კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2011 წლის 9 ოქტომბერს, 17 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიაში მიაღწევს წარმატებას, რა არის მისი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია მისთვის მისაღები?
პასუხი: მისი კარმული მისიაა, იყოს ინიციატივიანი, ენერგიული, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, უნდა იყოს მშვიდობის მტრედი და სადაც შევა, სიმშვიდე და ჰარმონია შეიტანოს. დაეყრდნოს დიპლომატიას, დაიცვას თანასწორუფლებიანობის პრინციპი. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას. ეს მისი წარმატების მომტანი ფაქტორები და კოსმიურ-კარმული მისიაა. პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, მანქანების დიზაინი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, სამეცნიერო კვლევა, საკონსტრუქტორო, საგანმანათლებლო საქმიანობა, ფსიქოთერაპია. უცხოეთი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან, მისთვის წარმატების მომტანია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია, არგენტინა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია, ჰავაის კუნძულები.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2002 წლის 3 ივლისს, დილის 8-ის ნახევარზე. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები?
პასუხი: პროფესიებიდან კარგია: სპორტის ფართო სპექტრი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, საელჩოების, საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია; ასევე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო, სადაზღვევო საქმიანობა, პედაგოგიკის სფერო.
კითხვა: დავიბადე 1994 წლის 23 აპრილს, დილის 11 საათზე. რა მელის 2020 წელს და რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებებს მივაღწიო?
პასუხი: 2020 წელი თქვენთვის უფრო სასიკეთო და პერსპექტიულია, ვიდრე 2019 წელი იყო. იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. იყავით უხალტურო მუშაკი. ნებისმიერ საქმეს მიუდექით ყოველგვარი ზედაპირულობით და მიფუჩეჩების გარეშე. ამასთან ერთად, იყავით მაქსიმალისტი, ანუ არ უნდა დაგაკმაყოფილოთ იმან, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. მოაწესრიგეთ პროფესიული სფერო, ასევე, ოჯახური ურთიერთობები. იყავით მარტოხელა მებრძოლი და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. უნდა გამოირჩეოდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ასე მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.
скачать dle 11.3