კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№1 ვნებების ტყვეობაში

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51-52(991)

კოტემ შეხედა და მხრები აიჩეჩა.
– ჰო, ახლა გასაგებია, შენ და სოფო რატომაც იწყვეტთ ნერვებს.  ეს ნამდვილად ართულებს სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, შენი დაქალი არც ამჯერად გამოიჩენს გონიერებას და გააჩენს ბავშვს.
– აბა, მოკლას? ამას ვერ ვურჩევ, არ შემიძლია.
– გოგო, შენ ნათქვამის გაგების პრობლემა აქამდე არ გქონია, ახლა რა დაგემართა?! – გაღიზიანდა კაცი, – ორსულობამდე არ უნდა მიეყვანა საქმე, ესაა მნიშვნელოვანი, თუმცა, ახლა უკვე გვიანია. ჩაის გამიკეთებ, ძალიან რომ გთხოვო?
– გაგიკეთებ, მაგრამ ღირსი არ ხარ. ანიკო კი არ გეცოდება, ამტყუნებ და გიას თანაუგრძნობ. თითქოს მარტო მისი პასუხისმგებლობა იყოს, რომ დაორსულდა. ასეთები ხართ კაცები. ცოლი თუ ჰყავს და შვილები, რაღას აეტორღიალა ამ გოგოს.
– არსებობენ ტორღიალა კაცები, არ იცოდი? მერე კიდევ, გათხოვილმა ქალმა არ უნდა იცოდეს, ატორღიალებული კაცი როგორ უნდა მოიშოროს თავიდან?  ასე რატომ მიყურებ? კარგი, ნუ ნერვიულობ, მე მათ რიცხვში არ ვარ.
– ძალიან გამიმართლა. მაგრამ ახლა ჩემზე არ არის ლაპარაკი. ანიკო მადარდებს. არაფერში არ უმართლებს მაგ გოგოს.
– რატომ? უჭკუობა როდიდან არის კავშირი უიღბლობასთან.
– რა ვიცი...
– კარგი, მოვიფიქრებთ რამეს. არ ინერვიულო.
მართა ქმარს მოეხვია.
– მადლობა, საყვარელო. იცი, შენ, მგონი, მართალი ხარ. ის კაცი ატყუებს.  ცოლთან დაშორება არც უფიქრია.
                                                                                   ***
ანიკომ  ცრემლიანი თვალებით შეხედა ექოსკოპიის აპარატს და გაიღიმა.
– სქესი უკვე ჩანს? მეტყვით?
– ჯერ ძალიან ადრეა.  კარგად არ ჩანს, შემდეგ ვიზიტზე დანამდვილებით მეცოდინება. რაო, მამიკოს ბიჭი უნდა? – იხუმრა ექიმმა და პაციენტის მოღუშულ სახეს რომ შეხედა, შეცბა, – მაპატიეთ, მგონი, რაღაც ისე ვერ ვთქვი.
– უბრალოდ, მე... მოკლედ... – ენა დაება ქალს.
– გასაგებია. ორსულობა ცხრა კვირის, ყველაფერი ნორმაშია. ჩვენთან აიყვანთ ექიმს?
– ალბათ.
– კარგი. ისტორიას გაგიხსნით. კონსულტაციები უფასო გექნებათ. ბატონი სოსო თქვენი ახლობელია?
– დიახ. ჩემი მეგობრის მაზლია.
– ბატონი სოსო კარგი სპეციალისტია.
დერეფანში სოსოს სოფო ესაუბრებოდა, როცა ანიკო  მასთან მივიდა. ქალს დაღლილი და შეწუხებული სახე ჰქონდა. კაცს ექოსკოპიის დასკვნა გაუწოდა და სოფოს მხარზე მიეყრდნო.
– სახლში წამიყვან?
– კარგად ხარ?
– კი. პატარაც კარგად არის.
სოსომ თავი დააქნია.
– ნამდვილად ასეა. მოგვიანებით ანალიზების პასუხებსაც ვნახავთ და დაგირეკავთ. რეკომენდაციები – ჩვეულებრივი: სუფთა ჰაერი, მშვიდი გარემო, ბევრი ხილი, ნაკლები სტრესი და ნაკლები ნერვიულობა.
ანიკოს  გაეცინა.
                                                                                ***
კაცი ჯიუტად ცდილობდა, ქალისთვისთვის სახეში არ შეეხედა. რაღაცას გაურკვევლად ლუღლუღებდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს. ანიკო დამცინავი ღიმილით ათვალიერებდა მის წინ მდგარ საყვარელს. ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ცრუობდა.
– რატომ მომიყვანე აქ, შენს სახლში. ვინმემ რომ დამინახოს?  ჯერ კიდევ ქმარი გყავს. საერთოდ არაფერზე ფიქრობ?
– არ გინდა, დაჯდე და ისე დავილაპარაკოთ? თუ  გეჩქარება? – ჰკითხა ანიკომ  ირონიულად. კაცმა ამოიოხრა.
– არ გჯერა ჩემი? ასე რატომ მელაპარაკები. რატომ ცდილობ, თავი უკანასკნელ ნაძირალად მაგრძნობინო. მიყვარხარ და ყველაფერს ვაკეთებ, ერთად რომ ვიყოთ. შენი მოულოდნელი ორსულობა, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის მეხის გავარდნასავით იყო. დრო მჭირდება, რომ ცოტა აზრზე მოვიდე. არც  შენ გაწყენდა მეტი გონიერება. ისე ნუ გამოგყავს, თითქოს ყველაფერი მარტო ჩემი ბრალი იყოს.
– ასეც ვიცოდი, – ხმამაღლა გაიცინა ანიკომ, – შენ არ გინდა ეს ბავშვი, ყველაფრიდან იგრძნობა. რაც ჩემი ორსულობის შესახებ გაიგე, მერიდები. ერთხელაც არ გამომყოლილხარ ექიმთან. საერთოდ არ განაღვლებს, თითქოს სპეციალურად დავორსულდი.
– სპეციალურად დაორსულდი-მეთქი, არ გეუბნები, მაგრამ შეგეძლო, თავი დაგეცვა... იქამდე მაინც, სანამ რამე გადაწყვეტილებამდე მივიდოდით, როცა შენც თავისუფალი იქნებოდი და მეც.
ქალს სახე დაეღრიჯა.
– მომისმინე, რას ნიშნავს, „თავი დამეცვა“. მარტო მე უნდა გამეკეთებინა ეს?
– ორივეს, ანიკო,  ორივეს... თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს. ბავშვს, რა თქმა უნდა, გააჩენ. ასე ჩანს შენი ლაპარაკიდან.
– ჰო, აბა, მოვკლა? გამორიცხულია. მით უმეტეს, რომ უკვე ძალიან გვიანაა. მომისმინე, იქნებ ახლა მაინც გაბედო და დაელაპარაკო შენს ცოლს, როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს ასე. მე კი ჩემს ქმარს ყველაფერს მოვუყვები და დავასრულებ ამ ტყუილში ცხოვრებას.
– ხომ იცი, რომ იმ „შესაფერის მომენტს“ ველოდები.
– რომელსაც ვერასოდეს იპოვი, ჰო... აი, მე კი შენნაირი მშიშარა არ ვარ. გიას სიმართლეს ვეტყვი! – გადაჭრით თქვა ქალმა.
 კაცმა შეხედა და ამოიოხრა. ისეთი შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა, რომ ანიკოს ადგილზე ნებისმიერი ქალი მიხვდებოდა, რას ფიქრობდა სინამდვილეში, მაგრამ ის  ჯიუტად ებღაუჭებოდა უკანასკნელ იმედს. მიუახლოვდა, თვალებში ჩააშტერდა და დამარცვლით ჩაილაპარაკა.
– ასე ვეღარ გაგრძელდება!
– ანუ, ამით რისი თქმა გინდა? თანაც, ასეთი ტონით, – გაღიზიანდა კაცი, –  მემუქრები?
– არა. არ გემუქრები, მაგრამ ვეღარ ვიცხოვრებთ ასე, თითქოს არაფერი ხდება. მოგწონს ჩირგვში შემძვრალი, დამფრთხალი კურდღელივით კანკალი?
– ანიკო,  მეტისმეტს ნუ იზამ. ასე ნუ მელაპარაკები. გეუბნები, ცოტა დრო მჭირდება კიდევ და ყველაფერს დავალაგებ.
– როგორ მინდა, ამის მჯეროდეს, – ამოიოხრა ქალმა და თავი ჯიუტად გადააქნია. კაცმა მზერა მოარიდა და საათზე დაიხედა.
– მომისმინე. მე ახლა უნდა წავიდე. ჩემი სამსახურის ამბავი იცი. აღარ ინერვიულო. მიხედე თავს და დაგირეკავ. ცოტა ფულსაც მოგიტან, დაგჭირდება. იქნებ ჯერ მოიცადო, ქვეყანას ნუ მოსდებ შენი ორსულობის ამბავს და ნუ იბღვირები. ხომ იცი, რომ მიყვარხარ!
– მე ფული კი არა, შენი ყურადღება მჭირდება! – წყენით წამოიყვირა ქალმა – ისევ რომ დაიკარგო, არ ვიცი, რას ვიზამ.
 კაცმა ალერსიანად გადაუსვა თავზე ხელი, ლოყაზე აკოცა და ნაჩქარევად ჩაილაპარაკა.
– არ დავიკარები, არა...
კაცი რომ  გააცილა და ოთახში შემობრუნდა. ეჭვი შეუჩნდა და აღარ მოასვენა. სავარძელში იჯდა, ტელეფონს ჩასცქეროდა და ჩაფიქრებული, ლამაზ, ოდნავ გაბუტულ ტუჩს იწიწკნიდა...
სოფო ერთ საათში მოვიდა. აქოშინებული და გაფითრებული.
– კარგად ხარ? – ჰკითხა შემოსვლისთანავე.
– არ ვიცი. იმას  ველაპარაკე. აქ იყო.
– ღმერთო... მერე?
– მერე, არაფერი, საერთოდ არაფერი.
– ანუ, იჩხუბეთ?
– არა, სოფო... ჩხუბით მხოლოდ იმას ეჩხუბები, ვინც რამედ გიღირს. მაგასთან ჩხუბს რა აზრი აქვს?! ველაპარაკები და თითქოს ისხლეტს, სადღაც, გონების მიღმა უშვებს. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ეგ მე ისევ მატყუებს.
სოფო მეგობარს გვერდით მიუჯდა და მოეხვია.
– გეხვეწები, არ ინერვიულო. საერთოდ რაში გჭირდება. დაივიწყე და რამე მოვიფიქროთ. იქნებ გიასაც არაფერი უთხრა.
– საყვარელო, რა ბედნიერებაა, ასეთი ჭკვიანი რომ მყავხარ... მაგრამ უკვე ვეღარაფერს  გამოვასწორებ, მით უფრო ტყუილით. ვერ ვეტყვი გიას, რომ ბავშვი მისია. დროც არ ემთხვევა.
სოფომ  შუბლი მოისრისა.
 – სიმართლე რომ უთხრა? ქმარია, უყვარხარ. შეიძლება, გაპატიოს. მგონი, არ გამოვა სხვანაირად. საქმესაც ხომ უნდა მიხედო.
– მორჩა, ხვალიდან სხვანაირად ვიწყებ ცხოვრებას. ტყუილმა დამღალა, – ხმა აუთრთოლდა ანიკოს, - ექიმმა კი მითხრა, შენი ნერვიულობა არ შეიძლებაო. რაც მოსახდენია, იმას ვერსად გავექცევი.
სოფომ სევდიანად დაუქნია თავი.
                                                                               ***
ინტელიგენტური გარეგნობის, მკაცრი სტილის პიჯაკსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილმა მამაკაცმა, წელს ზევით საქმიანის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდა, ჯინსი კი მის დაუდევარ ბუნებას უსვამდა ხაზს, კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები და ქალს გაუღიმა.
– მე კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგი ნამუშევარია, ძალიან. ყველაფერი მომწონს. სტაფის საქმე როგორ არის?
– კარგად. თითქმის ყველა პოზიციაზე შევარჩიე შესანიშნავი კანდიდატურა.
– მაშინ, შეგვიძლია დავიწყოთ, რას იტყვი?
ანიკომ  თავი დაუქნია.
– იცი, როგორ მოვიქცეთ? მოდი, ხვალ სტაფთან შეხვედრა მომიწყვე, ოღონდ არაფორმალურ გარემოში. რესტორანი რომ დაჯავშნო, ხომ შეგიძლია?
– არ იქნება პრობლემა. რამდენ ადამიანზე შევუკვეთო.
ჯოზეფი ჩაფიქრდა. გუნებაში რაღაცას ითვლიდა, მერე ხელი ჩაიქნია:
– რატომ ვწვალობ? მე და ჩემი მეგობარი ვიქნებით. შენ, მგონი, იცნობ კიდეც. ალბათ, ცოლსაც წამოიყვანს. დანარჩენი შენ დაითვალე და შეუკვეთე. ფულს მე ვიხდი და ეს ხარჯებში არ ჩათვალო. ის კი არა, მითხარი, კიდევ თუ გჭირდება რამე.
გაფითრებულმა ანიკომ თავის ხელში აყვანა მოახერხა. მზერა მოარიდა და კომპიუტერში ჩანაწერების საქაღალდეს გადაავლო თვალი.
– მგონი, აღარაფერი. გრანდიოზული გახსნის დეტალებს ის ივენთ-კომპანია მომაწვდის, რომელსაც ღონისძიება შევუკვეთე. ყველაფერზე ისინი იზრუნებენ – სტუმრების მოპატიჟებაზეც, ფურშეტზეც და მედიის წარმომადგენლებსაც მოიყვანენ.
– შენი იმედი მაქვს. ხომ იცი, მე მაგ დეტალებში დიდად ვერ ვერკვევი. ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. პირველივე დღიდან წარმატებას ველოდები. მე და შენ კარგი პარტნიორები ვართ, გამოგვივა. ვიცი, საქმეზე წინ არაფერს დააყენებ. გახსნისთვის შენი მეუღლეც ხომ აქ იქნება?
ანიკო შეცბა, სათქმელს თავი ვეღარ მოაბა და უარის ნიშნად თავი გააქნია. გული შეეკუმშა, როგორ აეხსნა ქმრისთვის, ვისგან იყო ორსულად. ანიკომ გადაწყვიტა, რაღაც პერიოდი ისევ მოეცადა. რამდენიმე კვირა კიდევ მოახერხებდა ორსულობის დამალვას.
                                                                               ***
მართამ ხელი ხელს შემოჰკრა და აღშფოთებით წამოიძახა:
– რა გეშველება შენ, უკვე აღარ ვიცი. ქალო, არაფერზე ფიქრობ? საერთოდ არაფერზე?
ანიკომ  ენერგიულად გააქნია თავი.
– რომ ვფიქრობ, სწორედ იმიტომაც მოვიქეცი ასე. არ გამოდიოდა, ჩემი ორსულობის ამბავი ასე პირდაპირ მიმეხალა. კაცს ჩემი იმედი აქვს. აი, გავხსნით, დავიწყებთ და ვეტყვი მერე.
– ჰო, რომ გახსნით და დაიწყებთ, მერე საერთოდ აღარ გექნება საქმე, ხომ იცი. ვაიმე, ანიკო ეგ ოქროს კვერცხების მდებელი მამალიც არ გააქციო, თორემ მოგკლავ. მე მოგკლავ, გესმის? გიას რომ მართლა გაშორდე, თავი რით უნდა ირჩინო.
– მამალი რომ კვერცხს არ დებს, – საცოდავად გაეღიმა ანიკოს.  ორი თითით ყელი „გამოიწია“ და მეგობარს შეევედრა:
– თუ გიყვარვარ, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
–  მაგალითად, რაზე? – გამომწვევად იკითხა მართამ.
– მაგალითად, ბავშვის სახელი მომაფიქრებინე.
– სახელის მოფიქრებაც არ უნდა იმ უსინდისოს?
– მისი დანახვაც კი არ მინდა. არც თავად იკლავს თავს. მხოლოდ იმას მწერს, რომ ცოტაც უნდა მოვითმინო. ძალიან დავიღალე... კაფეშიც იმდენი საქმეა... ერთ კვირაში უნდა გავხსნათ. შენ რომ  მეხმარები, კიდევ ეს მშველის. ნამდვილი ჯადოქარი ხარ.
– ჰო, კარგი გახსნა გამოვა. მოსაწვევებიც ვნახე, მდიდრულია და ლამაზი.
– მე კი არ მინახავს. ჯოზეფმა თქვა, რომ მასაც დაპატიჟებს რესტორანში, გახსნამდე სტაფისთვის რომ აწყობს. ლამის გული გამისკდეს – ასე თქვა, შეიძლება ცოლიც წამოიყვანოსო. ეტყობა, არ ეუბნება, რომ დაშორდა.
მართამ სინანულით შეხედა.
– მგონი, დროა, რეალობას თვალი გაუსწორო. სულ არ გამიკვირდება, თუ გავიგებ, რომ ისევ ცოლთან ცხოვრობს.
ანიკო გაფითრდა.
– არა, შეუძლებელია! ამას ნუ მეუბნები, თორემ მართლა შეიძლება, გული გამისკდეს.
– გული არ გაგისკდება. ტყუილში ცხოვრება კი ბოლოსაც მოგიღებს და მორალურადაც გაგანადგურებს. გინდა? შეიძლება, გგონია, რომ სასტიკად გექცევი, მაგრამ სიმართლე ყოველთვის უკეთესია.
– ორი წელია, ცოლთან აღარ ცხოვრობს. ნებისმიერ დროს შემიძლია, დავურეკო, მესიჯი მივწერო. ვერ მოდის იმიტომ, რომ ცუდი სამსახური აქვს. თან, ჩემი მდგომარეობის გამო სიფრთხილეს იჩენს. მე ისევ გიას ცოლი ვარ.
– როგორი სამსახური უნდა ჰქონდეს კაცს, რომ საყვარელი ქალის ნახვა კვირების განმავლობაში ვერ შეძლოს. ამ აბსურდის როგორ გჯერა? ან, ერთხელ მაინც უთხოვია შენთვის, ქმარს გასცილდიო?
ანიკო დაფიქრდა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– არა. არც ერთხელ.
– ხედავ? ვაიმე, ანიკო... როგორი გულუბრყვილო ხარ. რა გავაკეთო, უკვე აღარ ვიცი. მგონი, შეგეშვები. რაც გინდა, ის ჰქენი, მაგრამ ამ თემაზე აღარ დაგელაპარაკები. სახელის მოფიქრებაშიც ვერ დაგეხმარები.
– მართა, რატომ მიბრაზდები? – საწყლად ჩაილაპარაკა ანიკომ.
– არ გიბრაზდები. შენ არ გიბრაზდები, მაგრამ ვცოფდები, როცა იმ არამზადის დაცვას ცდილობ. ერთ დღეს აუცილებლად მომეცემა შესაძლებლობა, ყველაფერი ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ.
– ერთ დღეს აუცილებლად მოაგვარებს პრობლემებს და მთხოვს, მისი ცოლი გავხდე. მერე ასე აღარ ილაპარაკებ.
მართამ შეხედა და ხელი უიმედოდ ჩაიქნია.
 გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3