კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ჩემმა მაზლისცოლმა დედამთილს ჩემი თავი შეაძულა

  რაც გათხოვილი ვარ, დედამთილისთვის ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს. ისეთი თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობა გვქონდა, ყველას უკვირდა და ხუმრობდნენ: რძალსა და დედამთილს შორის ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი კი არა, წითელ წიგნში შესატანიაო. გასაყოფი არც არაფერი გვქონდა. ძალიან კარგი შვილი გაზარდა, რომელიც დღეს ჩემი ქმარია, შვილიშვილებისთვისაც არაჩვეულებრივი ბებია იყო, ნებისმიერ სიტუაციაში ჩემს მხარეს დგებოდა და ცუდი რატომ უნდა მეთქვა ან მეკადრებინა? მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ და თითქმის ყოველ დილით მოდიოდა, მოჰქონდა პროდუქტი, სახლის დალაგებაში მეხმარებოდა, ბავშვებიც მიჰყავდა სასეირნოდ და რაც შეეძლო, არ გვაკლებდა. ჩვენ შორის სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ჩემმა მაზლმა ცოლი მოიყვანა. ისიც საკუთარი დასავით მივიღე, მაგრამ რად გინდა? რომ დაიბადები ადამიანი სულით ბოროტი, ვერაფერს დაინახავ და სულ ეცდები, სხვებიც დაგესლო და ურთიერთობები აურიო, რა შეგცვლის. ჩემი მაზლი ძალიან კარგი ბიჭია და არ მინდა, ვაწყენინო, თორემ მის ცოლს თმებით ვითრევდი. იმდენი უსისინა ჩემს დედამთილს, სანამ არ დაგვაპირისპირა. თურმე, ეუბნებოდა: რას დადიხარ ყოველდღე იმასთან, საკუთარ ქმარ-შვილს თვითონ ვერ მოუვლის, ამხელა ქალი რომ არ დაგტვირთოს? ვერ უნდა მიხვდეს, რომ ასაკში ხარ და თავის პრობლემები თავზე არ მოგახვიოსო... არადა, თავად ფეხი-ფეხზე გადადებული ზის და იმიზეზებს, ორსულად ვარ და თავს უნდა გავუფრთხილდეო. ამას წინათ, ჩემი დედამთილი მოვიდა და მითხრა: შვილო, არ გეწყინოს, მაგრამ რაღაც უნდა გითხრა... ლიკამ ოქროს სამაჯური დაკარგა და ამბობს, ბავშვი რომ გყავდა მოყვანილი, იმან აიღო და თუ შენთან არის გამატანეო. კინაღამ გადავირიე. მაშინ კი ავუმაღლე ხმას და ვუთხარი: ჩემს შვილს როგორ აბრალებს ქურდობას ან თქვენ როგორ გჯერათ, რომ თქვენი გაზრდილი შვილიშვილი მოიპარავდა რამეს თქვენი სახლიდან, როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი. მერე ბავშვს ვეცი: დედიკო, თუ მართლა შენ აიღე, ახლავე აღიარე, სად წაიღე, არ დაგსჯი-მეთქი. კინაღამ გადამერია შვილი, ისე იტირა, ისტერიკაში ჩამივარდა და იმ დღის მერე, ფეხი აღარ დაუდგამს ბებიამისის სახლში. მერე აღმოჩნდა, რომ ქალბატონს წვეულებაზე ჰკეთებია, მოუხსნია, პალტოს ჯიბეში ჩაუდევს და იპოვა. დედამთილმა ამის გამო ბოდიშები მიხადა, მაგრამ რაღა დროს? თუ ჩემი ქმარი რამეს მიყიდის, იმას გულის შეტევები ემართება, ვითომ რამე აკლდეს. ხელის გულზე რომ მატარებს, ესეც შურს. თურმე, დედამთილს ეუბნება: როგორ დაიმონა თქვენი შვილი, რა აჭამა ასეთიო. არ მინდა, კიდევ უფრო დავძაბო სიტუაცია, თორემ კარგადაც ვიცი, როგორ „შეეტენა“ ჩემს მაზლს. თუ ენას კბილს არ დააჭერს და ჩემს წინააღმდეგ სისულელეების როშვას ისევ ეცდება, საკადრისს მიიღებს. უბრალოდ, გული მწყდება, რომ ჩემს დედამთილთან სიტუაცია გამიფუჭდა, ისიც შორს იჭერს თავს და იშვიათად მოდის ან მირეკავს. აღარც ბავშვები მიჰყავს თავისთან, მეუბნება: ლიკას ტოქსიკური ორსულობა აქვს და არ მინდა, ბავშვებმა შეაწუხონ და სალაპარაკო გახდესო. ვიცი, ისიც შავ დღეშია. არ უნდა, რძლებს შორის ჩადგეს და არც მწვადს წვავს და არც შამფურს, მაგრამ იმისკენ იხრება, რადგან მასთან ერთად ცხოვრობს. ერთხელ მითხრა კიდეც: შვილო, სიცოცხლის ბოლომდე იმასთან უნდა ვიცხოვრო. მე ქალიშვილი არ მყავს და ისე მინდა, მოვიქცე, სიბერეში რომ მომხედოს. თუმცა, შენც ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და ჩემგან ნურაფერი გეწყინებაო. არადა, იქითაა ქალბატონი მისახედი და ტკბილი, მელაკუდური ენით როგორც უნდა, ისე ატრიალებს ჩემს დედამთილს. ჩემი თავი კი შეაძულა. ბევრი მეტყვის: რას ნერვიულობ, თუ მასე უნდა, იყოს შორს. ზოგი ნატრობს დედამთილისგან დასვენებასო. მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. უდედოდ გავიზარდე და არასოდეს დამავიწყდება მასთან პირველი შეხვედრა, გულში რომ ჩამიკრა, მთელი ექვსი წელი როგორ მედგა მხარში და თავისი ქცევითა და სიტყვით დედასავით როგორ შემაყვარა თავი და ახლა ვთქვა კარგად ბრძანდებოდესო? მე ასეთი არ ვარ.
თიკა, 29 წლის.
скачать dle 11.3