კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (51)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№1 რომელი თვეებია 2020 წელს თქვენთვის იღბლიანი და წარმატებების მომტანი

  2020 წელს ღორის წელიწადს თეთრი ლითონის ვირთხის წელიწადი ჩაანაცვლებს. ამ წლის მმართველი სტიქია ლითონია. თეთრი ლითონის ვირთხა კი აღმოსავლურ ასტროლოგიაში სიმამაცის, იღბლიანობისა და სიმდიდრის სიმბოლოდ მოიაზრება. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ის 2020 წლის 25 იანვარს, 00 საათსა და 03 წუთზე შემოაბიჯებს და გაბატონდება დედამიწაზე. 2020 წელი აღმოსავლური კალენდრის 12-წლიან ციკლს გახსნის, თან, ნაკიანი წელია და ამის გამო საკმაოდ არაერთმნიშვნელოვან მოვლენებს გვპირდება.
  ცვლილებები წლის დასაწყისშივე უნდა დაგეგმოთ და მოაგვაროთ, გამოიჩინოთ მეტი დაკვირვება და  სიფრთხილე. ვირთხა ადამიანებს ეხმარება, რომ უფრო შორსმჭვრეტელი გახდნენ, ხოლო ლითონის სტიქია ამაში ხელს უწყობს. ვირთხა სიყვარულისა და ყურადღების სიმბოლოა. წელს ბევრი ახალი ნაცნობობა გელით. დააკვირდით მინიშნებებსა და ინტუიციის კარნახს. ახალი კავშირები მხოლოდ ნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომ სანდო და გულღია ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ეს კი დაგეხმარებათ, რომ ამ წელს დაწყებული და განვითრებული სიყვარული ბედნიერი და ხანგრძლივი იყოს.
  ზოგადად, თეთრი ლითონის ვირთხა ღრმა ცვლილებებს მოიტანს ცხოვრების ყველა სფეროში. რაც შეიძლება, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, ოჯახსა და ურთიერთობების მოგვარებას კოლეგებთან. არ გირჩევთ გლობალური გეგმების დაწყობას. სჯობს, ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ.
   ზოგიერთ ცხოვრებისეულ ვითარებაში სიმამაცისა და ლიდერის თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. ვირთხა ოპტიმისტია, მაგრამ ნაკიან წელიწადში და თან, ლითონის სტიქიის გავლენით, თეთრი – ანუ აღმავალი და შავი – დაღმავალი პერიოდები მუდმივად შეცვლის ერთმანეთს.
  აქვე გთავაზობთ აღმოსავლური ასტროლოგიის რჩევებს – რომელი პერიოდი იქნება ამ წელიწადში თქვენთვის იღბლიანი  და წარმატებების მომტანი:
ძაღლის, კურდღლის, იგივე კატის, თხისა და ცხენის წელში დაბადებულებისთვის – მეტალის თეთრი ვირთხის წელი, ზოგადად, წარმატებულია. თქვენთვის კარგი და იღბლიანი თვეებია: თებერვალი, მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ნოემბერი. ამ თვეებში მიაღწევთ წარმატებას საქმეებში, სამყარო გამოგიგზავნით პოზიტივს, ჰარმონიას. თქვენ კი უნდა გააქტიურდეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.
  გველის, ღორის, მამლისა და ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის – 2020 წელი კარგია პირადი ცხოვრების მოსაწყობად, რადგან ამ მხრივ, ბევრი სიახლე და პოზიტიური მოვლენა გელით. თქვენთვის იღბლიანი და წარმატების მომტანი თვეებია:  მარტი, მაისი, ივლისი, დეკემბერი.
დრაკონის, ხარის, ვირთხისა და მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის – ეს წელი საკმაოდ აქტიური და ფრთხილად გასავლელია, რადგან უყურადღებობით ან სხვების გავლენით, ხელიდან არ გაუშვათ ის წარმატების შანსი, რასაც იღბალი შემოგთავაზებთ. თქვენთვის განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატების მომტანი თვეებია: მაისი, ივნისი, აგვისტო, ოქტომბერი.
скачать dle 11.3