კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 პოლიტტემპერატურა – 2020

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                               შლეგი თუ მაინც ტვინდაბინდული?!

  რაკი ჩვენი საზოგადოების ყურადღება გასული წლის მიწურულს (და, ცხადია, მის დასაწყისშიც, იმიტომ რომ 13 იანვრის ჩათვლით: „ქეიფსაც ვიწყებთ დილიდან“ და პოლიტიკაზე ბჭობასაც – უფრო გრძნობისმიერად, იმიტომ რომ ბახუსიც თავისას შვება) მხოლოდ შიდა წვენში იხარშებოდა და იხარშება (თეორიულად, ბოლოს და ბოლოს, პროპორციული საარჩევნო სისტემა გადაგვარჩენს, შერეული თუ მხოლოდ მაჟორიტარული), ახლო აღმოსავლეთი სულ გადაგვავიწყდა, სადაც ისეთი კონფიგურაციაა, არათუ გრძნობამორეული, ჭკუადამჯდარიც კი დიდად ვერაფერს გაარკვევს.
  ჰოდა, რაკი ვერ გაარკვევს, აშშ-ს ავიაციამ საახალწლო სიურპრიზად (ეს უკვე ჩემეული ინტერპრეტაციაა) ერაყსა და სირიაში საჰაერო შეტევა მიიტანა პროირანულ სამხედრო ნაწილებზე (არც მეტი, არც ნაკლები, ხუთ სამხედრო ბაზაზე). ცხადია, თავდასხმას მსხვერპლიც მოჰყვა. მომხდარი მოულოდნელი არც ყოფილა, ვინაიდან ცხადზე უცხადესი იყო, რომ აშშ ასე იოლად ვერ დათმობდა პოზიციას ახლო აღმოსავლეთში და ვერც ირანის მიერ თავისი გავლენის გაძლიერება-გაფართოებას მიაყურისძირებდა).
  საპასუხოდ, ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა დაიქადნეს, რომ ამას არ შეარჩენენ აშშ-ს. ნაკლებად სავარაუდოა, უშუალოდ აშშ-ზე მიიტანონ იერიში, ისევ და ისევ მის მოკავშირეებზე იყრიან ჯავრს, აწ უკვე 2020-ში (თუმცა თქვენ მაინც ნუ შეშფოთდებით, ჩვენ არ ვიგულისხმებით, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე).
  აქედან გამომდინარე კი, როგორც ჩანს, 2020-იც ფრიად ცხელ-ცხელი იქნება და, მე რომ მკითხოთ, ჭეშმარიტად შლეგი (უფრო ტვინდაბინდული) უნდა იყო, ამ ფონზე ქვეყნის მმართველობა მოგინდეს, გინდა, პროპორციულად, გნებავთ – შერეულად ან, სულაც, მაჟორიტარულად.

скачать dle 11.3