კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 „ლაზიკამედი“ – თანამედროვე სტანდარტები და პროფესიონალთა გუნდი

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი „ლაზიკამედი“ რამდენიმე წლის წინ გაიხსნა და მოკლე დროში შეძლო პაციენტების ნდობისა და აღიარების მოპოვება. ულტრათანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და პროფესიონალთა გუნდი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გარანტია. „ლაზიკამედის“ უპირატესობების შესახებ უფრო დაწვრილებით კლინიკის კლინიკური მენეჯერი კესო გელენიძე გვესაუბრა.
– ქალბატონო კესო, როდის დაარსდა „ლაზიკამედი“ და თქვენ როდიდან ხელმძღვანელობთ მას?
– „ლაზიკამედი“ გახლავთ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი, ის  დაარსდა 2016 წლის 1 ნოემბერს. გახსნის დღიდან  დღემდე ვარ დაწესებულების  კლინიკური მენეჯერი. შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკის კლინიკური  მიმდინარეობის მართვაში სრული თავისუფლება და აბსოლუტური მხარდაჭერა მაქვს ამჟამინდელი დირექტორის – ნიკა გაბედავას მხრიდან.
– რა გზა გაიარეთ „ლაზიკამედის“ წარმატებამდე?
– გახსნის დღიდან დღემდე ძალიან რთული გზა გავიარეთ:  პირველ რიგში, მოსახლეობაში უნდა დაგვემსხვრია უნდობლობის ცივი კედელი, დაგვერწმუნებინა, რომ შევძლებდით, მათთვის მიგვეწოდებინა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ეს დაწესებულება იხსნებოდა მხოლოდ პაციენტების კეთილდღეობისათვის, რათა მათ  ქალაქიდან გასვლის გარეშე  ჩაეტარებინათ მაღალი დონის სამედიცინო გამოკვლევები ამბულატორიულ დონეზე, გაევლოთ კონსულტაციები ქვეყნის წარმატებულ და ცნობილ ექიმებთან.
  ჩვენ უახლოესი ქალაქებიდან – ქუთაისიდან და ბათუმიდან – მოვიწვიეთ საუკეთესო სპეციალისტები, ჩამოვაყალიბეთ ძირითადი შემადგენლობა, შევქმენით მათთვის კომფორტული სამუშაო გარემო  და საკმაოდ წარმატებით შევუდექით მუშაობას. გავაფორმეთ ხელშეკრულებები ქვეყნის წამყვან და ბაზარზე ახლად გამოსულ სადაზღვევო კომპანიებთან. ადგილზე გვყავს 7 სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმი. დავიწყეთ   თბილისიდან  საქართველოს საუკეთესო
პროფესორთა გუნდის ჩამოყვანა.
  არ იყო ადვილი, ჩვენთან ჩამოსვლის საჭიროებაში დაგვერწმუნებინა ის ექიმები, რომლებიც იმდენად არიან დაკავებული, რომ ერთი თვით ადრე აქვთ გაწერილი სამუშაო გრაფიკი. მაგრამ ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ თითოეულმა კონსულტანტმა, ვინც ჩვენს დაწესებულებაში მოვიდა, სიამოვნებით აღნიშნა, რომ აქ დახვდათ კლინიკურად სწორად მართული და მოწესრიგებული პაციენტები, რაც, რა თქმა უნდა,  ჩვენი ძირითადი კონსულტანტების დამსახურებაა, ამის შემდეგ ექიმ პროფესორთა გუნდის ვიზიტებმა სისტემური ხასიათი მიიღო და ისინი ჩვენი კონსულტანტები გახდნენ.
– როგორც ჩვენთვის ცნობილია, „ლაზიკამედის“ გახსნიდან რამდენიმე თვეში შეიცვალა დირექცია, თქვენ გახდით სამედიცინო დაწესებულების ერთპიროვნული კლინიკური მმართველი, რის შემდეგაც კლინიკა გახდა ბევრად უფრო წარმატებული და მოთხოვნადი, რა შეცვალეთ?
– დიახ, კლინიკის გახსნიდან ექვსი თვის შემდეგ, დირექტორატის გადაწყვეტილებით, კლინიკურ მართვაში სრული თავისუფლება მომეცა. სამი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახდინეთ კადრების ოპტიმიზაცია, შევძელით და ჩამოვიყვანეთ ქვეყნის თითქმის ყველა ცნობილი სპეციალისტი – კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ონკოლოგი, ალერგოლოგი, რადიოლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი, თერაპევტი. გავხსენით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი. გავაძლიერეთ რადიოლოგიური და ლაბორატორიული სეგმენტი.  გავხსენით სტომატოლოგიური კაბინეტი – მომსახურეობის სრული სპექტრით.
  თითოეულ პაციენტს, რომელიც დაწესებულებიდან გადის უფრო მაღალი ტექნოლოგიური კვლევის ან ოპერაციული ჩარევისთვის, ბოლომდე ვუწევთ კურირებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. მათ არ ვღლით სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული საკითხების გარკვევაში – ჩვენვე ვუგვარებთ ურთიერთობას სოციალური მომსახურების სააგანტოს ან კერძო სადაზღვევო კომპანიებთან.
  ჩვენ ვართ პაციენტის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გუნდი. თითოეული პაციენტი ჩვენთვის პირველად მიღებული პაციენტის ტოლფასია, მათთვის ვქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ვცდილობთ, თავი იგრძნონ მყუდრო და შინაურ გარემოში.
ჩართული ვართ უწყვეტი სამედიცინო განათლების ჯაჭვში. ჩვენი პერსონალისთვის ადგილზე პერმანენტულად ტარდება სამედიცინო კონფერენციები და მოხსენებები. მზადდება რეფერატები. ვცდილობთ, მუდმივად დავნერგოთ სამედიცინო სიახლეები და პრაქტიკულ საქმიანობაში ახალი მიღწევები გამოვიყენოთ.
– რა სახის მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი „ლაზიკამედში“?
– „ლაზიკამედში“ შეგიძლიათ, მიიღოთ ნებისმიერი სპეციალისტის კონსულტაცია, მაღალი ხარისხის ლაბორატორიული, რადიოლოგიური (ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური) კვლევა, სტომატოლოგიური მომსახურება, სრული სპექტრის ოფთალმოლოგიური კვლევა და ქირურგია. შეგიძლიათ, ისარგებლოთ როგორც სამკურნალო, ასევე რელაქსაციური მასაჟით, ფიზიოპროცედურების კაბინეტით,  აუტისტური სპექტრისა  და ფსიქიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სარეაბილიტაციო ცენტრით.
შეგიძლიათ, 12-საათიან რეჟიმში ისარგებლოთ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით როგორც თერაპიულ, ისე პედიატრიულ, ქირურგიულ და ტრავმულ განყოფილებებში. ფუნქციონირებს ანტირაბიული კაბინეტიც.
– როგორია „ლაზიკამედის“ ტექნიკური აღჭურვილობა?
– დაწესებულება აღჭურვილია უახლესი მოდელის სამედიცინო აპარატურით.
– როგორც ვიცით, თქვენი კლინიკა პერიოდულად აწყობს აქციებს, რომლის ფარგლებშიც „ლაზიკამედი“ პაციენტებს უფასოდ უწევს კონსულტაციას. რამდენად ხშირად აწყობთ ასეთი ტიპის  საქველმოქმედო ღონისძიებებს?
– უფასო აქციებს აქვს პერმანენტული ხასიათი. ასევე, ამ აქციის ფარგლებში პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, მედიკამენტებითაც უზრუნველვყოფთ.
– რას გეგმავს კლინიკა „ლაზიკამედი“ 2020 წლისთვის?
– 2020 წელს, უახლოეს პერიოდში, ვგეგმავთ კომპიუტერული ტომოგრაფის ამუშავებას, რათა დიაგნოსტირება  კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს და თითქმის ყველა სახის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება პაციენტისთვის ქალაქიდან გაუსვლელად იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, ვგეგმავთ ფილიალის გახსნას ქალაქ სენაკში. ვეცდებით, ვიყოთ ბაზარზე არსებული ყველა სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი. ვაპირებთ, გავაფორმოთ მემორანდუმი თურქეთის წამყვან კლინიკებთან. და, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მედიცინის თანამედროვე მიდგომების ჩვენს კლინიკაში მუდმივ დანერგვასა და კლინიკურად უფრო გაძლიერებას.


скачать dle 11.3