კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ვინ მართავდა ტფილისს და ვის სთხოვდნენ დახმარებას ტფილელები დავით აღმაშენებლისგან თავის დასახსნელად

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  დიდმა სტრატეგმა დავით აღმაშენებელმა კარგად იცოდა ტფილისის ფასი. ტფილისი მხოლოდ ქალაქი ან, თუნდაც, ძველი დედაქალაქი არ ყოფილა ჩვენი წინაპრებისთვის. ტფილისი იყო საქართველოსა და კავკასიის მთავარი მეტროპოლია. მხოლოდ ტფილისიდან შეიძლება მთელი კავკასიის მართვა. ტფილისიდან ყველაზე ადვილად უკავშირდები ჩრდილოეთ კავკასიას, დარიალის გავლით. ტფილისიდან იშლება სამხრეთკავკასიური, მცირეაზიური, წინააზიური და ახლო აღმოსავლური  სივრცეები საქართველოს ინტერესების გასავრცელებლად. ტფილისი უდიდესი ქალაქი იყო კავკასიაში და სავაჭრო-შემოსავლების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი. მაგრამ, მთავარი მაინც კულტურულ-ეთნიკური ფაქტორი გახლდათ. ქართლურ-ტფილისური ენობრივი კოინე გახლდათ ეროვნული ერთიანობის საფუძველი, რის შედეგადაც შეიქმნა უმაღლესი ხარისხის ლიტერატურა ჩვენს ოქროს ხანაში. ტფილისში თავს მოიყრიდნენ ყველა კუთხის წარმომადგენლები, რომლებიც ამ საქმეს საუკეთესოდ გაუძღვებოდნენ.
  შემთხვევით არ გადმოუტანია ვახტანგ გორგასალს იბერიის, რომელიც დასავლეთ საქართველოსაც მოიცავდა, დედაქალაქი მცხეთიდან ტფილისში. მცხეთა წმინდა ქალაქად დარჩა, ქუთათისი – დასავლეთის მაკონსოლიდირებელ ქალაქად. ხოლო ტფილისს, ახლა დასავლეთისა და აღმოსავლეთის უფრო მყარი კონსოლიდაცია უნდა მოეხდინა.
  უახლოვდებოდა და უახლოვდებოდა დავით მეფე ტფილისს, გარშემო ტერიტორიებს იკავებდა. ტფილისის კედლებში თურქთა ქარავნების შესვლას ხელს უშლიდა. ქარავნების დამცველებს ანადგურებდა სპეცოპერაციებით.
  იცოდა მეფემ, ტფილისისთვის დიდ ომს გაუმართავდნენ სხვადასხვა ქვეყნის მაჰმადიანნი. რადგან ტფილისი მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფორპოსტი გახლდათ გაერთიანებისა და გაძლიერების გზაზე მდგარი საქართველოს წინააღმდეგ. იცოდნენ მაჰმადიანთა მბრძანებლებმა, ტფილისის გარეშე საქართველო ვერ იქნებოდა სრულყოფილი სახელმწიფო.
იცოდა ეს დიდმა მეფე დავითმა, ამიტომ არ ჩქარობდა ტფილისის აღებას, ჯერ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა.
 ამის შესახებ მაჰმადიან მოგზაურს, არაბ ისტორიკოსს აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკსაც (1116-1181) აქვს მოთხრობილი, რომელიც დავით აღმაშენებლის ვაჟის, დიმიტრი პირველის სამსახურში იდგა ცოტა ხანი. ალ-ფარიკი საინტერესოდ აღწერს დიდგორის ომისა და დავითის მიერ ტფილისის შემოერთების ამბავს:
1121 წელს „ტიფლისის ხალხმა მოციქული გაუგზავნა ნაჯმ ად-დინ ილ ღაზის (ცნობილ სარდალს, არდინისა და მაიაფარიკინის მფლობელს) და მოიწვია იგი, რათა ჩაებარებინათ მისთვის ტიფლისი... მისი გამგებელი დაახლოებით 200 წელს იყო ერთი გვარი მის მცხოვრებთაგან, რომლებსაც უწოდებენ ბანუ ჯაფარს. შემდეგ ამოწყდნენ მათი უხუცესები და გადაშენდნენ. მათი ძალაუფლება მისი ხალხის (ქალაქის უხუცესების) ხელში გადავიდა. მართავდა (ტფილისს) მისი ხალხი და ყოველთვის მათ საქმეს განაგებდა ერთ-ერთი მათგანი. იყვნენ ასე 40 წელს.
მეფე დავითი, მეფე აბხაზთა და ქართველთა მათ ძლიერ ავიწროვებდა და ისინი გადაშენდნენ“.
ალ-ფარიკი მოგვითხრობს, რომ ქალაქის უხუცესებმა არაერთ მაჰმადიან სულთანსა და მელიქს სთხოვეს დახმარება.
„მაგრამ ქართველთა მეფის მხრიდან შევიწროებამ იმძლავრა. ასე გაგრძელდა ერთხანს. მაშინ შეთანხმდნენ, რომ გაუგზავნიდნენ მას (დავით მეფეს) ყოველ წელს 10 000 დინარს და იქნებოდა მათთან შიჰნა 10 მხედრით. ამ პირობაზე დარჩნენ რამდენიმე ხანს“.
მაგრამ იცოდნენ ტფილელმა მაჰმადიანებმა, რომ დავით მეფე დიდხანს არ დატოვებდა ტფილისს დამოუკიდებელ ქალაქად, ამიტომ, „შემდეგ გაუგზავნეს მოციქული  ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის და მოიხმეს იგი. ისიც გამოემართა დიდი ლაშქრით. თან ახლდა დუბაის იბნ სადაკა (ნურ ად-დავლა დუბაისი; ქალაქ ჰილლასა და ცენტრალური ერაყის გამგებელი), მეფე არაბთა, რომელიც იყო ნაჯმ ად-დინის სიძე, მისი ასულის გოჰარ ხათუნის ქმარი. იგი სწორედ ამ წელს მოსულიყო მასთან.
  შეუთვალა მან (ილ-ღაზიმ) შამს ად-დავლა ტუღან-არსლან ალ-აჰდაბს (კუზიანი), არზანისა და ბითლისის მფლობელს, რომელსაც ეკუთვნოდა ქალაქი დვინიც და უბრძანა, რომ მისდგომოდა (ტფილისს) აღმოსავლეთის მხრიდან. იგი წამოვიდა“…  
... „ხოლო შეიყვანა ლაშქრები (ილ-ღაზიმ) ყარსის ვილაეთიდან თრიალეთის გზით. შეთანხმებულნი იყვნენ, რომ შეკრებილიყო ლაშქარი მთლიანად ტიფლისის კართან. სულთანი თოღრულ ბეგი განჯის მხრიდან გამოემგზავრა, ტუღან არსლან ალ-აჰდაბი დვინიდან გამოემართა. ნაჯმ ად-დინმა იქამდე იარა, ვიდრე მასა და ტიფლისს შორის არ დარჩა მთა, ნახევარი დღის სავალზე“.
  დღეს ზოგიერთი ისტორიკოსი ეჭვქვეშ აყენებს დიდგორში მაჰმადიანთა კოალიციის მრავალრიცხოვნებას, მაგრამ, იმედია ეს „მოდა“ გაივლის. ჩვენს ხელმწიფეს გაცილებით მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა, ამიტომ, მოულოდნელი მანევრით შეუტია მტერს, არ მისცა მათ გაერთიანების საშუალება. უკან კი ჩვენი ჯარისთვის უკანდასახევი გზა ჩახერგა, რათა გაქცევის საშუალება არ ჰქონოდათ, რომც მოსურვებოდათ.
ან გამარჯვება ან სიკვდილი – ასეთი იყო დავით აღმაშენებლისა და ქართული ჯარის პრინციპი.
  არაბი ისტორიკოსი განაგრძობს: „გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დემეტრე დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით, დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენ და ჯერ არ მოსულიყო ლაშქარი არც სულთან თოღრულ ბეგის და არც შამს ად დავლა ალ-აჰდაბისა და მის თანმხლებითა. ქართველები და მუსლიმები შეებრძოლნენ ერთმანეთს დიდი ბრძოლით. დამარცხდა ნაჯმ ად დინი. დიდძალი ხალხი ამოუხოცეს. ურწმუნოებმა (ქართველებმა) ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ნაჯმ-ად დინი და დუბაიში მცირე რაზმით გაიქცნენ, ისე რომ დარჩნენ მათთან (ქართველებთან) ტყვეები ამ ჩვენს დრომდე.
 დიდგორში დატყვევებული ადამიანებიდან ზოგიერთი 1153 წელს ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, როგორც გადმოგვცემს აფ-ფარიკი.
მერე არაბი ისტორიკოსი წერს: „მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედი თბილისში 548 წელს (ანუ 1153-1154) და გავჩერდი იქ, შემდეგ შევედი აფხაზთა მეფის (დიმიტრი პირველის) სამსახურში და დავრჩი მასთან“...
  ალ-ფარიკი განაგრძობს: „როდესაც განადგურდა ნაჯმ ად-დინი და უკან დაბრუნდა იმათთან ერთად, ვინც გადარჩა,  გაემართა მეფე აბხაზთა (დავითი) ნადავლითა და ტყვეებით დაბანაკდა ტიფლისთან“.
  ტფილისის დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, მაგრამ, ტფილელ მაჰმადიანებს ეშინოდათ დავით მეფისა, არ აპირებდნენ დამორჩილებას და წინააღმდეგობა გაუწიეს ჩვენს ხელმწიფეს.

скачать dle 11.3