კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (82)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№1 როგორ მოვიდა გოდერძი შარაშიასთან თოვლის ბაბუა მუქარის შემდეგ და როგორ აფულიანებს ის ხალხს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  როგორია გოდერძი შარაშიას ახალი წელი, რა მივიწყებული ტრადიციები აღმოაჩინა მან ამ დღესასწაულთან დაკავშირებით და როგორ „აფულიანებს“ მისი ფეხი ადამიანებს, მისგან შეიტყობთ.
  გოდერძი შარაშია: ახალი გადაცემა მაქვს – „საუკუნის ელფერი“, რომლისთვისაც საახალწლო ტრადიციებზე ვიმუშავე და აღმოჩნდა, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი რამ არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ არსებობდა საახალწლო ნაძვისხზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეთოთხმეტე საუკუნიდან საქართველოში მას საშობაო ნაძვისხე ერქვა. შემდეგ ლენინმა დაარქვა საახალწლო, რატომ შეცვალა საშობაო, საახალწლოთი, ეს ყველასთვის გასაგებია. მე საშობაო განწყობა უფრო მომწონს. აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი ტრადიცია დაგვივიწყებია. მაგალითად, გურიაში შობის ღამეს ბუხარში უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული ხე, რომელიც ყველაზე ხმაურიანად, გუზგუზით იწვოდა და დიდ ნაპერწკლებს ყრიდა. ეს იყო ბარაქის ხე და სპეციალურად ისეთ ჯიშს არჩევდნენ, რომ მთელი ღამე არ ჩამქრალიყო. აკეთებდნენ კორკოტს, რომლის ქაფს, ეზოში ხეს უსვამდნენ. ეს ბარაქის მომტანი იყო. სვანეთში თავზე ივლებდნენ მამალს, მერე კლავდნენ, ხარშავდნენ და ძვლებს ცეცხლს ატანდნენ. ანუ, ამით ძველ წელს ატანდნენ დაავადებებს. საშობაო დღესასწაულებს ოდითგანვე „ხელმწიფის კარის გარიგება“ არეგულირებდა, ანუ ძველი კონსტიტუცია, სადაც გაწერილი იყო, როგორ უნდა ყოფილიყო ეს დღესასწაული მეფისა თუ გლეხის კარზე. ვისთვის რა უნდა გეჩუქებინა, რა წესებს იცავდნენ ერთნაირად გლეხი და მეფე და სხვა. მეფეს წინასწარ უნდა ჰქონოდა სია, ვინ რა დროს მოვიდოდა და რას მოიტანდა. მაგალითად, ტაბლაზე, მეფესთანაც და გლეხთანაც უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავი, ბუნებრივია ზომასა და წონაში განსხვავება იქნებოდა, მაგრამ ეს აუცილებლობა იყო. მეფეს საშობაოდ სპეციალური შესამოსელი ჰქონდა. ისიც გასცემდა საჩუქრებს. ზოგან ორი მეკვლის ტრადიციაც გვხვდება. ერთი – ოჯახის წევრი იყო, რომელიც ახალი წლის ღამეს თავის ხონჩით სხვაგან ათენებდა. სახლში მოვიდოდა, ოჯახის წევრებს მიულოცავდა, შემდეგ გადიოდა წყაროზე, სადაც მეკვლეები იკრიბებოდნენ. იქიდან მოჰყავდა სახლში ოჯახის წინასწარ შერჩეული მეკვლე. მას კიდევ ცალკე მოჰქონდა საჩუქარი ოჯახისთვის და ისინიც ახვედრებდნენ ძღვენს. დილით დიასახლისი ჭიდან სუფთა წყალს შემოიტანდა და სახლში აპკურებდა, რაც სისუფთავესთან ასოცირდებოდა, ოჯახს წმენდდა. მე, მაგალითად, ნაძვისხეს ჩიჩილაკი მირჩევნია. მასში ძალიან ბევრი ეთნოგრაფიული ელემენტია – მასზე იმ მოსავალს ჰკიდებდნენ, რომელსაც ოჯახი მთელი წლის განმავლობაში მოიწევდა. გურიაში ოჯახის წევრებს ზოგს ხონჩები და ზოგს ჩიჩილაკები ეჭირათ ხელში და ლოცვით სამჯერ უვლიდნენ წრეს სახლს. სხვა თუ არაფერი, ამაში დადებითი აურა ხომ არის?! აუცილებლად მიდიოდნენ საქონელთან, კრუხ-წიწილასთან, ვენახში, ბაღში, ყველგან ჩიჩილაკებს ტოვებდნენ და ულოცავდნენ დღესასწაულს. ახალი წლის სამზადისი ბარბარობიდან იწყებოდა და არა მანამდე, ჩვენ რომ უკვე სამ დეკემბერს ნაძვისხეებს ვდგამთ.
– ოჯახში რა ტრადიციები გაქვთ?
– ჩემს ბავშვობაში ჩვენს ოჯახში ძალიან მკაცრად იცავდნენ მეკვლეობის წესს. ჩვენთან ოჯახის მეკვლე ხან ბებია იყო, ხან მამა. მამას თუ საქმეები ჰქონდა, მაშინ ამ ადგილს ბებია იკავებდა. მეკვლე სახლში რომ შემოვიდოდა, ერთ სკამზე ჯდებოდა და მთელი დღე მხოლოდ იმ სკამზე უნდა მჯდარიყო, რომელსაც წითელ ლენტს აკრავდნენ. იმ დღეს სულ სახლში უნდა ყოფილიყო, სხვაგან არ უნდა გასულიყო.  მამა ხშირად იყო ხოლმე გასასვლელი და ამიტომ სულ ბებია იჯდა. ოჯახში ახლაც მეტ-ნაკლებად ვიცავთ ტრადიციებს. ერთი ამ ბოლო დროს დავამკვიდრეთ – ძველ ცოცხს ვაგდებთ და ახალ წელს ახალი ცოცხით ვხვდებით.
– მუქარის წერილი გავუგზავნე თოვლის ბაბუას და დღეს მობრძანდაო, წერდით. რატომ დაგჭირდათ მუქარა?
– კი (იცინის). ეს უფრო „სეკრეტ სანტას“ ამბავს ეხებოდა. საჩუქრები რომ არ მოსდით ან მოსდით დამსხვეული, უხელ-ფეხო. ჩემთან საერთოდ არ მოსულა. იმედგაცრუებულთა რიგებში ვარ. არც ჩემს მეუღლესთან მოსულა (იცინის). არადა, ჩვენ დიდი ამბით გავაგზავნეთ.
– როგორი ფეხი გაქვთ?
– ძალიან კარგი. ამბობენ, რომ სადაც მივედი, ბევრი ფული იშოვეს, ბავშვები გააჩინეს, მთელი ამბებია...
– გენდერულ თანასწორობას გაიძახით და კი დაარბენინებთ ამ თოვლის ბაბუას აქეთ-იქეთო, ამასაც წერდით.
– რამე რომ იყოს, ყელს გამოგჭრიან (იცინის). ასე რატომ უნდა იაზროვნო? გადაცემაშიც ხშირად არის ხოლმე საუბარი: კაცს რატომ აქვს ქალზე მეტი ხელფასი... ქალი თუ მშობიარობს, კაცი რატომ არ მშობიარობს და მოკლედ, ავირ-დავირიეთ (იცინის). ამიტომ ვიხუმრე, გენდერულ თანასწორობას გაიძახით და ბაბუას კარგად არბენინებთ წინ და უკან-მეთქი. ჩვენთან, ოჯახში ყველაფერი გადანაწილებული გვაქვს. თუ მეუღლე სამსახურშია, შემიძლია, დავალაგო, დავრეცხო, დავაუთოვო და საჭმელიც გავაკეთო. ამაზე არც კი ვლაპარაკობთ. ჟურნალისტი ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რისი დაჯერებაც არ მინდა, მაგალითად, ძალადობა ქალზე. ძალიან ვწუხვარ იმ სულის შემძვრელი ფაქტების გამო, რაც გვესმის, მაგრამ თან, არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს მართლა ხდება.
– რაც შეეხება საჩუქრებს, ესეც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია.
– ოჯახში ერთმანეთს ვჩუქნით საჩუქრებს, მაგრამ დიდი მატერიალური ღირებულებით გამორჩეულებს – არა. ქვეყანაში იმდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს, უხერხულია იმის თქმა: „აი, ეს მექნება სუფრაზე, ამას ვაჩუქებ ოჯახის წევრებს“. არაფერი განსაკუთრებული არ მექნება, არც სხვებისგან განსხვავებული. ტელევიზორში რომ გიყურებენ, ჰგონიათ, არასდროს მოკვდები, ავად არ ხდები, ვალი არ გაქვს და ასე შემდეგ. რეალურად, ჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს, მაგრამ კმაყოფილები ვართ იმით, რასაც გამოვიმუშავებთ.
– რაც შეეხება ახალ გადაცემას, ამაზეც ვთქვათ ორი სიტყვით.
– გადაცემას ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, ისეთი, რომ მეც კი გამიკვირდა. მივხვდი, რომ ადამიანებს მობეზრდათ, რასაც ყოველდღიურად უყურებენ. „საუკუნის ელფერი“ ნახევარსაათიანი გადაცემაა, სადაც მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლების ისტორიას განვიხილავთ. შესაბამისად, რაც ამ გადაცემაზე მუშაობის დროს ვისწავლე, იმდენი ერთად არასდროს მისწავლია (იცინის).

скачать dle 11.3