კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№2 „ჭკვიანი“ რაკეტების ერა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                                   დედამიწის ხორცმეტები?!

  მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ ვერ გაგვირკვევია, თუმცა ამ მზის ქვეშ რამდენიმე ათასი წელია, ვარსებობთ და ჩვენი საზოგადოების ნაწილი დღენიადაგ იმას ჩივის, რომ რფ-ის ხელში, თუ არ წამოვუგორდით ფეხრთით, არც არაფერი გვეშველება, მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში (ოღონდაც მის განვითარებულ ნახევარში) ხელოვნური ინტელექტის ბუმია. კარგა ხანია, ხელოვნურ ინტელექტს სამხედრო საქმეშიც იყენებენ და არც ის დროა შორს, როდესაც უნივერსალური რობოტი ჯარისკაცები იომებენ.
   უკვე დღესვე ცნობილია, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის სამხედრო რაკეტებს ქმნის (C-DAEM), რომლებიც თავად აღმოაჩენენ მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკასა და არსენალს და, ზედაც, გაანადგურებენ. სხვათა შორის, მაშინაც კი, როდესაც მათი ადგილმდებარეობა დაუდგენელია ან არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები. რაც მთავარია, რაკეტებს ადამიანური მართვა არ სჭირდება და, წინასწარი ინფორმაციითვე, ისინი გამოსაყენებლად მზად 2021 წლისთვის იქნებიან.
  ხოლო, ამასობაში, რფ-ში მათმა სამხედრო სიახლემ – ავიაგამანადგურებელმა „სუ 27-მა“ კატასტროფა განიცადა (მართვის სისტემა აღმოჩნდა ხარვეზიანი), არადა სპეციალისტებს ახალი მოდელები რფ-ის სამხედრო მანქანისთვის  (საწარმოებლად) აწ უკვე გასული წლის ბოლოსთვის უნდა ჩაებარებინათ.
  აქედან გამომდინარე, თუმცა, სახელდობრ, ჩვენ იქაც ვერ ვართ, სადაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების წინათ იყვნენ, გული იმას დავაჯეროთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მაინც მოუღებს ბოლოს ჩვენს ოკუპანტს (თუ 2020-ში ვერა, 2021-ში მაინც), ოღონდ არც ისაა გამორიცხული, რომ ზემონახსენებმა „ჭკვიანმა“ რაკეტებმა ჩვენ და ჩვენნაირებიც (სულ სხვის იმედად მყოფები) მიიჩნიოს დედამიწის ხორცმეტებად და ერთ მშვენიერ დღეს მოწინააღმდეგეებადაც აღგვიქვას (შენ გაუგებ ხელოვნურ ინტელექტს?!).

скачать dle 11.3