კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ ცდილობდა დიდძალი ქონების თურქეთში გატანას თბილისელი პედაგოგი მთიანი აჭარიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილი „ვალუტჩიკი“
  56 წლის შალვა კაცობაშვილი ცნობილი თბილისელი „ვალუტჩიკი“, ანუ უცხოური ვალუტით მოვაჭრე, იყო. კომუნისტურ საბჭოთა კავშირში კი ასეთი ქმედება კანონით მკაცრად ისჯებოდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ვალუტის აღმოჩენისთვის დამნაშავეს სიკვდილითაც კი სჯიდნენ. კაცობაშვილს ციხეში 15 წელი ჰქონდა გატარებული და ციხიდან 1970 წელს გათავისუფლდა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში კი ის 1955 წელს მისცეს მას მერე, რაც უშიშროებამ ოდესის პორტში დააპატიმრა – მას თან 25 ათასი ამერიკული დოლარი ჰქონდა. შალვამ მაშინ ერთ კანადელ დიპლომატს ძვირფასი ქვები მიჰყიდა. დიპლომატს ნაყიდი ნივთები ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს, კაცობაშვილი კი გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, შემდგომ სასჯელი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში სასჯელი ბოლომდე მოახდევინეს. 1970 წელს გათავისუფლებული შალვა 52 წლის იყო და მარტო ცხოვრობდა თბილისში, ლესელიძის დაღმართზე ერთოთახიან ბინაში. საუკეთესო წლები პატიმრობაში ჰქონდა გატარებული, ამიტომ ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი „ვალუტჩიკი“ „კაგებეს“ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, შალვა კაცობაშვილი მაინც განაგრძობდა თავის საქმიანობას. უშიშროებაში ინფორმაცია ჰქონდათ შალვას საქმიანობის შესახებ, მაგრამ მისი ფაქტზე დაჭერა ვერ ხერხდებოდა. 1974 წელს 56 წლის კაცობაშვილს განცხადება ჰქონდა შეტანილი შესაბამის სამსახურში, რათა მისთვის ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში გამგზავრების ნება დაერთოთ. იმ წლებში საბჭოთა მთავრობა მასობრივად აძლევდა ებრაელებს ისრაელში გამგზავრების უფლებას და შალვამ სცადა ამით ესარგებლა.
დიპლომატის საფარით
  1974 წლის თებერვალში საბჭოთა კონტრდაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში, ისრაელის საელჩოში სამუშაოდ ჩამოვიდა 35 წლის შიმონ კაცი. ეს პიროვნება საელჩოს კომერციული ატაშე იყო და დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობდა. საბჭოთა უშიშროებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კაცი სავალუტო ოპერაციებით იყო დაკავებული და მასზე მკაცრი კონტროლი დაწესდა. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ შიმონ კაცი შალვა კაცობაშვილის ღვიძლი ძმისშვილი იყო. შალვას უფროსი ძმა, მიხეილი ჯერ კიდევ 1938 წელს ჩავიდა ჯერჯერობით არარსებული ისრაელის ტერიტორიაზე, პალესტინაში დასახლდა და ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა. ამ მიგნებამ საბჭოთა უშიშროება კიდევ უფრო მეტად დააფიქრა. ცენტრში (მოსკოვში, „ლუბიანკაზე“) ივარაუდეს, რომ დიპლომატი კაცი აუცილებლად შეეცდებოდა ბიძასთან შეხვედრას. ამიტომ, შალვაზე კონტროლი მაქსიმალურად გააძლიერეს, კონტრბდაზვერვა მას 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა. „კაგებეს“, რა თქმა უნდა, პრევენციის მიზნით შეეძლო კაცობაშვილის დაკავება, მაგრამ ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ გაეგოთ, თუ რაზე ილაპარაკებდნენ ახლო ნათესავები. მოსკოვში არც კაცის ჯაშუშურ მისიას გამორიცხავდნენ და არც სხვა რამეს. ამიტომ, კონტრდაზვერვამ შალვას საშუალება მისცა, რომ მოსკოვში თავისუფლად გამგზავრებულიყო. 1974 წლის 24 მარტს, ბიძა და ძმისშვილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრა ხალხმრავალ ცენტრალურ უნივერმაღში გაიმართა. კონტრმზვევრავებს მათი მოსასმენი ტექნიკური საშუალებები მაშინ არ გააჩნდათ. სამაგიეროდ, მათ შეხვედრას, რამდენიმე კამერით, მსხვილი პლანით იღებდნენ, რომ შემდეგ, ტუჩების მოძრაობით მათი საუბრის შინაარსი გაეშიფრათ. პირველივე გადაღების შემდეგ გაირკვა, რომ კაცი და კაცობაშვილი მშობლიურ ივრითზე საუბროდნენ. ამიტომ უშიშროებამ რის ვაი-ვაგლახით მოიძია 33 წლის პედაგოგი, თბილისელი ანზორ ჯანაშვილი. ის ყრუ-მუნჯთა ინტერნატში მუშაობდა და გარდა იმისა, რომ მშობლიური ენა საუცხოოდ იცოდა (ჯანაშვილი ებრაელი იყო), ტუჩების მოძრაობით შეეძლო საუბრის შინაარსის გაგება. ჯანაშვილი მოსკოვში ჩაიყვანეს, მკაცრი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და სპეციალურ დარბაზში კინოფირის გასაშიფრად დასვეს.
დეზინფორმაცია
  25-დან 31 მარტის ჩათვლით ჯანაშვილმა 8-საათიანი საუბრის შინაარსი გაშიფრა. მათში, ძირითადად, ლაპარაკი იყო ძვირფასი ქვებისა და 80 ათასი ამერიკული დოლარის ისრაელში გატანაზე. შალვა თავის ძმისშვილს ეუბნებოდა, რომ თბილისიდან ადამიანი ჩამოვა, რომელიც ამ ქონებას საიდუმლო სამალავში შეინახავს. მე შენ ამ სამალავის ადგილმდებარეობას შეგატყობინებ. აიღე და ისრაელში დიპლომატიური ბარგით ჩაიტანე, ხოლო როცა ჩამოვალ, დამიბრუნეო. 1974 წლის 26 მარტს, მორიგი ფირის გაშიფვრის შემდეგ ანზორ ჯანაშვილმა კონტრმზვერავებს უთხრა: ხვალ, 27 მარტს, დილის 9 საათზე ძვირფასი ქვები და ფული კურსკის რკინიგზის სადგურზე ¹521 შემნახველ საკანში მოთავსდება და მას თავად შიმონ კაცი წაიღებს, რომელიც ქალის სამოსში იქნება გადაცმულიო... აღნიშნულ დროსა და ადგილზე ცენტრალური „კაგებეს“ რამდენიმე ოპერატიული ჯგუფი კურიერისა და ებრაელი დიპლომატის გამოჩენას ელოდა, მაგრამ ჯანაშვილის სიტყვები არ გამართლდა. ისრაელის საელჩოსთან და სასტუმრო „ტურისტთან“ (იქ კაცობაშვილი ცხოვრობდა) მორიგე ოპერატიული ჯგუფები კი იტყობინებოდნენ, რომ არც „ვალუტჩიკს“ და არც დიპლომატს თავიანთი საცხოვრებელი სახლები არ დაუტოვებიათ. კონტრმზვერავები, ცოტა არ იყოს, დაიბნენ, მაგრამ სასწრაფოდ შეამოწმეს იმ სასტუმროს ნომერი, სადაც ჯანაშვილი ცხოვრობდა. აღმოჩნდა, რომ თბილისელი პედაგოგი, იქ არ იმყოფებოდა და მასზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა. სასწრაფოდ აიყვანეს კაცობაშვილი, რომელიც გამოტყდა, რომ ძვირფასი ქვები და ფული თბილისელმა კურიერმა წინა საღამოს შეინახა „ვნუკოვოს“ აეროპორტში. აშკარა იყო, რომ ჯანაშვილმა „კაგებეს“ დეზინფორმაცია მიაწოდა, თავად დაეუფლა ძვირფას ქვებსა და ფულს და მიიმალა... კაცობაშვილი მართალია, დააპატიმრეს, მაგრამ ფაქტების უქონლობის გამო ერთ თვეში გაათავისუფლეს და ისრაელის მთავრობის ზეწოლით, თავის ისტორიულ სამშობლოში გაუშვეს. შიმონ კაცი პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადეს, საბჭოეთიდან გააძევეს და ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალეს. ანზორ ჯანაშვილის დაკავება კი მხოლოდ 3 თვის შემდეგ, მთიან აჭარაში მოახერხეს, როდესაც ის თურქეთში გადაპარვას ცდილობდა. მას 16 ცალი მსხვილკარატიანი ლალის, ზურმუხტისა და ბრილიანტის თვლები, ასევე 80 ათასი ამერიკული დოლარი ამოუღეს. შემდეგ გაასამართლეს და 15 წლით საპყრობილეში გაამწესეს.
თბილისელმა პედაგოგმა 1989 წელს მაინც მოახე:რხა ისრაელში გამგზავრება. დღესაც ცოცხალია და ქალაქ თელ-ავივში ცხოვრობს.


скачать dle 11.3