კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 როგორ იქცევა ღალატი ცხოვრების განადგურების უმოკლეს გზად

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ დღევანდელი კულტურა, თანამედროვე ყოფა, შესაძლოა, ერთგვარად გაუცნობიერებლად, მიზანმიმართულად ახდენს ღალატის რომანტიზებას. ამ თემაზე უამრავი ფილმი და სიმღერაა შექმნილი, რომელთა გავლენით ღალატი ხშირად უჩვეულო, განსაკუთრებული გრძნობების აღმძვრელ გამოცდილებადაა წარმოდგენილი, რაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადო, მით უმეტეს, რომ  დანაშაულის შეგრძნება „აკრძალული ხილის“ სიტკბოს უფრო აძლიერებს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანები უკანონო კონტაქტების უარყოფით „ეფექტებს“ იმ იმედით არ უღრმავდებიან, რომ ფიქრობენ, ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება. თუმცა, საბოლოოდ ღალატს ყოველთვის კატასტროფული შედეგი მოაქვს.
  დადგენილია, რომ სტატისტიკურად, მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ქალებს, ვიდრე ქალები – მამაკაცებს. შესაძლოა, ქალები უკეთესად მალავენ ღალატს. მაგრამ ფაქტია – ბევრი არ დაფიქრებულა, რა შედეგები მოჰყვება ამ შეცდომას.
  თეონა (32 წლის): ჩემი ნება რომ იყოს, მოღალატე ადამიანს მატყუარას ოფიციალურ წოდებას  მივანიჭებდი. რატომ უნდა გააგრძელოს მოღალატე ადამიანმა ცხოვრება კომფორტულად,  მან ხომ უდიდესი ტკივილი მიაყენა საყვარელ ადამიანს და ცხოვრება  ჯოჯოხეთად უქცია?! ოღონდ არ მითხრათ, რომ ღალატი ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს შეიძლება, ყველას დაემართოს.  ვერაფრით დავეთანხმები ამ არგუმენტს.
– უსინდისო მოღალატის ამპლუაში ყოფნა მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის მით უფრო, თუ უნდა ვაპატიოთ. ხომ შეიძლება, რაღაც შემამსუბუქებელი გარემოებაც ჰქონდეს.
– როგორ უნდა ჰქონდეს შემამასუბუქებელი გარემოება, როცა  ღალატის პროცესი, თავის მხრივ, მუდმივად ტყუილების შეთხზვას გულისხმობს. ყველაფერი უცოდველი ნახევრად სიმართლით იწყება – „დღეს სამსახურში გვიანობამდე დარჩენა მომიწევს“, თუმცა მალე ტყუილების ტალღა ელვისებური სისწრაფით აგორდება და საოცრად დახვეწილ სიცრუეში გადაიზრდება ხოლმე. ამ დროს მამაკაცს საერთოდ არ ადარდებს, რას განიცდის ცოლი. ტყუილს ტყუილზე „აცხობს“ და მარტო იმაზე ფიქრობს, როგორ გამოძვრეს სიტუაციიდან. ოჯახსაც ებღაუჭება და  საყვარელსაც. მოღალატე კაცებს ვერ დააჯერებ, რომ  დამალული როდისმე აუცილებლად ირკვევა. არ არსებობს, რომ ტყუილი არ გამოაშკარავდეს. შეიძლება, ეს დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ  ღალატის შესახებ უეჭველად შეიტყობენ – ანუ ცოლი გაიგებს.  ჩემი აზრით, ღალატში ყველაზე საშინელი ის არის, რომ შენი დამცირება მაშინვე საჯარო ხდება. შემდეგ ხალხი ამ თემის გარჩევას იწყებს და შენი რომანის ინტიმური დეტალები უამრავი უსაქმურის დიალოგებში განიხილება. ვისაც ეს ჯოჯოხეთი გამოუვლია, იმან იცის, რას გრძნობს ქალი ასეთ დროს. მეგონა, შეურაცხყოფისა და სასოწარკვეთისგან მოვკვდებოდი. ამიტომ ვამბობ, რომ ღალატი არის ადამიანის ცხოვრების განადგურების უმოკლესი გზა. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ამ ტკივილიდან გაძლიერებულები გამოვიდნენ. საბოლოოდ, ის მოღალატეც ხვდება, რომ არ უღირდა „სიამოვნება“ იმ გართულებებად, რაც მას შედეგად მოჰყვა. საბოლოოდ ხომ  ყველა იმედგაცრუებული რჩება – მეუღლე,  მეგობრები, კოლეგები, მშობლები, შვილები,  საყვარელიც კი და რაც მთავარია,  თვითონ მოღალატე. თანაც გარშემო მყოფების იმედგაცრუება ძალიან დიდხანს რჩება და ანგრევს ურთიერთობებს.
– ამბობენ, რომ ღალატს აქვს რაღაც რომანტიკა და  მამაკაცები ამით უფერული ყოველდღიურობის გახალისებას ცდილობენ.
– ეს ხომ სისულელეა. მაგ ყალბი რომანტიკით იმას აღწევენ, რომ  ავტორიტეტს მთლიანად   კარგავენ. განსაკუთრებით კი – საკუთარ შვილებთან. მერე ამას აღარაფერი შველის. ბოლოს მათ უკვე იციან, რომ  მამა  სათნოების განსახიერება სულაც არ არის.  მისი  მხრიდან გაკეთებულ ნებისმიერ მორალურ შეფასებას ირონიით უყურებენ.  რაღა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ,  რომ  ამიერიდან  ჩემს ქმარს ცხოვრების გაგრძელება მიწისქვეშეთში მოუწევს, მაგრამ მისი აღარ გვჯერა. ცხოვრება შეიცვალა და მის  აზრს ოჯახშიც და გარშემო მყოფებიც ნაკლებად გაითვალისწინებენ.
– ანუ, ღალატში მთავარი პრობლემა ის არის, რომ პარტნიორისა და შვილების ნდობას კარგავ?
– დიახ, ერთ-ერთი  მთავარი პრობლემა ეგეცაა, იმიტომ, რომ ღალატით, უპირველესად, პარტნიორის თვითშეფასებას ანადგურებ. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც ერთ დროს დაჰპირდი, მთელი ცხოვრება მეყვარებიო. თანაც,  ეს  ხომ თამაში არ არის.  ღალატით განცდილი ტკივილი ყოველი ახალი კამათისას  თავს გახსენებს.  თუ, რაღა თქმა უნდა, მოღალატესთან  ურთიერთობის სურვილი შემოგრჩება. ყველაფრის  დავიწყებას მაინც ვერ შეძლებ. ძალიან დიდია იმედგაცრუება. ბავშვებიც შოკირებული რჩებიან, რადგან საგრძნობლად უფასურდება სიყვარულისა და ქორწინებისადმი მიდგომა. შვილისთვის მშობლების ორმხრივი სიყვარული ფსიქოლოგიური კომფორტის საფუძველია, შენ კი მას ღალატით ძირს უთხრი. კაცი ამას მხოლოდ მაშინ გააცნობიერებს, ღალატში რომ გამოიჭერენ და განქორწინების პერსპექტივა გამოიკვეთება. საყვარლებთან   შექმნილი ოჯახები  კი საკმაოდ მალე ინგრევა – მათი რომანი ხომ ტყუილით დაიწყო. ცხოვრების პირობებიც რთულდება. პარტნიორთან თანაცხოვრებისას შეძენილი ქონება ორად უნდა გაყო, ყოველთვიურად ალიმენტი იხადო, სასამართლო პროცესის შედეგად კი, შესაძლოა, ბიზნესის წილი დაკარგო. იმიტომაც მოხოხდებიან, ხოლმე ცოლებთან და ითხოვენ პატიებას. მოღალატე ქმრების უმეტესობა, ადრე თუ გვიან, საკუთარ საქციელს ნანობს.  როდესაც რეალურ დანაკარგს აღმოაჩენენ  და  მიხვდებიან, რომ ყალბმა ბედნიერებამ მთავარი ღირებულება დააკარგვინათ.


скачать dle 11.3