ყველანი, როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ხიბლში ვართ. დღეს რომ ყველა გარდავიცვალოთ, ჯოჯოხეთში მოვხვდებით – აი, ეს არის ჩვენი ანალიზის პასუხები. ამწუთს რომ გარდავიცვალოთ, ვერავინ ცხონდება. დღეს სხვაა ცუდად, ხვალ შენ იქნები, ზეგ კიდევ – სხვა, იმიტომ რომ, დაცემული ბუნება გაქვთ, არ იცნობთ თქვენს ღმერთს. ეკლესიაში, იცი, რატომ მოდიხართ? რომ ხვალ უნდა იმშობიარო, რომ შენი ბიზნესი კარგად იყოს, სახლში რაღაც ვერ არის კარგად და გინდა, დალაგდეს. როცა ეკლესიაში მოდიხარ, მხოლოდ უფალთან შეხვედრა უნდა გინდოდეს, ილოცო და მასთან ერთად იყო. თუ უფალთან შესახვედრად არ მიდიხარ ეკლესიაში, არ გაქვს ეს გრძნობა, ღმერთი არ მოგისმენს.  როცა ეკლესიაში რაღაც მიზნით მიდიხარ: წავალ ახლა, სანთელს დავანთებ და ეს უნდა ვთხოვოო. მერე ვერ იღებ და ბოროტდები, მრისხანებაში ვარდები და უარესი წარმართი ხდები, ვიდრე იყავი. როცა მიიღე გადაწყვეტილება, წახვიდე ეკლესიაში, სათხოვარი გადადე გვერდით – დიდი ხნის უნახავი ღმერთი უნდა ნახო. ღმერთთან იმდენად ახლოს უნდა იყოთ, ადგილი არ დარჩეს იმისთვის, რომ შუაში ვინმე ჩადგეს ან გაძვრეს და გამოძვრეს. მაგრამ, ჩვენ შორის იმდენი ადამიანია, იმდენი ნივთია ჩაყრილი, რომ ღმერთი ამიტომაც არ არის ჩვენთან. ვითხოვთ: სახლი მაყიდინე, გამაყიდინე, ეს გამაკეთებინე. ღმერთი კი სხვა რამეს გვეუბნება: ვიცი, რა გჭირდება, მაგრამ შენ ის არ იცი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ. შეიძლება, დღეს სული ამოგხადონ და თვალი იმ მდიდარივით, სახარებაში რომ არის, ჯოჯოხეთში აახილოთ. ამიტომ, მიიღეთ სულიერი ენერგია ეკლესიაში. რამდენჯერაც გინდა ეზიარო და წირვა მოისმინო, თუ ამ დროს მტაცებელი მგელი ხარ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. ამ დროს ადამიანი ეკლესიაში არ დადის, კეთილია, არ განიკითხავს, არ არის შურიანი, ცუდს არ აკეთებს, წესიერი, თავმდაბალია – ისინი ცხონდებიან, მოვლენ ეკლესიაში და ჩვენ წავალთ. ძალიან მარტივია ღმერთი, ქრისტიანობა, თუ შენს სულში მიიღებ იესო ქრისტეს. მაგრამ, ძალიან რთულია დოგმების შესრულება, მცნებების დაცვა თუ ყველაფერს ფარისეველივით შეასრულებ: სანთელი უნდა დაანთო მარჯვენა ხელით, ტაძარში რომ შემოხვალ, უნდა შებრუნდე მარჯვნივ, მესანთლეს თავი უნდა დაუკრა, სტიქაროსანს უნდა გაუღიმო, მამაოსგან კურთხევა უნდა აიღო: გაგიჟდები, დაიღლები. ეს არავის დაუდგენია, ჩვენ დავადგინეთ. არ ვასრულებთ იმას, რაც ღმერთმა დაადგინა, სამაგიეროდ, რაც ადამიანმა დაადგინა, იმას ვასრულებთ.
скачать dle 11.3