კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 ჭეშმარიტების გზაზე

  არ განევლტო, ქრისტეს მიერ საყვარელო, შემთხვევას, რომელიც შეიძლება, შენთვის სათნოების მოპოვების მიზეზი შეიქნეს. არამედ უფროსღა გმართებს მიიღო სიხარულით, განსაკუთრებით ძვირფასად და სასურველად მიიჩნიე ის შემთხვევა, რომელიც უსიამოვნოა და არავითარ თანაგრძნობას არ იწვევს შენში.
  როდესაც დარწმუნდები, რომ თვით ღმერთს ნებავს, დაითმინო შემხვედრი სიმძიმე და განსაცდელი – იქნება ეს სხვა ადამიანთა უკეთურებისგან თუ შენივე წამხდარი საქმეებიდან მომდინარე, უკვე აღარ იფიქრებ და არც იტყვი სხვათა მსგავსად: „არა, ეს არ არის ღმერთისგან, ეს უსამართლობა და ბოროტმოქმედებაა, ღმერთს კი ბოროტება არ სურს“ და სიძულვილით აქცევენ ზურგს მათაც და მათ მოქმედთაც. ამით სურთ, გაამართლონ თავიანთი მოუთმენლობა და მრისხანებისა და შურისძიების მოძალება, როდესაც ვინმე ცილს დასწამებთ. მაგრამ, ამით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ წინ აღუდგებიან ღმრთის განჩინებას და ბედავენ, განაგდონ მაცხოვნებელი ჯვარი, რომელიც უფალმა განუწესა მათივე კეთილდღეობისთვის და რომლის სათნოდ ტვირთვითა და დიდსულოვნად ზიდვით უეჭველად სათნოეყოფოდნენ მას. მაგრამ ამით რას მიიღებენ? ჯვარს მაინც ვერ მოიხსნიან, ღმერთსაც შეურაცხყოფენ, სიმშვიდეს კი, რა თქმა უნდა, ვერ ჰპოვებენ. პირიქით, განსაცდელს შფოთსა და უსარგებლო მრისხანებას შემატებენ, რითიც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიან თავიანთ მდგომარეობას, მაშინ, როდესაც, განსაცდელის დათმენით სიმშვიდესა და ღმრთის კურთხევას მოიპოვებდნენ და სულიერ ნაყოფსაც უხვად იხმევდნენ. აქედან მიიღე შენთვის სწვლება – როდესაც ცილს დაგწამებენ, შეურაცხგყოფენ ან გაგკიცხავენ, ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, თუ რამდენად უსამართლონი არიან შენი შეურაცხმყოფელნი, არამედ მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ ღმერთმა შენივე კეთილდღეობისათვის მოგივლინა ეს შემთხვევა და ამ სიკეთეს მოაკლდები, თუკი მოუთმენლობას, მრისხანებასა და შფოთს დაუშვებ. ნურც იმას გამოიძიებ, რატომ მაინცა და მაინც ეს შეგემთხვა ღმრთის ნებით. გრწამს, რომ ღმერთი მუდამ სამართლად იქმს და მოწყალეა.
  დამატებით გეტყვი, ღმერთს ფრიად ესათნოება, რომ უმეტესად დავითმინოთ ადამიანთა უსულგულობისგან მომდინარე განსაცდელები და განსაკუთრებით იმათგან, რომლებისთვისაც სიკეთე გაგვიკეთებია, ვიდრე ისეთი შემთხვევები, რომლებიც უსიამოვნო გარემოებათა თავმოყრით შეგემთხვევა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის დამახასიათებელი ამპარტავნება უკეთ მოიშთობა და აღმოიფხვრება პირველ შემთხვევაში. და კიდევ იმიტომ, რომ თუკი ღმრთის ნებისადმი მორჩილება უმთავრესია ჩვენს სულიერ ღვაწლში, მას სხვაგვარად ვერ გამოვიწვევთ და ვერც გამოვამჟღავნებთ ასეთი ზომით, როგორც ხსენებულ შემთხვევებში, თუკი მათ დავითმენთ სათნოდ, უფლისადმი მადლიერებით, რომელმაც წარმოგვიგზავნა იგი – ვითარცა ჭეშმარიტად დიდი მადლი, და რითაც ვამტკიცებთ ჩვენს სრულ ერთგულებას ღმრთის ნებისადმი და მხურვალე მზადყოფნას ყოველივეში ვმორჩილებდეთ მას.
скачать dle 11.3