კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 როგორ უნდა შეარჩიოთ ტუშის ფუნჯი და გახადოთ წამწამები ბუნებრივად ლამაზი

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ტუში თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტი და ბოლო შტრიხია. ის რომ კარგად და სწორად გამოიყენოთ, გადახედეთ ჩვენს რჩევებს:
* არსებობს ორი ძირითადი ტიპის ტუში: კრემოვანი და წყალგამძლე. კრემოვანი ფაქტურის ტუში, წყალში ცვილისა და პოლიმერების შერევით მიიღება. წყალგამძლე ტუშის შემადგენლობაც მსგავსია, თუმცა, არ შეიცავს წყალს და მისი წყალში გახსნაც შეუძლებელია. წყალგამძლე ტუში უძლებს ცრემლს, ცურვას და წვიმაშიც მოსახერხებელია. ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ფუტკრის ცვილი, ცელულოზას პოლიმერები და პალმის ცვილი, ტუშს მოცულობასა და სიმტკიცეს მატებს, ხოლო გლიცერინი და ბუტილენის გლიკოლი – სირბილესა და მოქნილობას უნარჩუნებს.
* ქვედა წამწამებზე ტუშის ხმარება ავტომატურად კვეთს მუქ წრეებს თვალებქვეშ. ამიტომ, ტუში მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისვით. თუ გინდათ ქვედა წამწამების გამოკვეთაც, მაშინ გამჭვირვალე ტუში შეიძინეთ და ის გამოიყენეთ.
* ტუშის ფუნჯის ფორმა:
  სავარცხლის ფორმის ფუნჯი – დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ზედმეტი პროდუქტის დაგროვება წამწამებზე. პლასტმასის კბილები თანაბრად გადაანაწილებს ტუშს და წამწამებს ბუნებრივი სიგრძის ეფექტს შესძენს.
  ბურთის ფორმის ფუნჯი – მისი უნიკალური ფორმა საშუალებას გაძლევთ, ინდივიდუალურად მისწვდეთ თითოეულ წამწამს. თუმცა, მისი ფორმიდან გამომდინარე, წასმა უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე სტანდარტული ფუნჯის შემთხვევაში.
  სქელი ფუნჯი –  ტუშის სქელი ფუნჯები დამზადებულია სინთეზური ბოჭკოსგან, რაც ხავერდოვან და მოცულობით ეფექტს სძენს წამწამებს.
თხელი ფუნჯი – ასეთი ფუნჯი, მოკლე კბილებით აგრძელებს, ამკვეთრებს და აცალკევებს წამწამებს. კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სქელი წამწამები აქვს და სურს, უბრალოდ, სიგრძე შემატოს. ზოგიერთი ფორმულა ერთდროულად ასქელებს და აგრძელებს წამწამებს.
  ნახევარმთვარის ფორმის ფუნჯი – მსგავსი ფუნჯები დამზადებულია თვალის ბუნებრივი ფორმის გათვალისწინებით, რათა გაშალოს და ფორმა მისცეს წამწამებს. ტუში მომრგვალებული ადგილით ქვემოთ უნდა გეჭიროთ, რომ მოცულობის მიცემა გაგიადვილდეთ.
მას შემდეგ, რაც თქვენი წამწამების შესაფერის ტუშს გაარკვევთ, გადაავლეთ თვალი ქვემოთ მოცემულ რჩევებს, რათა უკეთ გაერკვეთ მის მოხმარებაში:
* ტუშის გამოყენების ვადა – ტუშსაც, როგორც ყველა კოსმეტიკურ პროდუქტს, ვადა გასდის. მისი მოხმარებისა და შენახვის საშუალო ხანგრძლივობა, დაახლოებით, 3-5 თვეა. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოცვალოთ, რათა თავიდან აირიდოთ ბაქტერიული ინფექციები.
* გამშრალი ტუში – თუ ტუში გაშრა ან წამწამებზე ზედმეტ პროდუქტს გიტოვებთ, ჩაასხით 2-3 წვეთი კონტაქტური ლინზის შესანახი სითხე, კარგად ამოურიეთ ფუნჯით და თავდახურული კარგად შეანჯღრიეთ, შემდეგ კი ჩვეულებრივად გამოიყენეთ.
* ტუშის ფუნჯის წარბებისთვის გამოყენება – თუ ტუშს ვადა გაუვიდა ან გათავდა, გარეცხეთ ფუნჯი და გამოიყენეთ ის, როგორც წარბების სავარცხელი.
* ტუშის მოცილება – ზოგჯერ, ძალიან დაღლილს გეზარებათ ტუშის მოშორება და ასე იძინებთ? იცოდეთ, რომ ეს იმაზე მეტ ზიანს გაყენებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ! როდესაც ტუში ღამის განმავლობაში შრება, ის წამწამების ცვენას იწვევს და შეიძლება, გამხმარმა წამწამმა ძილის დროს რქოვანა დაგიზიანოთ.
* წამწამის მოცულობა – სქელი წამწამები ეფექტურად გამოკვეთს თვალის ფორმას და ამით სილამაზეს მატებს. თუ სქელფუნჯიანი ტუში არ გაქვთ, მაშინ დაყარეთ თეთრი პუდრი ბამბაზე და გადაისვით წამწამებზე, შემდეგ კი ტუში წაისვით.
* წამწამების დატენიანება – წამწამი, პატარა თმაა, რომელსაც დატენიანება სჭირდება. ძილის წინ წაისვით ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი სხვა დამატენიანებელი ზეთი, მაგრამ ფრთხილად იყავით, თვალში არ მოგხვდეთ!
* წყალგამძლე ტუშის დრო – წყალგამძლე ტუშის ყოველდღიური გამოყენება რეკომენდებული არ არის. მიზეზი ისაა, რომ მისი მოშორება არ არის ადვილი და თვალის სრესამ შესაძლოა, წამწამები დაასუსტოს და საბოლოოდ ცვენაც კი გამოიწვიოს.
ასე რომ, სწორად შერჩეული ტუში და მისი ფუნჯის ფორმა, ზრუნავს თქვენი წამწამების სიჯანსაღეზე და იმავდროულად, გამოკვეთს თქვენი თვალის ფორმის სილამაზესა და შარმს.
скачать dle 11.3