კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ ზიანდება გულის კუნთი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კარდიომიოპათია – ასე იხსენიებენ იმ დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც გულის კუნთის პირველად დაზიანებას იწვევს. პოპულარული ენით თუ ავხსნით, კარდიომიოპათია არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება გული, თუმცაღა ავადმყოფს არც არტერიული ჰიპერტენზია ჰქონია, არც გულის შეძენილი ან თანდაყოლილი მანკი, არც გულის იშემიური დაავადება თუ პერიკარდიუმის პათოლოგია. გამომწვევი მიზეზის, ანუ ეტიოლოგიის, მიხედვით კარდიომიოპათია ორგვარია: პირველადი, როცა მიზეზი ამოუცნობია და მეორეული, როდესაც გულის კუნთი ამა თუ იმ დაავადების დროს ზიანდება.
კარდიომიოპათიის ორივე ნაირსახეობას სხვადასხვაგვარი კლინიკური გამოვლინება და პროგნოზი ახასიათებს, მაგრამ აქვთ საერთო ნიშნებიც, კერძოდ:
* მიზეზი უმეტესად უცნობია;
* ორგანიზმში ანთებითი რეაქციის ნიშნები არ არსებობს;
* გულის ზომები იმატებს;
* არსებობს მიდრეკილება თრომბების წარმოქმნისკენ;
* კარდიომიოპათიებით განპირობებული გულის უკმარისობის მკურნალობა ძალიან ძნელია.
ხშირია შემთხვევა, როდესაც კარდიომიოპათიით დაავადებულ პაციენტებს ადრეულ ეტაპებზე  არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ და მხოლოდ მოგვიანებით ვლინდება.
კარდიომიოპათიის სიმპტომებია:
* ჰაერის უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისა და ზოგჯერ, მოსვენების პირობებშიც;
* ფეხების, კოჭებისა და ტერფების შეშუპება;
* სითხის დაგროვებით გამოწვეული მუცლის შებერილობა;
* ხველა წოლისას;
* დაღლილობა;
* არარეგულარული გულისცემა, რომელიც შესაძლოა, იყოს სწრაფი, დარტყმების სიძლიერე  კი – მომატებული, ახლდეს ფრიალი;
* მკერდის ტკივილი;
* თავბრუ, გულის წასვლის შეგრძნება და გულის წასვლა;
კარდიომიოპათიის ფორმის მიუხედავად, თუ სამედიცინო ჩარევა არ მოხდა, სიმპტომები უარესდება. ზოგიერთ პაციენტში ეს სწრაფად ხდება, ზოგში კი – გვიან.
კარდიომიოპათიის მკურნალობა სიმპტომურია. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ვუმკურნალოთ დაავადების დამახასიათებელ გამოვლინებებს და არა თვით დაავადებას.
ისევე, როგორც ნებისმიერი პათოლოგიის შემთხვევაში, კარდიომიოპათიის დროსაც მკურნალობა არამედიკამენტური ღონისძიებებით იწყება. აუცილებელია:
* სითხის მიღების შეზღუდვა;
* დიურეზის ანუ მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის ოდენობის თანაფარდობის კონტროლი (ნორმაში გამოყოფილი შარდის ოდენობა ოდნავ მეტი უნდა იყოს);
* დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია!
თუ არ მოხდება დროულად ზომების მიღება, შესაძლოა, განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:  გულის უკმარისობა,  არტერიული და ფილტვების თრომბოემბოლიები, გულის გამტარობის დარღვევა, რთული არითმია,  გულის მოულოდნელი კვდომის სინდრომი.
ქალებმა აღნიშნული დაავადების დადგენის შემთხვევაში უარი უნდა თქვან ფეხმძიმობაზე, რადგან დიდია ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა.

скачать dle 11.3