კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ დააყაჩაღეს შაინინას სახლი, რომელსაც პოლიციასთან ერთი კედელი ჰყოფს და აქვს თუ არა მას ეჭვი ახლობლებზე

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე


  ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნინო ბარათაშვილი იგივე შაინინა გაქურდეს. სოფელ დიღომში მისულს მშობლებისეული სახლი დარბეული დახვდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
  ნინო ბარათაშვილი: კონკრეტული ნივთების აღება დამჭირდა და გადავწყვიტე ავსულიყავი სახლში, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში არ ვყოფილვარ და დარბეული დამხვდა. სახლი ავარიაულია, იქ ცხოვრება უსაფრთხო არ არის და დაკეტილი გვაქვს, დაახლოებით სამი წელია. ჩემი და და შვილი ოქტომბრის შუა რიცხვებში ავიდნენ იქ ნივთების წამოსაღებად და ყველაფერი, როგორც დავტოვეთ, ისე დახვდათ – ხელუხლებელი. კარი აჭედილი – როგორც პირველ და მეორე, ისე მესამე სართულზე. კარის აჭედვა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც დაახლოებით, ერთი წლის წინ გაგვქურდეს: გაიტანეს მაცივრები, საკერავი მანქანა და სხვა ელექტროტექნიკა, რაც პირველ სართულზე გვქონდა.
– ანუ ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არაა?
– არა. პირველი შემთხვევა ის იყო და ბუნებრივია, ამის შესახებ მილიციაში განვაცხადეთ. მაგრამ, როგორც გვითხრეს, სოფელ დიღმისთვის პოლიციაში გაცხადება ჩვეული არ ყოფილა. არ აცხადებენ ან თუ აცხადებენ, შემდეგ უკან გააქვთ განცხადება.  საკმაოდ გახშირებული ფაქტია საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველა ერთმანეთის ნათესავია. ამიტომ, დიდია ალბათობა, რომ დამნაშავე ნაცნობი იყოს. უამრავი კომენტარი დამიწერეს, მაფრთხილებდნენ, მზად იყავი, რომ დამნაშავე შეიძლება შენი ახლობელი აღმოჩნდესო. მე ვფიქრობ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მნიშვნელობა არ აქვს, ახლობელია, ნათესავი თუ ქუჩაში გამვლელი.
– ფიქრობთ, რომ შეიძლება, ახლობელმა დაგაყაჩაღათ?
– ფაქტების გარეშე ვერ განვიხილავ. თუ თითის ანაბეჭდებში ნაცნობის ანაბეჭდი აღმოჩნდა, ეს უკვე დანაშაულია. შესაძლოა, მას არ ჰქონდეს შეხება ქურდობასთან და იმ ვანდალიზმთან, რაც სახლში დაგვხვდა, მაგრამ დახურულ სახლში უცხო ადამიანის თითის ანაბეჭდის აღმოჩენა, მინიმუმ, ეჭვის საფუძველია. როგორი დანგრეულიც უნდა აყოს, არ შევალ სხვა ადამიანის კერძო საკუთრებაში.
– პირველი ძარცვა გამოძიებულია?
– სავარაუდოდ, არ განუხილავთ, არავინ დაგვკავშირებია. სამართალდამცავ ორგანოებს მივმართეთ. რაღაც პერიოდის შემდეგ მძარცველებმა მობილური ტელეფონი ერთ-ერთ მაღაზიაში დატოვეს და ჩემს შვილს დაუკავშირდნენ, შენი ტელეფონი აქა და აქ დევსო. ეს ტელეფონიც მივიტანე პოლიციის განყოფილებაში დამატებით მტკიცებულებად. მაგრამ შედეგი არ ჩანს.
– რაც შეეხება ახლანდელ ძარცვას. ეს ზუსტად როდის მოხდა?
– 16 დეკემბერს. ყველაფერი დალუქული გვქონდა და სახლში შეღწევის ნებისმიერი მცდელობა გარკვეულ ხმაურს გამოიწვევდა, რაც უნდა გაეგოთ როგორც გამვლელებს, ასევე, პოლიციელებს. თუმცა პოლიციასაც ჰქონდა ინფორმაცია ამ ძარცვისა და ვანდალიზმის შესახებ. ვანდალიზმს ხაზგასმით ვამბობ. ქურდობას არცერთ შემთხვევაში გამართლებულად არ ვთვლი, მაგრამ როცა ადამიანს შია, როცა სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდება, შეიძლება, კიდევ გაამართლო. აქ წაღებულიც საკმაოდ ბევრია, მაგრამ, როცა, რაც ვერ მიგაქვს, იმას ამსხვრევ, კუწავ და ფლეთ, ფოტოებს თვალების ადგილას ხვრეტ, რამდენიმე ნივთს ცეცხლს უკიდებ, რომ სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვიო, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანის ჩადენილი არაა. თავიდან მეგონა, რომ პატარა ბავშვები „გაერთნენ“, მაგრამ ვხვდები, რომ ასე არაა, რადგან საკმაოდ მძიმე ნივთებია სახლიდან გატანილი: ტელევიზორი, ველოსიპედი, დიდი ჭაღი, რომელსაც მინიმუმ, ორი ზრდასრული ადამიანი სჭირდება, სამზარეულოს ელექტროტექნიკა და კიდევ ბევრი ისეთი ნივთი, რომელსაც ორი პატარა ხელი ვერ მოერევა. ყველაფერი ყუთებში მქონდა ჩაწყობილი, რომ კომფორტულად გადამეტანა სხვაგან. როგორც მე გადავახვიე სათითაოდ ყველა ნივთი ქაღალდში და ჩავდე ამ ყუთებში, ისე სათითაოდ, ამოალაგეს და ან კედელს მიანარცხეს, ან ფეხით გათელეს. წიგნები დახიეს და მიმოფანტეს.
– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითოქოს გაბრაზებულმა ადამიანმა იძია შური.
– არ მაქვს პასუხი. არავისთვის არაფერი დამიშავებია, თუ ვინმეს ჩემთან რამე პრობლემა აქვს, ვფიქრობ, ეს მისი პირადი პრობლემაა. ეს სახლი სოფელ დიღომშია და მან უკვე იმდენად დიდი ტკივილი მომიტანა, ფინანსურ ზარალთან ერთად, რომ გული ამიცრუა იქაურობაზე. ყველა ის ნივთი, კონკრეტული თანხითაა შეძენილი. წლების განმავლობაში ნაგროვები ოჯახური დოვლათი გვქონდა, რომელიც აბსოლუტურად გაგვიცამტვერეს. კედლებზე წარწერები და შეურაცხმყოფელი ნახატები იყო დატოვებული სახელობით ავტოგრაფებთან ერთად.
– პოლიციის განყოფილება ახლოსაა ამ სახლთან, არა?
– საერთო კედელი გვაქვს. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი ისე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ჩემდამი მომართული არაკანონიერი ქმედება იყო, არამედ პოლიციის დაცინვა. პოლიციის შენობა ღობის მიღმა დგას და ეს კარგად ჩანს. მე ვიდეო გავავრცელე ამ ფაქტის შესახებ, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოლიციის რეაგირებაც შესაბამისად, სწრაფი იყო. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ამ საქმეს გახსნიან.
– ახლა რა ხდება იმ სახლში?
– ისევ დავკეტეთ, გადარჩენილი ნივთები გავიტანეთ. აღარ მინდა, ამ სოფელთან კონტაქტი მქონდეს. ჩემი მშობლები წარმოშობით აქედან იყვნენ. დედა სკოლის დირექტორი იყო, მამა – გამგებელი. რაც მათ ამ სოფლისთვის გაუკეთებიათ, ვფიქრობ, ცოტა სხვანაირ დამოკიდებულებას იმსახურებდნენ მოსახლეობის მხრიდან. არ არსებობს ადამიანი, ვისზეც ამაგი არ აქვთ. ამიტომ, ეს ძალიან დიდი ლაქაა ადგილობრივებისთვის. უმადურობა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაული და ცოდვაა. ამ სოფელში, მაქსიმუმ, ხუთი წელი ვიცხოვრე და არავისთვის არაფერი დამიშავებია. ჩემი მშობლებიც გულნატკენი წავიდნენ მათი უმადურობით, რაც პერიოდულად იგრძნობოდა თანასოფლელებისგან. ისინი მათივე სურვილით იქ არიან დაკრძალულები და იმედია, მათი სულები მშვიდად იქნებიან, მაგრამ ამ ვანდალური დამოკიდებულების შემდეგ მე იქ ნამდვილად ვერ ვიქნები მშვიდად. შესაძლოა მითხრან, იქაურებს არ გაუკეთებიათო. მაგრამ მეეჭვება, სხვა ქალაქიდან ან სოფლიდან სოფელ დიღომში, პოლიციის გვერდითა სახლის დასარბევად მოსულიყო ვინმე. გადავწყვიტე, რომ გავყიდო. აუცილებლად ავალ ხოლმე მშობლებისა და ნათესავების საფლავზე, მაგრამ ეს არ იქნება ადგილი, სადაც ერთი წუთით მაინც ვიცხოვრებ. არა მგონია, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს მოუნდეს იმ ადგილას ცხოვრება, სადაც ხვდება, რომ როგორც მინიმუმ, სძულთ, თუ უფრო მძიმე განძრახვა არ აქვთ.

скачать dle 11.3