კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 ღორიდან ვირთხამდე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                              რა, სად, როდის, ანუ – ვისთან?!

   დედამიწა ბრუნავს და წლებსაც ატრიალებს, თუმცა მაშინ, როდესაც ამ სამყაროს ერთი ნაწილი ვითარდება და სულ უფრო და უფრო მეტი კომფორტისა და სიმშვიდისკენ მიდის, მეორე ნაწილი ისევ ისე გმინავს, როგორც 21-ე საუკუნემდე გმინავდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურებიან. მაგალითად, ჩვენ, ამიტომაც ვერ გაგვირკვევია, სად ვართ და რა გვინდა.
  ხოლო, რადგან ვერ გაგვირკვევია, იმას გარდა, რომ თვით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც კი ვერ შევთანხმებულვართ, ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ოკუპანტი რუსეთი, რა არის გმირობა (იმიტომ რომ ჩვენთვის ყველა გმირია, ვისაც კი ცხელი ტვინი აფექტში ასეთად შერაცხავს, ხანდახან არც თუ უანგაროდ) და ღალატი, წესიერება და ცრუმორალი. თვით ნაძვისხეზეც ვერ შევთანხმდით (მოგვწონს თუ გვძაგს?!). რაც ყველაზე უცნაურია, ნაძვისხის ფასს აპროტესტებენ (არადა – მეც მეძვირება), ჩვენი გადასახადი იფლანგებაო, ისეთებიც, რომლებიც გადასახადებს საერთოდაც არ იხდიან.
  აი – პოლიტიკურ ავანსცენაზე კი საქმე გაცილებით რთულადაა და იქამდეც კი მივიდა, რომ მესამე ცენტრობაზე პრეტენზიის მქონე „ლელოს“ დამფუძნებელმა (სხვათა შორის, გასული, ანუ ღორის წლის მთავარი სიახლეც ეს იყო) განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, გაარკვიოს ივანიშვილის ფულის წარმომავლობა (იმიტომ რომ თავისი ფულის წარმომავლობა უკვე გაარკვია და ამიტომ ახლა ივანიშვილის ფულის წყაროს ეძებს, ეჭვი მაქვს, „ნაკოლის“ ამბავში).
  ამდენად, ეჭვი მაქვს, 2020-ის ვირთხას მთელი გულით უნდა შევთხოვოთ, რომ მეტი ადეკვატურობა მოგვმადლოს, იქნებდა, ცოტა ხანს კიდევ დაგვიტოვოს დედამიწამ?!


скачать dle 11.3