კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№1 რატომ გააგდეს ადამიანებმა ღმერთი საკუთარი ოჯახებიდან

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  „მინდა იცოდეთ, რომ ქრისტიანობა იწყება წირვა-ლოცვაზე დასწრებით. მარხულობ თუ არ მარხულობ, მოძღვარი გყავს თუ არა, გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომ კვირა დღეს წირვაზე იდგე. აქედან უნდა დაიწყო შენში ცვლილებები და შენ დაიწყებ სულიერ გამოღვიძებას, სულიერ აღმავლობას“, – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ბევრი რამ არ გესმის, მაგრამ თუ წირვის დროს გულმოდგინებით დაუგდებ ყურს სიტყვებს, გულით წახვალ ეკლესიაში, შენში უკვე მოხდება გარკვეული ცვლილებები და გაგიჩნდება სურვილი, რომ დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება. ეს არის მინიმალური მოთხოვნა ყველა ქრისტიანის მიმართ, რასაც სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ ასრულებს. გარკვეული წესის აღსრულებით არიან დაკავებული, მერე მოვლენ შობის ღამეს და მიიღებენ ზიარებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთმა 6 დღე გაჩუქათ და დაიტოვა ერთი დღე თავისთვის და თქვენ იმ ერთის წართმევასაც ცდილობთ – არ მცალია, დრო არ მაქვსო.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენმა მარხვამ ნაყოფი გამოიღოს?
– უპირველეს ყოვლისა სითბოა საჭირო, სულიწმიდის მადლი, რომ ჩვენში კვირტი აღმოცენდეს, რომელიც შემდეგ გაიფურჩქნება და ნაყოფად იქცევა. შეიძლება, კვირტი ამოვიდეს, მაგრამ სიცივემ  მოაშთოს ან ჭიამ გააფუჭოს. ამიტომაც შეწამვლა სჭირდება ხოლმე. შეწამვლა კი ჩვენი აზროვნების შეცვლით, სახარების კითხვით ხდება. ჩვენ პროტესტანტები დაგვცინიან: მართლმადიდებლები კითხულობენ დაუჯდომლებს, პარაკლისებს, ბევრ ლოცვას, მაგრამ სახარებას არ კითხულობენო. მართლაც ასეა. სახარებას, ბიბლიას თუ არ კითხულობ, როგორ დაგელაპრაკება ღმერთი? ნეტარი ავგუსტინე ამბობს: როცა ლოცულობ, შენ ესაუბრები ღმერთს, როცა სახარებას კითხულობ, შენ გესაუბრება ღმერთიო. დაზეპირებული ადგილები არ წაიკითხოთ, ის წაიკითხეთ, რაც უცხოა თქვენთვის. წაიკითხეთ „მეფეთა“. ძალიან რომ გვინდა მეფე... რა თქმა უნდა, რა სჯობია მართლმადიდებელ მონარქს, მაგრამ ღმერთს მეფე არ უნდოდა. ის ებრაელებს ეუბნებოდა: თქვენ არ იცით, რას მოგიტანთ მეფე, რა მდგომარეობაში ჩავარდებითო. ქრისტეა მეფე და შენი მეფე თუ არ არის ქრისტე, სხვა, ვინც გინდა, იყოს, ის შენი მეფე ვერ გახდება. სარწმუნოებას ნუ აყენებთ შეურაცხყოფას და ნუ ხართ ცალმხრივად ქრისტიანები.
– სითბოს გარდა რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ ნაყოფი გამოვიღოთ?
– საჭიროა სითბო, შეწამვლა, მაგრამ ყველაზე მთავარია: შენ უნდა გაგიჩნდეს ამის სურვილი. მზე თუ შენკენ იყურება და შენ ზურგს მიაქცევ, სიგრილეში დაემალები, ნაყოფს ვერასდროს გამოიღებთ. წმიდა მამები გვარიგებენ: მხოლოდ კბილებით ნუ იცინით, თვალებით გაიცინეთ, კბილებით ფარისევლები იცინიანო. თვალებით სიცილი ნიშნავს იმას, რომ შენს თვალებში დაანახებ მოყვასს, როგორ გიყვარს ის. თვალებში რომ ჩახედავ შენს ახლობელს, ოჯახის წევრს, იქ აირეკლება შენი სახე, იმ თვალებში აისახება და მიხვდები რამდენად უყვარხარ მას.  თუ მის თვალებში კარგ გამოსახულებას დაინახავ, ესე იგი, შენი სული არის სუფთა, თუ ბუნდოვანი გამოსახულება გამოჩნდება, ესე იგი, ის მღვრიე, შურიანი თვალებით გიყურებს და ჯობია, თვალი მოარიდო. სამწუხაროდ, ჩვენ, სულ სხვის გულებში ვიყურებით, სხვის ოჯახებში. საკუთარ გულში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ იქ ბევრი სიბინძურეა. სახლიც სუფთად გვაქვს, ლამაზად მოწყობილი, მაგრამ არის პატარა საკუჭნაო, სადაც სიბინძურეა. ასეა ჩვენი გულიც. ღმერთი რომ მოვიდეს, იქ არ შევუშვებთ: რას იტყვის ჩვენზეო. სწორედ იქ უნდა შევუშვათ და დავანახვოთ, რა ხდება ჩვენს გულში.
– მამაო, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. ძალიან ბევრი ტრაგედია ხდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.
– ბოლო დროს რამდენი ახალგაზრდა გარდაიცვალა თვითმკვლელობით. ეს ყველას ბრალია. სლოგანებიც გაჩნდა სოციალურ ქსელში: სკოლაში უნდა დაბრუნდეს ეკლესიაო. ოჯახებში დაბრუნდა ეკლესია? ჩემს ოჯახში არ დაბრუნებულა – მიუხედავად იმისა, რომ მღვდელი ვარ, ჩემი ოჯახის წევრები არ არიან ეკლესიურები. თქვენს ოჯახებში არის ღმერთი დაბრუნებული? ხატების კუთხე გაქვთ, ნაკურთხი წყალიც, იერუსალიმიდან ჩამოტანილი ზეთი, მაგრამ ცხოვრობს თქვენთან ღმერთი? რაღაც არ მგონია. თუ გვინდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა თვითმკვლელობით არ დაასრულონ ცხოვრება, საკუთარ გულში, სახლებში უნდა შევუშვათ ღმერთი. საშინელ სამსჯავროზე რომ წარდგებით, იქ მიხვდებით, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია და სხვისი არა. ჩვენ, ყველანი, ხომ პატივმოყვარეობით ვართ შეპყრობილი. საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: რა გაქვს საამპარტავნო, ერთი ცოდვილი არსება ხარ, რომელსაც ვერ დაუმორჩილებია საკუთარი ენა, ხელები, ფეხები, სმენა, ყურები... რა არის საამაყო? ერთმანეთს შევახსენოთ ეს ყველაფერი, სხვაგვარად ჩვენი ადგილი არ  გვექნება სასუფეველში. თუ გვინდა, ნაყოფი გამოვიღოთ მარხვაში, თავმდაბლობაში უნდა ვივარჯიშოთ.
–  როგორ უნდა ვივარჯიშოთ?
– აბბა დოროთე ამბობს, თავმდაბლობა თუ გინდა, მწუხარება, განსაცდელები დაითმინეო. მაგრამ ჩვენ, როგორც კი ვინმე გვაწყენინებს, მაშინვე ურჩხულებს ვემსგავსებით, დაუნდობლები ვხდებით, შურისმაძიებლები. ღმერთმა დაგვანახვა, როგორ გვიჭირს და ჩვენ ზომებს არ ვიღებთ. მართლა რომ გვწამდეს, ასეთ მდგომარეობაში ხომ არ იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. უნდა მივხვდეთ, რომ იმან, რასაც ვაკეთებდით, არ მოგვიტანა არაფერი. ამიტომ დავიწყოთ საკუთარი თავის ყვედრება, გულის გაწმენდა, შემოვუშვათ გულში ღმერთი და შემდეგ ის ოჯახებში შემოვა, ოჯახებიდან – სკოლაში, საბავშვო ბაღში და ისეთ ინსტანციებში გადავა, სადაც უნდა იყოს ღმერთი. „ამ ცხოვრების დედა ვატირეო“ დიდებმაც გააზიარეს. ილია ჭავჭავაძემ გაგვაფრთხილა: ამ ცხოვრებას თუ თავი დაუხარე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი თავის ნაბადსო. გაგვთელა კი არა, გადაგვიარა. ქრისტე გვეუბნება, რომ ეს სოფელი დავამარცხე და მე გამომყევიო. თუ არ გაჰყვები ქრისტეს, დამარცხებული იქნები.
скачать dle 11.3