კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ნაბო

ნინო კანდელაკი არდაშელ თაქთირიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #48-52(991)

  ჩვენს უბანში, არაგვისპირელის ქუჩაზე, ქუთაისელ მამა-შვილს ნოდარა და ხვიჩა კოტრიკაძეებს ჰქონდათ ნაქირავები ბინა. ხვიჩამ უბნელი ბიჭები სახლში დაპატიჟა, მოილხინეს. მამამ გიტარა გადმოიღო, კარგად უკრავდა თურმე, გადარია სუფრა. რამდენიმე დღის მერე, შუაღამისას, ჩემი უბნელი ძმები: გია და დათო ლომიძეები მიადგნენ,
– წამოდი, მეზობლის ქეიფში, უნდა დაუკრაო! კაცმა უარი უთხრა,
– დამკვრელი კი არ ვარო! იმათ დაუწყეს „დაკაჩავება“, ძალით მოუნდომეს წაყვანა. ხმაურზე შვილმა გაიღვიძა, კაი ჯანიანი ბიჭი ყოფილა. დაერია უბნელებს და სულ ცემა-ტყეპით გამოყარა. ლომიძეებმა ლევან სარალიძის ძმისშვილს – მიშას გააგებინეს ეს ამბავი. მიშამ ხვიჩა კოტრიკაძეს შეუთვალა, მნახოსო. ხვიჩას მამას, ნოდარას, ოქროს უბნელი ქურდისთვის – ლაშა პაპავასთვის უთხოვნია ბიჭების შერიგებაში დახმარება. მიშამ რომ გაიგო ქურდი მოჰყავთო, მე მთხოვა საქმეში ჩარევა. შეხვედრა საბჭოს მოედანზე, გორკის ძეგლთან რომ გრძელი ბაღია, იქ მოხდა. მე და ლაშამ ერთმანეთი გადავკოცნეთ, ბიჭებსაც გადავაკოცნინეთ და „მირნათ“ დავშორდით. ორი დღის მერე ლევან სარალიძემ მთხოვა შეხვედრა. სასტუმრო „ვენაში“ შევხვდით.
– ბიჭები „ნეხვატკაში“ არიან, რაღაცას აპირებენ. ჩემი ძმისშვილები შენთვის ჩამიბარებიაო! სამი ათასი დოლარი მომცა.
– ერთ მაგდენს, ყველაფერი რომ ჩათავდება, მაშინ მოგცემო. თან დავდევ, გვერდიდან არ ვშორდები ბიჭებს. მარტო ავთო ბარამიძე არ მემორჩილება, ძალიან „ძერსკი“ ვინმეა.
არ მახსოვს, აგვისტოს 7 იყო, თუ 8, „ვენაში“ ვახო მეგრელაძის დაბადების დღეზე ვიყავით, ბიჭებიც იქ იყვნენ. აქ რა უნდა მოხდეს-მეთქი, მოვეშვი, ცოტა ღვინო დავლიე. ამ დროს ატყდა ხმაური:
– ბიჭებმა ერთმანეთი დახოცესო. ნასვამი მიშა სარალიძე, ავთო ბარამიძე და კიდევ ოთხნი შეიარაღებულები დაბადების დღიდან გაპარულან და გრძელ ბაღში შეხვედრიან ხვიჩა კოტრიკაძეს, ლაშა პაპავას და კიდევ ბიჭები ყოფილან, პაპავას ძმაკაცები, აქედან და იქიდან, სულ 20 სული. ავთოს პისტოლეტი ამოუღია და ხელში ატრიალებდა. პაპავას იარაღი წაურთმევია,
– რომ გამოფხიზლდები, მერე დაგიბრუნებო! ავთოს არ დაუთმია,
– ან იარაღი დამიბრუნე, ან მესროლე, შენი დედაო... ლაშას ფეხში უსვრია. ავთო დავარდნილა. მიშას, ეტყობა, ეგონა ძმაკაცი მომიკლაო, იარაღი ამოუღია და ლაშასთვის ზურგიდან მთელი „აბოიმა“ დაუცლია. პაპავას ძმაკაცები ძეგლს და ხეებს ამოფარებიან და იქიდან დაუშენიათ. მიშას 17 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მეორე დღეს გარდაიცვალა.
  ლევან სარალიძე ამ დროს მოსკოვში იყო. მიშას ამბავი რომ შეიტყო, იმავე დღეს გადმოფრინდა, თან ბექა დიდებულიძე ჩამოიყვანა, ქურდი, „იაპონჩიკის“ მარჯვენა ხელი, მისი სახელით ლაპარაკობდა. „სხადნიაკს“ ვესწრებოდით: მე, ბექა, ლევანი, მამუკა, გიგა გონაშვილი და კიდევ ოთხნი. ლადო მეგრელაძე „სხადნიაკს“ არ დასწრებია. მე პასუხი მომთხოვეს, მაგრამ თავი ვიმართლე, რადგან მიშას ძმამ, მამუკამაც ვერ შეამჩნია, მისი ძმა როდის გაიპარა. არადა უერთმანეთოდ ფეხს არ დგამდნენ. თან, დაბადების დღეზე, ლადო მეგრელაძემ თავისთან დამსვა და ღვინო დამაძალა. ეტყობა, ლევანთან უკვე ჰქონდა განხეთქილება და ბიჭების დახოცვით მისი დასუსტება უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიშა „პრავი“ არ იყო, რადგან ქურდი მოკლა, თან ზურგიდან სროლით, ლევანმა ჩხუბში მონაწილე ყველა ბიჭის დახოცვა მოითხოვა. ძლივს დავითანხმეთ, რომ მარტო ჩხუბის მიზეზი – ხვიჩა კოტრიკაძე მოკვდებოდა.
– შენ კი, შეცდომას გამოისყიდიო, – მითხრა ლევანმა. მივხვდი, არ ხუმრობდა და ქურდული კანონები სულ ფეხებზე ეკიდა, მაგრამ რას მიპირებდა, არ ვიცოდი.
  მესამე დღეს ლევანმა ხვიჩა, ვითომ შესარიგებლად, „ვენაში“ დაიბარა. მისი მოყვანა ხვიჩას უბნელმა ძმაკაცებმა სინჯოიანმა და ფეროიანმა იკისრეს. მიშას პანაშვიდებიც „ვენაში“ იმართებოდა, მეორე დღეს იყო გასვენება. ხვიჩა მიცვალებულთან გაკოჭილი შემოიყვანეს და იატაკზე დააგდეს.
– აბა, გამოისყიდეო! – მითხრა ლევანმა და დანა გამომიწოდა. მსხვერპლი კუბოსთან მივათრიე და წამოვაყენე. თვალებში ჩავხედე. ჩამქრალი თვალებიდან სიკვდილი შემომცქეროდა. დანა გამოვართვი და ყელში გამოვუსვი. ხრიალი დაიწყო, კიდევ დიდხანს ხრიალებდა, ყოველი ამოხრიალებისას სისხლს მიცვალებულს შადრევანივით ასხამდა. ხრიალს რომ მორჩა, დავაგდე და ქვევით, ეზოში ჩავედი. იქ ლევანის დაცვის ბიჭები იდგნენ და სინჯოიანს და ფეროიანს ელოდებოდნენ, ვითომ ზღვაზე უნდა გადაემალათ, რომ ხვიჩა კოტრიკაძის მკვლელობაში მათზე არ აეღოთ ეჭვი, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი, რომ ორივეს მოკლავდნენ და იქ დამარხავდნენ.
  ორი წლის განმავლობაში სათითაოდ „აკრიფეს“ ჩხუბის ყველა მონაწილე. ზოგი თბილისში და ზოგიც უცხოეთში. ავთო ბარამიძე ჩხუბში სიკვდილს გადარჩა, მაგრამ იარაღის ტარებაზე დაიჭირეს და ხუთი წელი იჯდა. რომ გამოვიდა, არაგვისპირელის ქუჩაზე, თავისი „პადიეზდის“ წინ ქვის საფეხურზე იყო ჩამომჯდარი. ცოტა ზევით მანქანა გაჩერდა, იქიდან ჭაღარა კაცი გადმოვიდა. წყნარად მიუახლოვდა, ამოიღო იარაღი და ორი ტყვია დააჭედა საფეთქელში. დაჯდა მანქანაში და იმ ადგილს ისე მოსცილდა, რომ „ვერავინ დაინახა“. მე კი ვიცი, ნოდარა იყო, კოტრიკაძე, შვილის სისხლი აიღო.
ცოტა ხანში, ლევან სარალიძე და ლადო მეგრელაძე დაეჯახნენ ერთმანეთს. ლადო მოსკოვში, სასტუმროს ნომერში ჩაცხრილეს. ლევანი – ავსტრიის სასტუმროს ნომერში. ამბობენ, ზუსტად იმ დროს ლადოს ბიჭი – ვახო იყო ავსტრიაში ჩასულიო.
ეს რამხელა ამბავი გამომივიდა ექიმო, მე წავედი, მოვიცლი და კიდევ მოვალ.
                                                                                 ***
– მობრძანდით ბატონო გოგი, ამ სავარძელზე დაბრძანდით, უფრო მოხერხებულია. დავიწყოთ?
– ერთ ამბავსაც მოგიყვებით, თელავის რაიონის პოლიციაში რომ ვმუშაობდი გამომძიებლად, ეჭვმიტანილის გამოტეხვის კარგი მეთოდები გვქონდა – შიშველს შამპანურის ბოთლზე დავსვამდით და ორი კაცი ზემოდან რომ დააწვებოდა, უცბად ყვებოდნენ ყველაფერს, ვერ ვაჩერებდით. აბა, ახლაა საქმე? დამნაშავეს მორიდებით რომ უნდა მოეპყრა, თორემ გიჩივლებს და მის მაგივრად შენ აღმოჩნდები საბრალდებო სკამზე, თან 24 საათი გაქვს, ბრალი რომ წაუყენო.
ჰოდა, იმას ვამბობდი, თელავში ვარ განყოფილებაში და ვინმე არჩემაშვილმა განცხადება შემოიტანა,
– ქმარი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულაო! – გავედით ამ საქმის გამოსაძიებლად. დავკითხე მეზობლები და გავარკვიე, რომ ბოლოს მეზობელთან, თედო ბერიკაშვილთან ერთად უნახავთ, ზვრებისკენ მიდიოდნენ თურმე. ცოლს თედო ბერიკაშვილზე რომ ვკითხე, გაიხსენა, რომ ორი თვის წინ ღობე გადმოუწევია და ამის თაობაზე უკმაყოფილება ჰქონიათ, თუმცა, მერე თედოს ღობე უკან გადაუწევია და შერიგებულან.
მივათრიე ეგ თედო განყოფილებაში. დამიწყო ზღაპრის მოყოლა
– გოგია და მე შევრიგდით და ალაზნის პირას სუფრა გავშალეთ, მწვადი შევწვით და ღვინო დავლიეთ. მერე, ის თავისი გზით წავიდა, მე ჩემი გზითო. ბიჭებს დავუძახე და ვუთხარი:
– კარგად მიმიხედეთ-მეთქი! ბიჭებმაც ისე კარგად „მიხედეს“, რომ მაშინვე ალაპარაკდა, ვერ ვაჩერებდით:
– ღობე გადავუწიე, რადგან გოგია არჩემაშვილის მამის, მიხაკოს, რევოლუციის დროს მითვისებული ნაკვეთი დავიბრუნეო. გოგია გამიბრზდა და ცოცხალი და მკვდარი მაგინაო. მაგას შევარჩენდი? ღობე უკან გადმოვწიე, ვითომ შევურიგდი, ალაზნის პირას ჩავიტანეთ პურმარილი და დავსხედით საქეიფოდო. შუა ქეიფში რომ ვიყავით, ავიღე შამფური და გულში გავუყარე. ცოტა ხანს იხროტინა და მოკვდაო. ზურგზე მოვიკიდე, ალაზანთან ჩავათრიე და მდინარეში გადავაგდე, თუ გინდა ადგილსაც გაჩვენებთო.
 კი, მაგრამ გვამი მარტომ როგორ ჩაათრიე, ვინ გეხმარებოდა-მეთქი?!
– მეზობლის კაცები – ზაქრო და ცაცა მეხმარებოდნენო. ავიყვანეთ მეზობლის კაცებიც, ორივემ აღიარა დანაშაული. საქმე სასამართლოში წავიდა. იმათ 14 წელი თედო ბერიკაშვილს მიუსაჯეს, 6-6 წელი კი – მეზობლის კაცებს მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. მე მაიორის ჩინი მომანიჭეს და პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დამაწინაურეს.
  პოლიციის უფროსი გურჯაანელი კაცი იყო – ვაჟა შალვაშვილი. დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა – შემოდგომაზე სულ მინისტრები და პარლამენტარები იყრიდნენ თავს მის სახლში. ხელშეუხებელი იყო, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ჰოდა, ვიფიქრე, ჩემს ოცნებას თუ ასრულება უწერია, ეს ამისრულებს-მეთქი. გეგმა შევიმუშავე და შესრულებას შევუდექი. ვაჟა შალვაშვილი ქალის წუწკი იყო, პატარა გოგოები მოსწონდა. ამაზე თუ გავაბამდი, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
  ერთხელ რაიონის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა შვილის ქორწილში დაგვპატიჟა. „ლოპოტაზე“ იხდიდა ქორწილს. ვიგრძენი, რომ ჩემი დრო დადგა. რაიონში ერთი არასრულწლოვანი „წაკლა“ იყო, 10 ლარად იძლეოდა. უფროსკლასელები მაგაზე სწავლობდნენ. ის გოგო ხეივანში დავაყენე. ქორწილში ვაჟამ დალია, ნასვამმა დაქოქა მანქანა და თელავისკენ წავიდა. მე მანქანით უკან მივყევი, ვერ შემამჩნია. ხეივანში რომ შევიდა, ის გოგო გადმოუხტა და ხელი დაუქნია. ვაჟამ გაუჩერა, ჩაისვა და მოშორებით მანქანა გვერდით შეაყენა. დარიგებისამებრ, იმ გოგომ აცალა და ყველაფერი რომ მომთავრდა, შიშველი მანქანიდან გადმოხტა და დაიწყო ყვირილი, შველას ითხოვდა. ამასობაში მანქანით მეც მივადექი. ვაჟა ფეხებში ჩამივარდა, არ დამღუპოო, მთხოვდა. მე მკაცრი სახით გვერდზე გავწიე, გოგოს ჩემი კიტელი მოვასხი, მანქანაში ჩავისვი, პირდაპირ განყოფილებაში მივიყვანე, დავკითხე და ექსპერტიზა ჩავატარებინე. ხოლო მასალები ჩემს კაბინეტში ჩავკეტე, სეიფში. ვაჟა, ეტყობა, რაღაცას მიხვდა, დილით, სამსახურში ჩემთან კაბინეტში შემოვიდა და კართან დადგა. დარცხვენილი იყო, თვალს ვერ მისწორებდა. ხელით ვანიშნე დაჯექი-მეთქი. ჩამოჯდა. არცერთი ხმას არ ვიღებდით, ერთმანეთს თვალით ვზომავდით. ბოლოს სიჩუმე ვაჟამ დაარღვია,
– მე თბილისში ვაპირებ გადასვლას, ჩემს ადგილზე რეკომენდაციას შენ გაგიწევო.
– პოლიციის უფროსობა არ მინდა, მოსამართლეობა მიტაცებს-მეთქი! შევატყვე, გაუხარდა, გულზე მოეშვა. მართლაც, თავისი სანაცნობო წრე შეაწუხა და უკვე ერთ კვირაში რაიონის მოსამართლე ვიყავი. მამაჩემს ვუმადლოდი, კანონები ზეპირად რომ მასწავლა. მართალია, იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კანონმდებლობის ძირითადი ღერძი უცვლელი დარჩა.
გავიდა ოთხი თვე და გოგია არჩემაშვილი არ დაგვადგა თავზე?!
– მე და თედომ ალაზნის პირას მწვადები შევწვით, დავლიეთ, მერე ის სახლში წავიდა, მე ცხვარში, ზამთრის საძოვრებზეო. ჩივილი დაიწყო,
– ამ საქმეს ასე არ დავტოვებო! არადა, სამი კაცი გვყავს გასამართლებული, სამივე აღიარებითი ჩვენებით. რა ვქნა? უცებ „ნაბო“ გამახსენდა, ზარიძე. ხომ ვიცოდი, რომ ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი იყო ასათიანზე, თან ჩემთან ვალში იყო. მივედი და შევჩივლე.
– ნუ დარდობ, მოევლებაო! – მითხრა „ნაბომ“. გოგია არჩემაშვილს შიზოფრენიის მძიმე ფორმა „დაუდგინეს“ და ფსიქიატრიულში გამოკეტეს. ახალი გარემოებების გამო სასამართლო ახლიდან გაიმართა. მოსამართლეობა მე მომანდეს. მართალია, თედო ბერიკაშვილს და მის მეზობლებს, ზაქროს და ცაცას, მკვლელობის მუხლი მკვლელობის მცდელობითა და მკვლელობის მცდელობაში ხელის შეწყობის მუხლით შევუცვალე, თუმცა სასჯელის ოდენობა ძალაში დავტოვე.
                                                                                 ***
– მერე მამაო, ქართლში რომ გადაგიყვანეს და ეკლესია ჩაგაბარეს, მერე რა მოხდა?
– სოფელ ქვემო ხვითიდან ცხინვალის რაიონის საზღვრამდე 6 კილომეტრია. საშიში ზონაა და ამიტომ ახალგაზრდობა ძირითადად გორში და თბილისშია გადახვეწილი. სოფელში მოხუცებიღაა დარჩენილი. ერთი მოხუცისგან, ბითაძე იყო გვარად, ბინა ვიქირავე. ეკლესია XVII საუკუნეში აუშენებიათ ძმებ თაქთაქიშვილებს. მე რომ მივედი, სავალალო მდგომარეობაში იყო, კედლებზე ბზარები ყოველდღიურად იზრდებოდა.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ძალიან მკაცრი მეუფე იყო. ერთ-ერთი იმათგანი, თვითონ რომ არ ჭამენ და სხვასაც ხელს უშლიან. პატრიარქი ენდობოდა და სინოდზეც, მისი სიტყვა განსაკუთრებით ფასობდა. რატომღაც, თავიდანვე კარგი თვალით შემხედა და ყურადღებას არ მაკლებდა. მეც ვცდილობდი, რომ არაფერი შემშლოდა. მეზობლად, ეკლესიის მომიჯნავედ, ვინმე ელიზბარ თაქთაქიშვილის ნაკვეთი იყო მიტოვებული. თვითონ, ეგ ელიზბარი თბილისში ცხოვრობდა. გავიგე მისამართი და ჩავაკითხე თბილისში. ველაპარაკე და დავარწმუნე, რომ მისი ოჯახისთვის კარგი იქნებოდა, თუ ნაკვეთს ეკლესიას შესწირავდა. დამთანხმდა. იუსტიციის სახლში იმავე დღეს გამომყვა და ეპარქიაზე ჩუქება გააფორმა. ჩავედი ქვემო ხვითში, ღობე ავხსენი, ეკლესიის ეზო გავადიდე და დავასუფთავე. გარჯაში რომ ვიყავი, ერთი მეზობელი გადმოვიდა მოსახმარებლად, მერე მეორე, მესამე. ცოტა ხანში ოციოდე კაცი მოვგროვდით. მეორე დღეს სოფლის გამგებელს მივადექით. ბევრი იწუწუნა, მაგრამ გზის რეაბილიტაციის თანხიდან, ალბათ, ის ნაწილი, რაც სახლში უნდა წაეღო, ეკლესიის რესტავრაციისთვის გამოყო. გორში მივდექ-მოვდექი, არმატურა ვიშოვნე, ცემენტი კასპიდან ჩამოვატანინე, ხის მასალა ადგილობრივებმა შეაგროვეს, გავამაგრეთ საძირკველი, დავასხით სარტყელი, გადავხურეთ, ზარი, რომელიც სკოლას ჰქონდა წაღებული, დავიბრუნეთ და ეკლესიის ეზოში ჩამოვკიდეთ. მიტროპოლიტმა რომ ნახა ჩემი ნამოღვაწარი, ძალზედ გაიხარა, უახლოეს სინოდზე ჩემი არქიმანდრიტობის საკითხი დააყენა. სინოდზე ჩემმა საკითხმა სულ რიხი-რიხინით ჩაიარა, წინააღმდეგი არავინ წასულა. მეუფე სტეფანემ თავის მოსაყდრედ გამომაცხადა და ციხებერდას მონასტრის წინამძღვრად დამნიშნა.
ახლა ნატრიუმის ციანიდი მაქვს ერთ სანდო კაცზე დავალებული. იმ ჩემს მოამაგე მიტროპოლიტს სასმელ წყალში გავურევ და მოგჭამა ჭირი, ეპისკოპოსობა გარანტირებული მაქვს. ისე, კალიუმის ციანიდი სჯობს, უფრო სწრაფმოქმედია, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. ამასწინათ ვიშოვე, მაგრამ მოხმარება არ ვიცოდი და ცხელ ყავაში გავურიე. დალია, მაგრამ არაფერი დამართნია, თურმე კალიუმის ციანიდი სიცხეში თვისებას კარგავს.
                                                                                ***
  ეს რა მესმის, ადამიანების ხოცვაზე რა თავისუფლად ლაპარაკობენ. არავითარი შეცოდება, არავითარი შიში. არადა, გიუშას გარდა ორივე უნდა გრძნობდეს დანაშაულს. მაგრამ ფროიდს რომ არ აქვს ეს მოვლენა აღწერილი?! ეს ის შემთხვევაა, როცა „იგი“ ავლენს უარყოფით მისწრაფებებს, მაგრამ „მე“ და „ზე-მე“ ვერ მოქმედებენ მასზე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს სრულიად აქვს შეგნებული, რას აშავებს. რა უშლის ხელს ზენა გრძნობებს, გავლენა მოახდინოს ქვენა გრძნობაზე? რაღაც მდგომარეობა უნდა არსებობდეს „იგი“-სა და „მე“-ს შორის, რომელიც ხელს უშლის „მე“-ს, რომ აართვას „იგი“-ს უარყოფითი ენერგია, რაც ისეთი შებურულია, რომ ფროიდსაც კი გამორჩა. იქნებ, გადამეტებული ძალაუფლება? დიახ, ესაა „იგი“-ს გარეგნული შენიღბვა, „გამდის და ვაკეთებ“, რასაც „ქვე-მე“ დავარქვი და რომელიც მოთავსებულია „იგი“-სა და „მე“-შორის. ამ შემთხვევაში, ადამიანი, შენიღბული მოსამართლის მანტიით, მღვდლის ანაფორით ან ექიმის თეთრი ხალათით, საშინელებებს სჩადის, რადგან იცის, რომ ხელშეუხებელია. ქურდიც კი, რომელიც აშკარად მოძალადეა, მათთან შედარებით უცოდველ კრავად გამოიყურება, რადგან შენიღბვის გარეშე მოჰყავს მოქმედებაში „იგი“-ს პირველადი მოთხოვნები. შენიღბული „იგი“ უარესია, რადგან მისი მატარებელი ადამიანი ბევრისთვის მისაღები და მისაბაძია.
  დიახ, „ქვე-მე“ არის „ზე-მე“-ს შემაკავებელი „იგი“-სა და „მე“-ს შორის. ესაა ჩემი ცდის შედეგი, ჩემი თეორიის გამარჯვება.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3