კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№1 როგორ გადაადებინა სტალინმა ჰიტლერს დიდი ომის დაწყება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  სტალინი რომ მრავლისმცოდნე და დიდი დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული იყო, ამას მისი მაძაგებლებიც ვერ უარყოფენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ საბჭოთა ბელადს არაოროდინარული ნაბიჯების გადადგმაც ეხერხებოდა, რითაც ხშირად არა მარტო აოცებდა თავის მეტოქეს, არამედ ცაიტნოტშიც კი აგდებდა... ისტორიის პროფესორი ვსევოლოდ მასლოვი წერს: „სტალინი უდიდესი ქვეყნის მმართველი იყო როგორც გეოგრაფიული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ რთულ ქვეყანას (იგულისხმება რუსეთი და საბჭოთა კავშირი) სწორედ სტალინისნაირი მმართველი სჭირდებოდა. ამ სირთულეებს ისიც ერთვოდა, რომ იმ პერიოდში მსოფლიო პოლიტიკაში გლობალური ცვლილებები ხორციელდებოდა და ვინც მათ ალღოს ვერ აუღებდა, აუცილებლად თავადაც დამარცხდებოდა და საკუთარ ქვეყანასაც გამოუყვანდა წირვას.
  ცნობილი აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: „იოსებ სტალინმა, ლენინის სიკვდილის შემდეგ, ორი რამ გაითავისა – პირველი, რომ მისთვის მინდობილი ქვეყანა (საბჭოთა კავშირი) მომავალი დიდი და გადამწყვეტი ბრძოლისთვის უნდა მოემზადებინა და ამ სასტიკ დაპირისპირებაში გაემარჯვა. და მეორე – ის, რომ კაპიტალისტური დასავლეთი მას (სტალინსა და მის ქვეყანას) ძალიან ძლიერ, სასტიკ მტერს დაუპირისპირებდა. სტალინმა, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე გამოიცნო, რომ ეს მტერი გერმანია იქნებოდა და იმთავითვე, დიდი ომის დაწყებამდე 17 წლით ადრე შეუდგა გაცხოველებულ მზადებას. ეს მზადება კი მხოლოდ ეკონომიკური და სახმედრო-ინდუსტრიული პოტენციალის დაჩქარებული ზრდით არ შემოიფარგლებოდა. არამედ შეიცავდა ფარულ თუ აშკარა დიპლომატიურ ქმედებებს, რომლებიც გერმანიასთან დაახლოებასა და ომისთვის მოსამზადებელი დროის მოგებას ისახავდა მიზნად...“
  სტალინი ისტორიის უზადო ცოდნით გამოირჩეოდა, ამასთან, უმაღლეს დონეზე ერკვეოდა პოლიტიკაში და სწორად ამიტომ, ზუსტად ამოიცნო ბრიტანელებისა და ფრანგების პოლიტიკური გეგმები (მოგვიანებით, მათ შეერთებული შტატებიც დაემატა). საბჭოთა ბელადი დარწმუნებული იყო, რომ დასავლეთი აუცილებლად შეეცდებოდა ერთი დარტყმით, ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ევროპის ორი უდიდესი ქვეყანა – საბჭოეთი და გერმანია, სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჩაებმებოდნენ. შემდეგ კი მათ დაქცეულ ქვეყნებში დასავლური კაპიტალი შევიდოდა და მათზე სრულ დომინირებას მოიპოვებდა პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. სწორედ აქედან გამომდინარე ცდილობდა სტალინი გერმანიასთან დაახლოებას, რომ ეს ვერაგული გეგმა ჩაეშალა და მართალია, ომს ვერ ასცდა, მაგრამ ისეთ სამხედრო-პოლიტიკურ და ინდუსტრიულ ძლიერებას მიაღწია, რომ როცა დასავლეთი გამოერკვა, უკვე გვიან იყო. ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „სასაცილოდაც არ მყოფნის იმის მოსმენა, როდესაც ამტკიცებენ, რომ თითქოს ჰიტლერმა მოატყუა სტალინი და ამის დასტურად საბჭოეთზე „მოულოდნელი“ თავდასხმა მოჰყავთ. პირიქით, სწორედ რომ, სტალინმა „აჭამა“ ჰიტლერს და ომის დაწყება გადაადებინა. არადა, ჰიტლერი რომ მაშინ დასხმოდა თავს საბჭოეთს, რა დროსაც მას ბრიტანელები და ფრანგები სთავაზობდნენ და უბიძგებდნენ, ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა. დიდი ალბათობით, საბჭოეთი თავის ევროპულ ნაწილს დაკარგავდა და შემდგომ კი შესაძლოა, მთელი ტერიტორიაც კი დაეთმო. სტალინმა კი ეს არ დაუშვა...“
  დღემდე ძალიან ბევრი სერიოზული მკვლევრისთვისაც კი  უცნობია და ამ ფაქტს ბრიტანეთი და საფრანგეთი ჯიუტად მალავენ (ამ ქვეყნების არქივებიდან გააქრეს ეს საბუთები), რომ ჰიტლერი საბჭოთა კავშირზე თავდასხმას ჯერ კიდევ 1939 წლის 4 იანვრის გამთენიისას გეგმავდა და სტრატეგიული გეგმა „ბრაბაროსა“ დეტალურად ჰქონდა შემუშავებული. სანიმუშოდ მომზადებული ფაშისტური არმიები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. ჰიტლერის გენერლებს სჯეროდათ, რომ 4 იანვარს, კვირა დილას, ნაახალწლევი, ნაზეიმარი საბჭოთა კავშირი მათ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ეს ასეც იყო, რადგან გერმანია ამ პერიოდში საბჭოეთს ყველა მონაცემებით სჭარბობდა, პლუს ბრიტანო-ფრანგული დახმარება, შემდგომ ამ თამაშში შეერთებული შწტატებიც აუცილებლად ჩაერთვებოდა და შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სულ რაღაც ერთთვიანი „ბლიც-კრიგის“ შემდეგ საბჭოეთი დაეცემოდა...
ამ ცოტა ხნის წინ არქივში აღმოაჩინეს საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, პავლე ფიტინის ჩანაწერები, რომელიც ნათლად მოგვითხრობს, თუ რა საშიშროების წინაშე იდგა საბჭოთა კავშირი 1939 წლის დასაწყისში და როგორ მოახერხა სტალინმა სიტუაციის რადიკალურად შემობრუნება. ფიტინი წერს: „1938 წლის 29 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე ჩვენმა ბერლინურმა „წყარომ“ „სვანმა“ თავზარდამცემი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ ზუსტად 6 დღის შემდეგ – 1939 წლის 4 იანვარს ჰიტლერს ფართომასშტაბიანი შეტევა უნდა დაეწყო საბჭოთა კავშირზე. ერთი საათის შემდეგ მსგავსი ცნობები მივიღეთ კიდევ ორი წყაროდან. ჰიტლერმა „ბარბაროსას“ დაწყებას 1938 წლის 29 დეკემბრის საღამოს 6 საათზე მოაწერა ხელი და ორი საათის შემდეგ ჩვენ ეს უკვე ვიცოდით. ის, რომ ჰიტლერს ბრიტანო-ფრანგები აქეზებდნენ, ზურგს უმაგრებდნენ და ჩვენზე სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ (გერმანული და ბრიტანო-ფრანგული დაზვერვები ჩვენ წინააღმდეგ მჭიდრო კონტაქტში მუშაობდნენ), სტალინს ჯერ კიდევ სამი თვით ადრე შევატყობინეთ. სტალინს მაგიდაზე ედო გერმანიის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის საიდუმლო მასალები და ჩვენს ანალოგიურ პოტენციალთან თანაფარდობის ანალიზი, რაც აჩვენებდა, რომ იმ პერიოდში გერმანია ორჯერ გვჯობნიდა, ბრიტანო-ფრანგებთან ერთად – ოთხჯერ. ეს კი ომში განადგურების ტოლფასი იყო. სტალინს „ბარბაროსას“ ხელმოწერის ინფორმაცია ბერიამ ზუსტად 8 საათსა და 30 წუთზე მიუტანა და როგორც შევიტყვე, სტალინმა მოლოტოვიც დაიბარა და ეს სამეული კარგახანს თათბირობდა. 30 დეკემბერს კი შუადღეზე სტალინს უკვე ჰიტლერის საახალწლო მილოცვის (თავისი ხალხისადმი) სრული ტექსტი დავუდეთ მაგიდაზე. იმ დროს თავად სტალინიც საბჭოთა ხალხისადმი საახალწლო მილოცვის ტექსტზე მუშაობდა, რომელიც 31 დეკემბერს, მოსკოვის დროით ღამის 12 საათზე უნდა წაეკითხა რადიოში. როგორც შემდგომ ბერიამ მოგვიყვა, სტალინს უთქვამს: „აი, გამოსავალი. მე ჩემს გამოსვლაში დეზინფორმაციას გავურევ. რადიოთი ჰიტლერზე ადრე გამოვალ და ბრიტანო-ფრანგებზე რწმენას შევურყევო. მოკლედ, ასეთი რამ მოხდა: სტალინმა თავისი საახალწლო გამოსვლა მოსკოვის დროით საღამოს 5 საათზე წაიკითხა. იმ დროს ვლადივოსტოკში უკვე ახალი წელი დადგა, ბერლინში კი მხოლოდ დღის 3 საათი იყო. სტალინმა თავისი გამოსვლის საერთაშორისო ნაწილში ფაშისტების საიდუმლო მონაცემები გაასაჯაროვა და აქვე დასძინა, რომ სამხედრო პოტენციალით საბჭოეთი მათ, მინიმუმ, ორნახევარჯერ სჭარბობდა. ამას კი მოაყოლა, რომ წამქეზებლურ პოლიტიკას წერტილი დაესმებოდა და გერმანიას პარტნიორობა შესთავაზა. ამ ხრიკმა გაჭრა. ჰიტლერი, თურმე, ცოფებს ყრიდა. ბრიტანო-ფრანგებს მატყუარებს უწოდებდა და რაც მთავარია, „ბარბაროსას“ დაწყების ბრძანება გააუქმა...“
 აშკარაა, რომ სტალინის ამ დიპლომატიურმა ტრიუკმა დიდი შვება მოუტანა საბჭოეთს. გერმანელი ფიურერი კი თავის დღიურებში დიდი სინანულით აღნიშნავდა, რომ სტალინმა ის მოატყუა...“

скачать dle 11.3