კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 გამორჩეული პროფესიონალის – მანანა კუპატაძის წარმატების გზა და რჩევები დამწყებთათვის

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ძლიერი და გამორჩეული მენეჯერი მანანა კუპატაძე  პროფესიით ფილოლოგია, ჩინური ენის სპეციალისტი, აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ლიტერატურის დარგში. მისი ცხოვრების ყველა წარმატება დაუღალავი შრომის შედეგია. არ ჩერდება იქ, სადაც მეტად განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს და მუდმივად სიახლის ძიებაში მყოფს, უამრავ კომპანიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა.  თუ ჯერ არ იცით, როგორ უნდა შექმნათ თქვენი წარმატებული კარიერა, მაშინ ინტერვიუ მანანა კუპატაძესთან თქვენთვის კარგი მოტივაცია იქნება.
– ქალბატონო მანანა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ მათთან თანამშრომლობას დათანხმდეთ?
– კომპანიაში უნდა ვხედავდე გამოწვევებს და ჩემი დადებული  შედეგი თვალსაჩინო უნდა იყოს. კომპანიის ხელმძღვანელი, რომელთანაც უშუალოდ მომიწევს მუშაობა, უპირველესად, პიროვნული ღირებულებებით უნდა მომწონდეს და მისგან აუცილებლად უნდა ვგრძნობდე ნდობას. აი, ამის შემდეგ მზად ვარ, ბოლომდე მოვახმარო ჩემი ადამიანური რესურსი კომპანიის განვითარებას. მზამზარეული არაფერი მიზიდავს. საოცრად მიზანდასახული ვარ. მომწონს შექმნისა და განვითარების პროცესი. კომპანიას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი გეგმები.
– გაჩიანის  ტერიტორიაზე არსებული შპს „რუსთვი სთილ კორპორეიშენ კომპანის“ არმატურის საწარმოს დირექტორის მოადგილის პოზიცია გიკავიათ, რაც ქალბატონისთვის, ალბათ, საკმაოდ რთული თანამდებობაა.
– ურთულესია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველდღიურად ორი სრულიად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან ვურთიერთობთ. მოგეხსენებათ, საწარმო ჩინელი ინვესტორების საკუთრებაა. როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ თანამშრომლებსა და დამსაქმებელთა შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არცერთ ჩინურ კომპანიაში არ არის ისეთი პირობები ქართველი თანამშრომლებისთვის, როგორიც ჩვენთან. ყოველთვის ვახერხებ ოქროს შუალედის პოვნას, თუმცა უმჯობესია, ეს თანამშრომლებს ჰკითხოთ.
– როგორ დაიწყეთ და რა გზა გაიარა ქარხანამ დღემდე?
– კომპანიაში მუშაობა 2015 წლის 16 მაისს დავიწყე, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ საწარმოს ტერიტორია სრულიად ცარიელი იყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ადამიანს, მაშინდელ კომპანიის მეწილესა და დამფუძნებელს – ჩენ ლაიდს, რომელმაც უპირობო ნდობა გამომიცხადა და ჩემი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მომცა. კომპანიამ 5 წლის განმავლობაში  რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ასევე, გახლავთ  პროექტის – „აწარმოე საქართველოში“ – ბენეფიციარი, დაასაქმა ათეულობით ადგილობრივი მოსახლე და თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში. კომპანია კვლავ  გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას.
– რომელი საქმიანობა იყო თქვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და როგორ გაართვით თავი?
– ჩემთვის ტექნიკურად სრულიად ახალი სფერო იყო, თუმცა მენეჯერული საქმიანობა – არახალი.  საწარმოს მშენებლობის პარალელურად,  უნდა გამეკეთებინა სვოტ ანალიზი, ანუ უნდა გამომევლინა და შემეფასებინა კომპანიის პროფილის ძლიერი და სუსტი მხარეები ბიზნესის კეთებისას და სხვა მრავალი, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს. საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ბაზარზე ახალი პროდუქციით შესვლა (კომპანიამ ტესტირების რეჟიმში სამშენებლო არმატურის წარმოება 2016 წელს დაიწყო) არც ისე მარტივი საკითხი იყო, მაგრამ შევძელით და თავი გავართვით ამ გამოწვევას. ფაქტი სახეზეა. მხოლოდ 2019 წლის წლიური ბრუნვა, დაახლოებით, 30 000 000 ლარი შეადგინა. კომპანიას კვლავ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ჩემი დიდ სურვილია, კომპანიამ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობები და რამდენიმე პროექტი ამ მიმართულებით განახორციელოს.
– რამდენიმე კომპანიის გუნდში ხართ, სად რა თანამდებობა გიკავიათ?
– დიდი სიამოვნებით ვთანამშრომლობ ჩაჩავას კლინიკის რეპროდუქციული განყოფილების ხელმძღვანელთან, რეპროდუქტოლოგ ქეთევან გოცირიძესთან. სამედიცინო ტურიზმი – ეს საკმაოდ საინტერესოა ბიზნესის კუთხით და იმედი მაქვს, შევძლებთ ჩინეთის დაინტერესებას. ჩემი საქმიანობაა დოკუმენტაციის თარგმნა და ჩინელ პაციენტებთან კომუნიკაციის დამყარება. ზოგადად, ამ საქმეს დიდი პერსპექტივა აქვს, ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები გამაჩნია.
– წარმოგვიდგინეთ ოჯახი.
– მყავს არაჩვეულებრივი მშობლები და უნიკალური და-ძმანი (ორი და და ორი ძმა). სითბო, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა არის ჩვენი დიდი ოჯახის შემაკავშირებელი ძალა. ჩვენი ოჯახის დღევანდელი დღე ჩემი მუხლჩაუხრელი, მშრომელი, გონიერი დედის დამსახურებაა.
მყავს მეუღლე – ჩემი თილისმა ადამიანი, რომელმაც მაჩუქა მზის სხივი შვილი – შოთა წიფიანი.  ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, რომელსაც შოთამდე და შოთას შემდეგ ცხოვრებას ვეძახი. ოჯახი არის ჩემი  ბედნიერების უშრეტი წყარო.
– საკმაოდ პატარა ასაკში მიაღწიეთ დიდ წარმატებებს, რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერის შექმნას?
– ვერ ვიტყოდი, რომ პატარა ასაკში მივაღწიე წარმატებას ან, საერთოდ, ვარ თუ არა დღეს ნამდვილად წარმატებული, უფრო პიროვნებად შემდგარი ადამიანი ვარ. „წარმატება“, „წარმატებული“ – ეს ძალიან პომპეზურად ჟღერს. თავიდანვე ვიყავი გამორჩეული ჩემი მიზანდასახულობით, ინტერესით ჩემთვის უცნობი სხვადასხვა თემებით. განსაკუთრებით მიყვარდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა – ეს კითხვის სიყვარულს კი არა უფრო წიგნებით ცხოვრებას ჰგავდა. მერიდება, რაღაც რჩევა მივცე ვინმეს, მაგრამ გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას: გიყვარდეს ადამიანები და უერთგულე მას, რასაც აკეთებ და ვისთან ერთადაც აკეთებ. ცხოვრება გამოგიგზავნით ხან ცუდ და ხან კარგ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელებს, ეს იმიტომ, რომ უფრო უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბდე. იყავი მადლიერი და არასოდეს შეწყვიტო ძალისხმევა, გამოიკვლიო და აღმოაჩინო შენში ახალი შესაძლებლობები. დაივიწყე შური და იზრუნე ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, ნუ იქნები ეგოისტი... აი, ამ რაღაცების გააზრების შემდეგ ყველაფერი თავისით ლაგდება სამყაროში, რომელსაც შემდეგ ზოგი კარიერას უწოდებს და ზოგი პირად ბედნიერებას.
– უკვე წარმატების მწვერვალზე მყოფ მანანა კუპატაძეს, სად წარმოუდგენია თავი 10 წლის შემდეგ?
– არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი კარიერა, წარმატების მწვერვალების დაპყრობა. ვიტყვი მარტივად, ვიყავი მრავალშვილიანი ოჯახიდან, რომელიც ყოველთვის ხელმოკლედ ცხოვრობდა. ვიცოდი, უნდა მესწავლა, რომ ეკონომიკურად ძლიერი ვყოფილიყავი. ჩემს სწავლა-განათლებაში, ოჯახთან ერთად, ძალიან ბევრი ადამიანს მიუძღვის წვლილი, ამისთვის უდიდესი მადლობა მათ. 24 წლის ვიყავი, უნივერსიტეტი 3 წლის დამთავრებული მქონდა, როცა ჩინური ენით დავინტერესდი. მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც დააფინანსა ჩემი სწავლა ჩინეთში, მან მომცა შანსი და ეს შანსი გამოვიყენე. დღეს რა საქმიანობასაც ვეწევი და ჩემი საქმიანობა მრავალ სფეროს მოიცავს, ეს მაინც არ არის ის, რაც ჩემი ოცნება და მიზანი იყო, სულ მინდოდა, სამეცნიერო საქმიანობით დავკავებულიყავი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო ეს ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. 10 წლის შემდეგ, თუკი უფალი ინებებს, დავჯდები მშვიდად სახლში და მთარგმნელობითი საქმიანობით დავკავდები.

скачать dle 11.3