კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ შეიქმნა განსხვავებული „პარადოქს ომეგა“ და რით არის ის განსაკუთრებულად აუცილებელი ოჯახის ყველა წევრისთვის

  ომეგას მჟავების სარგებლიანობის შესახებ ბევრს სმენია. კვლევებით დადგენილია, რომ ომეგა 3 გამოიყენება დეპრესიის, ალცჰეიმერის დაავადების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.  ორგანიზმში აღადგენს ჰორმონულ ბალანსს, არეგულირებს კალციუმის დონეს, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. ეხმარება შაკიკის, ფსორიაზის, ეგზემის, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქული ასთმის, ართროზისა და სხვა მრავალი დაავადების მკურნალობაში. ომეგა 3-ს შეუძლია გაუმკლავდეს ემოციურ აშლილობას, ქრონიკულ დაღლილობას, თავისა და მენსტრუალურ ტკივილებს, თრგუნავს ალერგიულ რეაქციებს. საჭიროა ლამაზი თმისთვის, ფრჩხილებისთვის, კარგი განწყობისთვის, დაბალანსებული კვებისთვის.
  რადგან ჩვენი საკვები რაციონი არ შეიცავს ომეგა 3-ის აუცილებელ ულუფას, საჭიროა მისი სუფთა სახით მიღება. საქართველოში უკვე იყიდება ბრიტანული წარმოების, განსხვავებული ომეგას ზეთი – „პარადოქს ომეგა“ – სრულიად ახალი და უნიკალური კონცეფციის.
  მაია ხონელიძე – „პარადოქს ომეგას“  ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში: დავიწყოთ იმით, რომ ომეგას ძირითადი წყარო გახლავთ თევზის ზეთი, რომელიც მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით. კვების ევროპული სტანდარტის მიხედვით, მოზრდილი ადამიანისათვის მინიმალური დღიური დოზა 250-250 მილიგრამია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს თევზის შესაბამისი ულუფა. თანაც  მიღებული თევზი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და საკმაოდ ცხიმიანი (მაგალითად: ქაშაყი, სკუმბრია, ზუთხი). ეს ძალიან ძნელი მისაღწევია განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ცხოვრების დონე დაბალია. ბევრ ადამიანს კი თევზი საერთოდ არ უყვარს. ამიტომაც არსებობს „პარადოქს ომეგა“ – ცხიმოვანი მჟავების სხვა წყარო, საკვები დანამატის სახით, რომელიც სწრაფად ავსებს ამ დეფიციტს. „პარადოქს ომეგა“ – ცხიმოვანი მჟავები საჭიროა ჩვენი სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე: ჩასახვიდან სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომაც შექმნა  „პარადოქსმა“ ომეგა, რომელიც განკუთვნილია მთელი ოჯახისათვის. არის სპეციალურად ორსულებისთვის  –  ცნობილია, რომ ორსულობის დროს, ამ მჟავების უკმარისობის შემთხვევაში, მზარდი ნაყოფის ტვინი და ბადურა ნორმალურად ვერ ყალიბდება. უნდა აღინიშნოს ის, რომ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები არის პოლიუჯერი, გრძელჯაჭვიანი, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები და  ის არ გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვების  ან საკვები დანამატის სახით.
– რით არის განსაკუთრებული ბრიტანული „პარადოქს ომეგა“?
– „პარადოქს ომეგა“  (Paradox Omega) – ეს არის უმაღლესი ხარისხის ომეგა 3, რომელიც მიღებულია უნიკალური ფორმულის საფუძველზე.  არის აბსოლუტურად ნატურალური და უსაფრთხო, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების, თევზის გემოსა და სუნის გარეშე. გამოირჩევა ომეგას ცხიმოვანი მჟავების უმაღლესი შემცველობით. გაჯერებულია  ბუნებრივი და ძლიერი ანტიოქსიდანტების პოლიფენოლებით. შეიცავს ბუნებრივ D და E ვიტამინებს.  „პარადოქს ომეგა“ იწარმოება დიდ ბრიტანეთში. მისი ფორმულის შექმნაზე გამოცდილი და ცნობილი ექიმების ჯგუფი მუშაობდა. კლინიკური, ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდა ინგლისის ცნობილ ოლსტერის უნივერსიტეტში, ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ-დეპარტამენტში. მიღებული ფორმულა გახლავთ რევოლუციური და  უნიკალური. მისი მიღება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმთელობის შესანარჩუნებლად. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. დადასტურებულია,  რომ  „პარადოქს ომეგას“   ცხიმოვანი  მჟავები არის ტვინისა და ბადურის ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომელიც აუცილებელია ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და მხედველობის სიმახვილისთვის.
– როგორც ვიცი, ის ძალიან კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებისთვის.
– სპეციალურად შექმნილი „პარადოქს ომეგა – კარდიო“  რეალურად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის თრომბის, ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას. ამცირებს სიკვდილიანობის რისკს უკვე განვითარებული გულის შეტევისა და ინსულტების დროს.
  „პარადოქს  ომეგა“ აჩერებს სახსრებში ხრტილის დეგენერაციულ პროცესებს, იწვევს უკვე არსებულის სტაბილიზებას, ამცირებს ანთებით პროცესებს კუნთებსა და სახსრებში, ახდენს სხვადასხვა სიმპტომის შეცირებას. მოქმედებს კანის, ფრჩხილებისა და თმის სიჯანსაღეზე. აძლიერებს იმუნურ სისტემას.
– „პარადოქს ომეგა“  განსაკუთრებით სჭირდებათ  ბავშვებს.
– ბავშვები, ზოგადად, ცუდად მიირთმევენ თევზს. პრაქტიკულად, შეუძლებელია, მივცეთ მათ ომეგას ზეთის საჭირო დოზა, რომლის დეფიციტი ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევების მიზეზი ხდება. „პარადოქს ომეგამ“ შექმნა  სპეციალური სასკოლო ომეგა და ომეგას ზეთი ჩვილებისთვის.  კომფორტული, მარტივად მისაღები სპრეი.  ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობის, ყურადღების კონცენტრაციის,  ასთმური პრობლემები, ჩამორჩებიან ზრდა-განვითარებაში, აქვთ სიმსუქნისკენ მიდრეკილება „პარადოქს ომეგა“ სთავაზობს სრულიად უნიკალურ ფორმულას –  ომეგას ზეთის დღიურ ულუფას  მხოლოდ ერთ კაფსულაში.  
  რაც შეეხება „პარადოქს ომეგას – ორსულებისთვის“, ის ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას, მათ შორის მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
ბოლო დროს განაკუთრებით გაიზრდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ომეგა 3 – ცხიმოვანი მჟავები ამცირებს ალცჰეიმერისა და კიბოს განვითარების რისკებს.
– კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ, რა განაპირობებს „პარადოქს ომეგას“  განსაკუთრებულ ხარისხს?
– საქმე ისაა, რომ „პარადოქს ჯგუფი“ მასალად იყენებს უმაღლესი ხარისხის თევზის ზეთს, რომლის წყაროა თევზები, რომელთაც იჭერენ მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში ესაა: ჩრდილო არქტიკა და სამხრეთ წყნარი ოკეანის ღრმა და სუფთა წყლები. „პარადოქს ომეგას“ ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ  მასში ომეგა 3-ის მოლეკულები 155 პროცენტით უფრო მდგრადია, ვიდრე სხვა პროდუქტებში. ანუ „პარადოქს ომეგას“ მიღებით თქვენ იღებთ ახალ სუფთა ომეგა 3-ს, რომლის ეფექტურობა გარანტირებულია.
– როგორც ვიცი, „პარადოქს ომეგას“ მისაღებად ექიმის დანიშნულება საჭირო არ არის.
– „პარადოქს ომეგა“ აბსოლუტურად ბუნებრივი და უსაფრთხო საკვები დანამატია. ის შეიძლება, მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე. ყოველ შეფუთვაზე ყოველი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით მითითებულია რეკომენდებული დოზა.  მთავარია,  ეს  პროდუქტი მიიღოთ რეგულარულად, საჭირო ხანგრძლივობით და თერაპიული დოზით, რომ ეფექტურობა  გარანტირებული  იყოს. „პარადოქს  ომეგა“ აუცილებელია ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის. ის   მნიშვნელოვნად  აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს
 დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 92-39-11;  599-169-110.


скачать dle 11.3